შენ, ისევე, როგორც მე

278 36 56
                                    

"ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია" - ბაირონი.

თეჰიონის საყვარელი წინადადება იყო, მუდმივად საკუთარ თავს უმეორებდა. გარშემო არავინ ჰყავდა ვისთან ერთადაც შეძლებდა გართობას, დროის გატარებას. ის მხოლოდ არსებობდა, უზარმაზარ სახლში, თეთრ კედლებში, დედის თხოვნაც კი არ ჭრიდა. ვერავისთან შეძლო დამეგობრება, მუდმივად გვერდით რიყავდნენ, უცნაური ბავშვი იყო. უცნაური, მაგრამ საინტერესო კითხვებით. ღამით, აივანზე, დედის კალთაში მჯდარი, მუდმივად ეკითხებოდა რაღაცებს სხვადასხვა საკითხებზე და ქალისგანაც სასურველ პასუხებს იღებდა.

სკოლაში იცნობდნენ, როგორც ლუზერი. ან უბრალოდ უცნაური ბიჭი. მუდმივად თავისთვის დადიოდა, ჩანთას მოჭიდებული და თავჩაღუნული. კაფეტერიაში არასდროს მიირთმევდა, ეზოში გადიოდა და სტადიონთან ახლოს იკავებდა ადგილს, შემდეგ კი გემრიელად შეექცეოდა დედის გამოტანილ სენდვიჩენს.

გიჟდებოდა, ჭკუა ეკეტებოდა ქალზე, იმდენად ენდობოდა, მისთვის ყველაფრისთვის მზად იყო.

- დედა, მე შემიძლია ძლიერი გავხდე,- ყვირის კიბის თავში მდგარი თეჰიონი, შემდეგ კი სირბილით ჩამოდის დაბლა,- მე ძალიან მაგარი ვარ.

- ფრთხილად, ძვირფასო, არ წაიაქცე,- ამის თქმა და თეჰიონს ბოლო საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდ, შემდეგ კი იატაკზე მუხლებით დაეცა. სახე ეცვლება, ქალი ხედავს რომ ცოტაც და ტირილს დაიწყებს, თეჰიონი ტუჩებს კბენს, წამის წინ ამტკიცებდა რომ ძლიერი იყო, ახლა კი ტირილი არ სურს, თანაც უკვე თორმეტი წლისაა, ასე აღარ შეიძლება.

- ძალიან გტკივა?- ეკითხება და სისხლს სწმენდს მუხლიდან. თან ღიმილიანი სახით შესცქერის შვილს, თავს გამუდმებით მაღლა აწევინებს, რომ წითელი სითხე არ მოხვდეს თვალებში და არ შეეშინდეს.- მაპატიე, სულს შეგიბერავ, გინდა?

თეჰიონი თავს უქნევს, კიდევ ერთხელ ძლიერ კბენს ქვედა ტუჩს, შემდეგ კი ბალიშს ეჭიდება, მაგრამ არ წუწუნებს.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now