ტკივილით მოცული

199 29 17
                                    

ჯიმინი მშვიდად გასცქერის გარემოს, მაშინ, როცა თეჰიონი ადგილზე ვერ ისვენებს, რაღაც შიგნიდან ჭამს.

- გააჩერე უკვე ეგ ფეხი,- იმდენად ხმამაღლა ამბობს, რომ რამდენიმე სტუდენტის ყურადღებას იქცევს.- გეყოფა.

ჩურჩულებს ბოლოს და თეჰიონს ხელს მხარზე ჰკრავს.

- რა გინდა, რა დავაშავე,- ბუზღუნებს და თმებს იჩეჩავს. ლექტორი უკვე აუდიტორიიდან გადის, თეჰიონი კი ნელი მოძრაობით დგება ფეხზე. დღეს ყველაფერი ეზარება, იმიტომ, რომ გუშინ გვიან დაიძინა და ჰოსოკმა ძილის გაგრძელების საშუალება არ მისცა. დილის რვაზე წამოაგდო ფეხზე და თეჰიონმაც გინებით დატოვა იქაურობა.

ჯიმინი ამ ბოლო დროს ამჩნევს, რომ მუდმივად ჩხუბობენ, მიზეზი კი არ იცის.

- რატომ ხარ გაბრაზებული დილიდან,- ტუჩებს კუმავს და ჰარუტოსთან ერთად გადის გარეთ. თეჰიონი ოხრავს, ბიბლიოთეკაში ადის, ჰოსოკმა თქვა რომ ათ წუთში იქნებოდა ადგილზე, მას კი რატომღაც სახლში წასვლა არ სურს, რადგან მუდმივად დროის იქ გატარება მომაბეზრებელია. ჯონგუკის სულელური რეპლიკების ატანა კიდევ უფრო გამაღიზიანებელი.

ბიბლიოთეკაში ცოტანი ჯდება. თეჰიონი ერთ - ერთ მაგიდაზე დებს თავის ნივთებს, შემდეგ კი თაროდან იმ წიგნს იღებს, რომელსაც მუდმივად ათვალიერებდა. ფანჯარასთან ჯდომა საუკეთესო არჩევანია ხოლმე, როგორც ყოველთვის.

ისევ თავისი საყვარელი ნახატებიანი წიგნის თვალიერებით ირთობს თავს, არადა თითქმის ზეპირად იცის, მაგრამ რატომღაც ზედმეტად მოსწონს. ფიქრებში წასული ვერც კი ამჩნევს როგორ ფურცლავს უბრალოდ და როგორ აშტერდება ერთ უაზრო წერტილს. ისევ სხვაგან გარბის, ისევ სხვაზე ფიქრობს და ეს ფიქრები არ სრულდება, მუდამ თან ახლავს და მაშინ ახსენებს თავს, როცა ამის საერთოდ არ მოელის. განა არ სურს დაღწევა, განა არ სურს რაღაც ჰარმონიულზე იფიქროს, არ შეუძლია.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now