თავი 8
a gun
საღამო ხანი იყო, ნელ ნელა კვირის ბოლო დღეს ბინდი ეპარებოდა და გვიანი გაზაფხულის ცხელ დღეს გრილი ღამე ანაცვლებდა. ლიზა ტატუ სალონის წინ ელოდებოდა ზეინს, ერთი ორი იქ მომუშავე გამოელაპარაკა და ლიზამაც თავაზიანი ღიმილით უთხრა რომ სულ მალე მისი მეგობარი გამოჩნდებოდა. მოსწონდა ის ადგილი, არ ყოფილა მოსაწვით და სიბინძურით დაფარული, უფრო თავისებური და ბნელი იყო, მუქი ლურიჯი განათების გამო ცოტა ინტიმური იერიც დაკრავდა ტატუ-სალონის შესასვლელს და ლიზა დარწმუნებული იყო იმაში რომ შიგნით შესულს უფრო შესანიშნავი სანახაობა დახვდებოდა.
მას მოსწონოდა ტატუები, ხატვა, ფერები, განსხვავებული დეკორაციები და ინდივიდუალური გარემო. სწორედ ამიტომ მოეწონა ასე ძალიან ზეინის საყვარელი ტატუ-სალონი. უკვე დარწმუნებული იყო იმაში რომ მისი ერთ-ერთი ძვირფასი ადგილი გახდებოდა.
შესასვლელში ელოდებოდა ზეინს, იქ მომუშავე შავთმიანი გოგოს მიერ მიწოდებულ ჟურნალში ნახატებს ათალიერებდა და სავარაუდო ტატუს ირჩევდა. ძალიან უნდოდა ახალი სვირინგი და ვეღარ ითმენდა. ტატუების სურათების ქვეშ ლიზამ თვალი მოკრა უბრალოდ დაბეჭდილ სპეცრაზმს, რომლებსაც ხელში დიდი იარაღები ეკავათ, ლიზას იდეამ გაუელვა თავში.
თოფი უნდოდა რომ დაეხატათ, მას და ზეინს. თოფის კონტური, მაჯაზე ზედ ვენებზე. ფიქრობდა რახან ის და ზეინი კრიმინალური პარტნიორები იყვნენ ეს ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, კრიმინალებს ხომ ცუდად მოქცევა და იარაღის გამოყენება სისხლში აქვთ გამჯდარი... სწორედ ამიტომ მართლაც კარგი იდეა იყო.
დაახლოებით ხუთ წუთში სალონის კარები გაიღო და იქიდან ზეინნმა შეაბიჯა. ლიზა გახარებული წამოხტა.
-ზუზუ! - ზეინს მთელი ძალით მოეხვია და თან აღტაცებულს უნდა დაეწყო საუბარი მისი იდეის შესახებ რომ ორივეს ერთი და იგივე ადგილას, ერთნაირი ტატუ გაეკეთებინათ მაგრამ ზეინმა ამოიჩურჩულა ლიზას ყურთან.
YOU ARE READING
In Our Little World (სრულად)
FanfictionHarry Styles Georgian Fanfiction ___________ HS & LG - I.O.L.W. only in our little world happiness can be the one home... დაწყების თარიღი: 2019 წლის აგვისტო. დასრულების თარიღი: 2020 წლის მარტი. ////// თანაავტორი: @Iworkin_bakery94 ________________ H...