მკვეთრი მოძრაობების კეთებისა და უამრავი ფიქრისგან გადაღლილი, მძიმედ ეცემა კაბინეტში შესული. ოხრავს, შეკავებულ ჰაერს უშვებს, მკერდი სწრაფად აუდ - ჩაუდის. რა ჩაიდინა, ბავშვს რა უთხრა? ასე რატომ ესაუბრა?
რაც არ უნდა ყოფილიყო, თეჰიონი რაღაც დოზით სიმართლეს ამბობს. ის მართალია, მას სჭირდება იმის ცოდნა თუ რას უპირებენ მამამისს, მაგრამ ვერ იგებს იმდენს, რომ მსგავს მდგომარეობაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, საკუთარი თავის ზედმეტად დაშავების გარდა.
სოკჯინი, იუნგი, ჯონგუკი და თავად, იმისთვის არ ირჯებიან, რომ მათი მფარველობის ქვეშ მყოფი რომელიმე დაზიანდეს, რომ რომელიმემ მათი საქმე გააკეთოს. არამედ იმისთვის, რომ დაიცვან იმ უბედურებებისგან, რაც შეიძლება მათ მალე დაატყდეთ თავს. თეჰიონი კი პირდაპირ ცხვირთ ეშვება ყველაფერში და საკუთარ თავს საფრთხეს უქმნის, თანაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებული ნახევრადაც კი არაა.
- შენ...- ხმაჩამწყდარმა დაიწყო საუბარი, ადგილზე გაშეშებული იყო ყველა, ოთახში როდესაც შევიდა,- რა ჩაიდინე?
- ჰოსოკ, შეიძლება მძულს ის, მაგრამ არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგივიდა?- კეფას იქექავს ჯონგუკი და ცალი თვალით სოკჯინს უყურებს, რომელიც მზადაა ეცეს და შუაზე გაგლიჯოს მის წინ მჯდომი.
- მემგონი...- ოდნავ იწევა ჰოსოკი,- ვაღიარებ ცოტათი გადავაჭარბე, მაგრამ ეს სულაც არ ყოფილა ის სიტყვები, რომლის თქმაც მისთვის არ მინდოდა... ტყუილი არაფერი მითქვამს.
- და თავს ამით იმართლებ? თვრამეტი წლის ბავშვს რა უთხარი? ფაქტობრივად თვითმკვლელობისკენ უბიძგე შენი სიტყვებით, პოტენციური მკვლელის როლში ხარ ახლა. იცი მაინც მან რა გამოიარა?- ღრიალებს უეცრად სოკჯინი და ჯონგუკიც ადგილზე შეშდება. ჰოსოკი ხმას არ იღებს, თავადაც იცის. ძალიან კარგად იცის.- ის ჯერ კიდევ ბავშვია, არ გაბედო და შენს თავს არ შეადარო, შენ მასთან შედარებით თავისუფლად მაინც ცხოვრობდი.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Hành độngგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...