გააფთრებული ჰოსოკი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აიძულოს სახლში დაბრუნება თეჰიონს. ყველაზე მთავარი მისთვის კი ჰარუტოს მოცილებაა. ნერვიულად დაიარება აქეთ - იქით, თავში არაფერი უტრიალებს და ეს საერთოდ აგიჟებს.
- სახლში დაბრუნებას არ აპირებს?- ყვირის მოთმინება დაკარგული. იუნგი წარბსაც არ იხრის, ჯიმინი კი შიშისგან ხტება.
- მე რა ვიცი, ჰოსოკ,- მხრებს იჩეჩს პაკი,- ასე, რა განერვიულებს?
- არ მინდა რამე დაემართოს.
- მოდი, ნუღა სულელობ. ყველამ ვიცით, რაც ხდება,- ატრიალებს თვალებს ჯიმინი,- შენ ის მოგწონს და ჭკუიდან გადადიხარ, როცა ჰარუტოსთან ხედავ.
- ჯიმინ,- ღრმად ისუნთქავს ჰაერს ჰოსოკი,- ნერვები არ მომიშალო.
- მე სიმართლეს ვამბობ, შეგიძლია თავად დაფიქრდე, მიხვდები ყველაფერს,- წუწუნებს პაკი და ზურგს აქცევს,- რა არის ამაში ცუდი ანდაც გაურკვეველი, ნუ ხარ ქათამი. ჯონგუკი, უთხარი რამე.
- რაღა ვუთხრა, მაგას ვუჩიჩინებ ერთი კვირაა. მერე ყველაფრით მომდევს, ოღონდ რამე მესროლოს,- ატრიალებს თვალებს და ფეხზე დგება,- ძმაო, თვალი გაახილე, სანამ დაკარგე.
- დაახვიე აქედან,- წყვილს აგდებს და მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება. არაფერია, ისინი ტყუიან, სისულელეა. თეჰიონი სახლში საღამომდე არ ბრუნდება, ის კი ცოტაც და კედლებზე დაიწყებს ძრომიალს.- რა ჯანდაბას აკეთებენ ამდენ ხანს?
- უკვე საკუთარ თავსაც ესაუბრები?- ოთახში იუნგი შემოდის და მის მოპირდაპირედ დივანზე იკავებს ადგილს,- ნუთუ მართლა?
- ახლა შენც არ დაიწყო, გთხოვ,- ფრუტუნებს ჰოსოკი და კიდევ უფრო იკარგება სავარძელში.
- თუ გგონია რამის ახსნას დავიწყებ,- ატრიალებს თვალებს მინი,- ზედმეტად დაღლილი ვარ ახლა ყველაფრისთვის.
- ძალიან კარგი ანუ...- ხმაურზე მაშინვე ფეხზე ხტება და ფანჯარას აჩერდება. იუნგი წარბებშეკრული უყურებს მეგობარს, უცნაურად იქცევა, მაგრამ იმდენად დაღლილია, რომ არაფრის თავი არ აქვს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Azioneგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...