თავი 12

529 41 10
                                    

თავი 12

Killian, the date of mine.

იმ დღეს როდესაც ჰარიმ ლიზა მის აპარტამენტში წაიყვანა გვიანობამდე მასთან დაიტოვა. ლიზა აღარ ტიროდა მაგრამ თავს მაინც უცნაურად გრძნობდა, ვერ ხვდებოდა რა გააკეთა ისეთი რომ ხალხს მასზე მსგავსად ეფიქრა. მას ხომ უბრალოდ ჰარისადმი უთქმელი გრძნობები აკავშირებდა, დიდი სურვილის მიუხედავად კი ვერასდროს გაბედავდა მათი ჰარისთვის გამხელას, თუნდაც მწვანეთვალებასთან უფრო მეტად დაახლოვების შანსი ჰქონდა.

ჰარიმ მას ჩაი გაუმზადა, მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ უამრავ რაღაცაზე. სამომავლო გეგმებზე, ინტერესებზე. თითქოს იმ ღამის გაგრძელება იყო ჰამაკში რომ ისხდნენ.

ეს ყველაფერი ლიზას დაეხმარა, თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობდა. ჰარის უთხრა დენიელის ზარის შესახებ მაგრამ ჰარის მცდელობის გამო რომელიც ლიზასთვის ყველაფრის სხვანაირად წარმოდგენას გულისხმობდა იმუშავა და ლიზას უხერხულობის ნაცვლად სრული სიმშვიდე მიანიჭა.

ჰარი მას დაეხმარა, ლიზა არ შემცდარა როდესაც დახმარება მას სთხოვა.

*

აკადემიაში ყველა გამოსაშვების წვეულებაზე საუბრობდა, იქამდე კი ერთი კვირა იყო დარჩენილი. ბეთი და ლიზაც ძალიან ხშირად ახსენებდნენ ამ წვეულებას სახლში, ბიჭების გარშემო, მეცადინეობის დროს, ერთი სიტყვით ყველა ძალაინ დიდი სიხარულით ელოდა წლის დასასრულს. წყვილები ემზადებოდნენ, კოსტუმებზე დაობდნე, ზოგი კვლავ ცდილობდა მეწყვილის დათანხმებას, კილიანს კი იმედი ჰქონდა რომ ლიზა დათანხმებოდა.

მათი ბოლო საუბრიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, მას შემდეგ კილიანი და ლიზა საკმაოდ შესამჩნევად დაახლოვდნენ, ისევე როგორც მისი სამეგობრო და ბეთი. ასე რომ ვთქვათ, ბიბლიოთეკაში ერთად რჩებოდნენ, კურსების გაერთიანების დროს სულ ერთად მუშაობდნენ და ძალიან ხშირად ერთად ატარებდნენ ლანჩის დროს.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now