სამი დღე გავიდა. სახლი დაცარიელდა სტუმრების წასვლის შემდეგ, აღარ ისმოდა ჯიმინის კისკისის ხმა, რომელიც ჯონგუკის უაზრო კომენტარებისგან იყო გამოწვეული. ანდაც იუნგისა და იუნას ხმამაღალი საუბრები და თეჰიონის ძახილი ყოველ ათ წუთში.
- მგონი პარტნიორი დაკარგე,- ხითხითებს იუნგის ოთახში შესული ჯონგუკი, როდესაც ამჩნევს, რომ მინი ერთ ადგილს აშტერდება დაპაუზებული თამაშისას.
- დავკარგე. ბოტებთან თამაში ყველზე დიდი ყლეობაა ამ სამყაროში,- იღრინება და პულტს მოშორებით ისვრის.
- ვიცი რომ გენატრებიან,- ხმადაბლა იძახის ჯონგუკი და მინის ყურადღებასაც მაშინვე იქცევს, ზოგადად ჯონი ასეთ თემებზე არ საუბრობს.- მაგრამ ჩვენ ჩვენს კალაპოტს უნდა დავუბრუნდეთ, არ გვაქვს მოდუნების უფლება.
- დღეს ჰოსოკი ჯინს ესაუბრებოდა, მაგრამ ის არაფერს მეუბნება, რატომ გახდა ასეთი საშინელი?- წარბებს კრავს იუნგი და ერთ პატარა ბოთლს იღებს კარადიდან,- აუტანელია.
თავსახურს ხდის და ალკოჰოლს პირდაპირ ყელში უშვებს, ჯონგუკი დაბნეული შესცქერის მეგობარს.
- არვიცი რას აპირებს და რას არა. თავით ჩაფლულია და რაღაცას არკვევს, რამდენჯერად ვკითხე ოთახიდან გამომაგდო. მითხრა რომ ჩემი საქმე არ იყო. უბრალოდ უკვე ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით და მე სიმშვიდე მჭირდება,- მხოლოდ ამ სიტყვებსღა უტოვებს და მისაღებში დივანზე წვება სიგრძეზე. ჯიმინი ენატრება, ადრე ყოველ დღე ხედავდა, ახლა ასე უცებ ვერ მივა და ვერ დაადგება ჯინს თავზე. მაგრამ რა ქნას რომ თავისი პატარა მინი ენატრება?
- სად მიდიხარ, ჰოსოკ?- კითხულობს ჯონგუკი, როდესაც მეგობარს ამჩნევს, ჰოსოკს აშკარად არ დაუნახავს ჯონი, ისე აუარა გვერდი.
- საქმე მაქვს, რაღაც გავარკვიე და ამის გასარკვევად მივდივარ,- აჩქარებულად იცვამს ფეხსაცმელებს და კარებს აღებს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Azioneგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...