როდესაც გრძნობ, რომ იმედით ივსები. როდესაც ხვდები, რომ გაქვს არჩევნის საშუალება. ხვდები, რომ გაქცევა საუკეთესო გზაა იმისა, რომ თავი იხსნა არსებული მდგომარეობისგან. ხვდები, რომ დადგება მომენტი, როდესაც შეგეძლება დაბრუნება უფრო მეტი ძალით.
ბედნიერი ხარ, ენერგია გემატება, სიმამაცე ფარავს ყველა სხვა შიშისმომგვრელ გრძნობას. თავს კარგად გრძნობ, რადგან დგება მომენტი, როდესაც შენ, კიმ თეჰიონს, გაქვს უფლება თავისუფლად ისუნთქო.
საავადმყოფოში არსებულ სურნელს გონზე მოჰყავს, წამლები დიდად არ სიამოვნებს, მაგრამ ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს.
- რა დაემართა?- კითხულობს ვითომ შეწუხებული სახით და პალატიდან გამოსულ ექთანს თვალებში მისჩერებია.
- თითები მოტეხილი აქვს, ყბის ძვალი გაბზარული და თავის დარტყმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო,- ოხრავს ქალი,- ჯერ - ჯერობით მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ვერ გეტყვით როდის შეძლებს გაღვიძებას.
- გასაგებია, მადლობა,- ხმადაბლა ამბობს დარა.
- თუ რამე შეკითხვა არ გაქვთ, მე წავალ,- თეჰიონი მხოლოდ თავს აქნევს. ექთანი კი მიდის. რჩებიან მხოლოდ ორნი, ის და დარა, გულში ორივეს უხარია, რამდენიმე დღით შეძლებენ თავისუფლად სუნთქავს, დაბრკოლებების გარეშე მოძრაობას. თეჰიონი გონზე ჯერ კიდევ არ არის, უნდა ყურებამდე გაიღიმოს, მაგრამ არ შეუძლია, როგორც ყოველთვის, ის ხომ მამას საამაყო ვაჟია.
- მე სახლში წავალ, აღარ შემიძლია აქ სუნთქვა,- ცრის კბილებში და ქალის პასუხს არც ელოდება, ისე მიდის გასასვლელისკენ. სახლამდე ფეხით წავა, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავს, იფიქრებს ბევრ რამეზე. უხარია, ახლა თავისუფალია, მაგრამ არა დიდი ხნით.
მიიწევს ტროტუარზე, ჯიბეებში ხელები ჩაეწყო, სიცხის გამო ჭრილობა ცოტათი წიწკნის მაგრამ ამას ყირადღებას საერთოდ არ აქცევს. სახლში ნახევარ საათში მიდის, იქ თითქოს სხვანაირი აურა ტრიალებს, თავისუფლების სუნი სცემს, კმაყოფილი იღიმის და ოთახში ადის, რომ სახვევები გამოიცვალოს. ცოტაც და მალევე შეუხორცდება, ახლა კი ჯიმინთან ერთად გავა გარეთ. რადგან მეგობარი ძალიან მოენატრა, უკვე ორი დღეა არ შეხმიანებია. ჯიმინი კი არსად ჩანს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...