მხოლოდ სურვილი გკლავს

325 39 68
                                    

სინანული ის გრძნობაა, რომელსაც თეჰიონი დღე და ღამ განიცდის, ჭამს, არ ასვენებს. ძილიც კი აღარ შეუძლია. თითქოს ყველაფერმა ნელ - ნელა გაუფერულება დაიწყო და საბოლოოდ დაისადგურა მის ცხოვრებაში ნაცრისფერმა.

შავი, ღრმა, უძირო თვალებით გარემოს თვალიერება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეიცნოს ყველაფერი. შეიგრძნოს და აღარასდროს დაავიწყდეს. თეჰიონიც ასევეა. ძალას კარგავს, ბრძოლის სურვილი აღარ აქვს, თითქოს უკვე დამთავრდა ყველაფერი და აღარც ის აინტერესებს, ოდესმე ნანატრ თავისუფლებას თუ მიიღებს.

ძალაგამოცლილი ზის კაფის მაგიდასთან და მოჭუტული თვალებით სვამს ყავას, რომელიც ერთადერთი საშუალებაა დატოვოს ის ფხიზელი.

- თეჰიონ,- იწყებს საუბარს ჯიმინი და კმაყოფილი ეყუდება სკამის საზურგეს, თან უზარმაზარი მინიდან იყურება. გარშემო მანქანებს და მოძრავ ხალხს ათვალიერებს.

- გისმენ,- შეწუხებული პასუხობს მეგობარს და ცარიელ ჭიქას ჰაერში აქანავებს. ჯიმინი ტუჩს მაღლა წევს, ორი წუთის წინ მოიტანეს სასმელი და მან უკვე მთლიანად დალია.

- როგორ ვიქნებოდით, სადმე, გარეუბანში, რომ დავბადებულიყავით?- წარბებს წევს.- მე და შენ, სასიამოვნო ოჯახით. ჩვენი ლამაზი დედებით, მათგან ბევრ სიყვარულს მივიღებდით, საღამოობით მამებს დავუცდიდით. ერთად ვივახშმებდით. ჩვენ ისევ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით...

- ჩემთვის წარმოუდგენელია ამაზე ფიქრი,- აწყვეტინებს კიმი და გვერდით იხედება. მისთვის მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი, რადგან ექვსი წელია არ უგრძვნია სიყვარული დედისგან. ექვსი წელია უდედობით გამოწვეულ გრძნობას ებრძვის და ჯერ კიდევ დიდ ტკივილს აყენებს ამის გახსენება.

- თუ საქმე ბედნიერებას ეხება, და შენ ნამვდილად გსურს ამაზე საუბარი, მე ის პიროვნება ნამდვილად არ ვარ, ვისთანაც ამ თემის განხილვას შეძლებ.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now