ის მოვა, აუცილებლად მოვა

274 36 15
                                    

მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ძლიერი ხარ, რომ უძლეველი ხარ, არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაამტკიცო.

თეჰიონს, ამშემთხვევაში, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თავს კი უკანასკნელ და ყველაზე უსუსურ ადამიანად თვლის მთელ დედამიწაზე.

ისევ იგივე მეორდება, როგორც ყოველთვის, ისევ მამამისის ოთახში დგას, მისი საწოლის წინ, ხელები უკან შეეკრა და მოკუმული ტუჩებით ისმენს კაცის ლაქლაქს.

თავი ჯერ კიდევ შეხვეული აქვს, ისევე როგორც თითები. ყბა საუბრისას სტკივა ჰოსოკის ნამოქმედარის გამო, მაგრამ ამას ახლა დიდად ყირადღებას არ აქცევდ. ახლა მთავარი თეჰიონია, ის ბიჭი, რომელმაც თავისუფლება იგემა და ახლა ამისთვის საზღაურის გადახდა უწევს.

- ფიქრობ, შეგიძლია ისარგებლო ყველაფრით მაშინ, როცა შენს გარშემო მე არ ვტრიალებ?- იმდენად საშინლად ჩაესმის ყოველი სიტყვა თეჰიონს, ჰგონია ერთ კუთხეშია მიყუჟული და საკნის ყოველ რკინას საკუთარი მამა ასობს მიწაში.

- ბოდიში,- მხოლოს ამის თქმა შეუძლია. თავს კიდევ უფრო დაბლა ხრის, სიმწრისგან კბილებს ერთმანეთს აჭერს. უკვე ვეღარ გრძნობს თითებს, რომელიც დაფხაჭნილი აქვს.

- მე შენ უკვე ...

- ბატონო კიმ,- ოთახში დაუკითხავად შემოდის ადვოკატი. ზედვე ეტყობა, რომ ჩქარობდა. ძლივს სუნთქავს, ჩანთას ხელს ძლიერ უჭერს, წინ მიიწევს და საწოლზე დებს, თავად კი თეჰიონის წინ დგება.- მიხარია, რომ კარგად ხართ, ვნერვიულობდი თქვენზე.

აცხადებს შეწუხებული სახით, ზურგსუკან შეკრული ხელებით კი თეჰიონს ანიშნებს, რომ ოთახიდან გავიდეს. ბიჭი გონს ძლივს მოდის, ოდნავ უკან იხევს, შემდეგ კი ადვოკატს აჩერდება.

- თუ შეიძლება დაგვტოვე, სასაუბრო გვაქვს,- უკან ბრუნდება ჯინი და ღიმილიანი სახით უცხადებს, თეჰიონი დაბნეული აქნევს თავს და აბლანდული ნაბიჯებით მიიწევს კარებისკენ.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now