შებოჭილი ზის ერთ ადგილას და თვალის დაუხამხამებლად კედელს მისჩერებია. თითქოს ასეთ მომენტებში დედამიწა წყვეტს ბრუნვას და თეჰიონს აძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი აწონ - დაწონოს, გაიაზროს ის თუ რაოდენ ჩაფლულია ჭაობში. როგორ იჭერს ტოტები და უფრო და უფრო დაბლა ექაჩება. თეჰიონს უკვე სუნთქვაც კი უჭირს, მოძრაობაზე ზედმეტია საუბარი. მაგრამ როგორც ყოველთვის ამასაც ეგუება, რადგან არცერთი იღბლიანი კარი არაა მისთვის ღია. კიმ მუნსუკმა ყველა საგულდაგულოდ ჩაკეტა და მძიმე ბოქლომი დაადო, გასაღები კი სადღაც უსასრულობაში მოისროლა. დატოვა თეჰიონი მარტო თავის უჩვეულო ფიქრებთან და სასიამოვნო ოცნებებთან ერთად, რომელთაც ახდენა ჯერ არ უწერიათ.
- თეჰიონ, ჰეი,- ისმის ჯიმინის ხმა, რომელიც ბიჭს თვალწინ ხელებს უფრიალებს. უკვე ხუთი წუთია ხეს მიყუდებულა, უყურებს მზერა გაშეშებულ მეგობარს და ყველზე მეტად სურს გაიგოს თუ რა უტრიალებს თავში. რაზე ფიქრობს ახლა, მაგრამ თეჰიონი ხმას არ იღებს. ირწმუნება, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ მან ხომ იცის, რომ ეს ასე არ არის. რადგან თეჰიონი ბედნიერი მას შემდეგ არ უნახავს, რაც დედამისი გარდაიცვალა, ეს კი ზუსტად ექვსი წლის წინ იყო.
დიდი დროა, საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა დაივიწყოს თუ როგორ უნდა გაიღიმოს, როგორ იყოს ბედნიერი და იგრძნოს ის, თუ რა არის კარგად ყოფნა.
- აქ ვარ,- ამბობს ოდნავი ღიმილით და მუხლებზე დაწყობილ წიგნებს თითებით უფრო ეჭიდება.
- სადღაც დაფრინავ, მთელი დღეა წესიერად ვერ გესაუბრები,- ამბობს ბუზღუნით და ქვედა ტუჩს აგდებს, გადაჯვარედინებული ხელებით კი სხვა მხარეს იყურება. ბავშვობაში გააკეთა ასე და მას შემდეგ მიხვდა, რომ თეჰიონი იჯერებდა, ფხიზლდებოდა და ყურადღებას მთლიანად ჯიმინს უთმობდა. ბიჭმაც უბრალოდ სიტყვის უთქმელად განაგრძო ამის კეთება.
- არა, მართლა არაფერია. უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობ ხოლმე და ვერც კი ვხვდები როგორ ვითიშები,- კეფას უხერხული ღიმილის თანხლებით იქექავს და მზერას ცისკენ აპარებს. იღრუბლება, ცას შავი ფერი დასდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე იწვიმებს. თეჰიონს კი უყვარს წვიმა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სახლშია. თავის ოთახში, დარას მომზადებული ტკბილი ჩაით ხელში.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...