თავი 19
Fashion show
მეორე დღეს ლიამის სახლში იყვნენ სრული შემადგენლობით, როგორც ყოველთვის ფილმს უყურებდნენ, თუმცა ლიამი არ აპირებდა ასე მოსაწყენად გაფლანგა საღამო როდესაც შეეძლო მოდის კვირეულზე გაეტარებინათ დრო.
-ადექით, რაც კი გაქვთ ყველაზე მოდური იმაში გამოეწყვეთ და წავედით. - სავარძლიდან წამოხტა ლიამი და ლუიც თან წაიყოლია რადგან მას ლიამის მუხლებზე ედო თავი.
-რა ჯანდაბაა პეინო! - შესძახა ლუიმ, როდესაც ძლივს გადარჩა ძირს გაშოტვას.
-რა და ასე უაზროდ ჯდომას არ ჯობს მოდის კვირეულზე წავიდეთ? მოწვევა მივიღე, თან რამდნი ხანი გავიდა ინტერვიუების მეტი არსად გამოვჩენილვართ ერთად...
-წინა კვირას მე და ლუი აეროპორტში დაგვინახეს, ლიამ. - უთხრა ზეინმა.
-მე ვიგულისხმე ხუთივე ერთად.
-ჰო თან რამდნი ხანია არც გოლფი მითამაშია, შეგვიძლია კორტებზე წავიდეთ ჩვენების შემდეგ. - დაამატა ნაილმა.
-ხოდა ძალიან კარგი, ნახევარი საათი გეყოფად მოსამზადებლად ოგოებო? - იკითხა ჰარიმ.
-ჰაროლდ, ნახევარ საათში შევძლებთ ისე მომზადებას რომ სუპერმოდელების გარემოცვაში კარგად გამოვიყურებოდეთ? - კითვა შეუბრუნა ბეთიმ. ლიზამ გადაიხარხარა.
-კარგი ჯანდაბა საღამოს მზად იყავით.
ბეთიმ და ლიზამ უცბად დატოვეს იქაურობა ჯერ ლიზას სახლში გაიარეს რომ ტანსაცმელი და მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები აეღოთ, შემდეგ ბეთის სახლიდანაც იგივე რაღაცეები აიღეს და უკან დაბრუნდნენ.
YOU ARE READING
In Our Little World (სრულად)
FanfictionHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...