დამატებითი ნაწილი :))

835 35 14
                                    

***

Elevator kiss

მისი მწვანე თვალები გოგონას არ შერდებოდა. ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და კულული სახიდან გადაუწია.

მისკენ დაიხარა და ის იყო უნდა ეკოცნა რომ ლიზამ თქვა:

-პაპარაცები გვიღებენ.

-გადაიღონ, ახლა აქ მოდი.

-არა ჰარი! ზოოპარკში ვართ, სახლში რომ მივალთ შემდეგ...

-სახლში რომ მივალთ ნახავ რასაც გიზამ. - ლიზას ცელქობა მოუნდა.

-ჰმმ... და რას მიზამ? - ჰარის მკლავს ორივე ხელით მოეხვია და ტუჩები ყელში მიაწება, თითქოს წამის წინ ის არ გაიძახდა ხალხში შეხება სირცხვილიაო.

-ნამდვილად გინდა იცოდე?

-ოჰ, შენ წარმოდგენ არ გაქვს როგორ.

-ლიზა, ვერ გადამირჩები.

-ნაკლები ლაპარაკი, მეტი მოქმედება! - ლიზა მანქანისკენ გაიქცა, ზოოპარკის გასასვლელსაც მალევე მიუახლოვდნენ და პაპარაცებისგან ძლივ-ძლიობით დაიხსნეს თავი.

შემდეგ უკვე ჰარის აპარტამენტის შენობაში იყვნენ, ლიფტს ელოდებოდნენ. როდესაც ჰარიმ ცარიელი ლიფტი დაინახა ლიზას სწრაფად დასტაცა ხელი, ასევე სწრაფად დააჭირა ბოლო სართულის ღილაკს და ლიზას მიუბრუნდა. იცოდა ამ ლიფტს ვერავინ გააჩერებდა, ვინაიდან მდიდრულ შენობაში ზემოთ და ქვემოთ მიმართული ლიფტები ცალ-ცალკეა, ჰარის კი უკვე ეშმაკები დაურბოდნენ იმ ლამაზ მწვანე ირისებში.

ლიზა კედელზე ააკრა და თმა მთლიანად გადაუწია უკან. გოგონას ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს ჯერ ტუჩები მიაკრო შემდეგ კბილები ჩაავლო და სიყავრულის ნიშნის დატოვება დაუწო.

ლიზას მოულოდნელობის და ბიჭის მოზღვავებული ვნების გამო ფეხბიდან ძალა წაერთვა და რომ არ დაცემულიყო მას მხრებზე შემოხვია ხელები.

-ჰარი... მტკენ - კვნესანარევი ხმით უთხრა როდესაც ჰარი რამდნიმე წამში უკვე ძალიან ძლიერად კბენდა კანზე.

In Our Little World (სრულად)Where stories live. Discover now