მძიმე დღე გათენდა თეჰიონისთვის, უაზრო ყვირილის ხმა უკვე მისი ოთახის სქელ კედლებშიც კი აღწევს და თავს საშინლად სტკენს. საწოლიდან ოდნავ წამოწია და თითები თმებში შეიცურა, უცნაურად დამანჭული სახის თანხლებით დგება ფეხზე და კარებს უახლოვდება, ყვირილის ხმა ნელ - ნელა ახლოვდება და თეჰიონიც ფრთხილად აღებს, რომ ყურადღება არ მიიქციოს. ხელები უკანკალებს, მაგრამ მაინც ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე, სახელურს ძლიერ უჭერს და აკანკალებულ ტუჩებს კბენს. ხედავს დერეფანში როგორ გიჟივით დაიარება მამამისი, გვერდით კი დარა დაჰყვება, რომ რამენაირად დაამშვიდოს, მაგრამ უშედეგოდ.
სხეულში ერთიანად უვლის ჟრუანტელი. რა ხდება, ჯერ კიდევ ვერ გაეგო, მაგრამ თოთქოს პანიკური შეტევასავით აღიქვა ორგანიზმმა. თეჰიონი ფიქრობს, რომ წამი - წამზე შემოვარდება მამა ოთახში და ხელახლა დაუტოვებს მოსაშუშებელ იარებს. მას ეს არ უნდა, აღარ სურს ტკივილი იგრძნოს, უხმოდ აიტანს, უცრემლიდ გადაიტანს ყველაფერს, მაგრამ საღამოს, ოთახში გამოკეტილი, დამუშავების დროს, ცრემლად დაიღვრება. გულის გამთელებას ეცდება, მაგრამ უშედეგოდ. მას ეს აღარ სურს, დაიღალა, უკვე აღარ შეუძლია, ხანდახან იმაზეც კი ფიქრობს საერთოდ რა ფუნქცია აქვს ამ ცხოვრებაში. რისთვის შრომობს, რისთვის სუნთქავს, მაგრამ ისევ საკუთარი თავის გამხნევება შველის.
თეჰიონი ძლიერია, იმდენად, რომ მას შეუძლია მთელი თავისი გვარი დაამხოს და ლაფში ამოსვაროს. უბრალოდ ამას გააზრება სჭირდება, თეჰიონს კი ყოველ დღე უნერგავენ ტვინში, რომ სუსტია, არაფრის მაქნისი, ეს კი ბევრად უკან ხევს.
- თავი დამანებე,- კაცის კიდევ ერთი ღრიალი აფხიზლებს, თეჰიონი სწრაფად გლეჯს კარს და დარასთან გარბის, რომელიც კედელზე მინარცხების შემდეგ იატაკზე ცურდება.
- დარა, დარა, კარგად ხარ?- შეშინებული ეკითხება. სრულიად დააიგნორა მუნსუკი, რომელი თავზე ედგა და შეკრული წარბებით დაჰყურებდა მას. თეჰიონს ფეხებზე ჰკიდია ახლა მისი გაბრაზება, საქმეები და ამბოხი, მას მხოლოდ დარა ადარდებს, რომელიც იატაკზე ზის და თავის ტკივილით იტანჯება.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...