თეჰიონი სახლში რომ შედის, პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ დივანზე მიყრილ მეგობრებს რომ ხედავს, ცოტათი შიში იპყრობს. სამივე ერთ წერტილს აშტერდება და ცოტა უნცაურად იმზირებიან.
- რამე მოხდა?- კითხულობს და ჯიმინს უახლოვდება.
- მოხდა?- იმეორებს იუნგი,- მოხდა.
- და რა?- კვლავ ეძიება, მაგრამ ნორმალურად არცერთი არაფერს ამბობს.- ამოიღეთ ხმა.
- სოკჯინი დაინიშნა,- ახლის ჯიმინი და თეჰიონს თვალები ლამის შუბლზე ასდის.
- მოიცა, რა თქვი? დაინიშნა?- რამდენიმე წამი სჭირდება გასაანალიზებლად,- ანუ, ქორწილი და რამე?
- ჯერჯერობით მხოლოდ ნიშნობა,- ისმის ჯონგუკის ხმა,- რა მოხდა ასეთი იმ ქალაქგარეთ? იუნამ ჯადო გაუკეთა?
- მგონი ისედაც დრო იყო,- ატრიალებს თვალებს ჰოსოკი,- ჩემზე დიდიც კია.
- მაგრამ მაინც, რატომღაც მეგონა, რომ ცხოვრების ბოლომდე მარტო იქნებოდა,- ამჯერად ჯიმინი ერევა.
- შენ რა გაწუწუნებს, ახალი დედა გეყოლება,- ხითხითებს იუნგი,- შენზე ორი წლით დიდი.
- შენ რა გაცინებს? იუნა შენი და არ არის? მაინც ერთად ვართ,- კბენს ჯიმინიც და როცა ხედავს როგორ ეცვლება სახე მინს ჩუმდება.
- ანუ ეს ორი იდიოტი ქორწინდება,- ბოლოს ასკვნის იუნგი,- ღმერთო, რა კარგია ქორწილო. გავერთობი მაინც.
- შენ მხოლოდ ამიტომ გიხარია?- წარბებს კრავს თეჰიონი.
- ბევრი საჭმელი იქნება, სხვა რა უნდა გამიხარდეს?- უხეშად უბრუნებს პასუხს.
- ღმერთო, ოთახში ავალ,- ატრიალებს თვალებს და კიბეებისკენ მიიწევს.
- ღმერთი, არ ვიცი, მე ნებას გრთავ,- დამპლურად იღიმის და თეჰიონს მზერით აცილებს. ჰოსოკი დაღლილი ესვენება სავარძელში.
- რადგან ნიშნობა ჰქონდათ, ალბათ ქორწილიც მალე ექნებათ, რაღაც უნდა ვაჩუქოთ.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...