ისევ შორს, შენგან შორს

280 37 52
                                    

სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით თუ რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა.

ახლა, სწორედ რომ, თეჰიონის ტკივილნარევი კვნესა ოთახში მყოფისთათვის დენის დარტყმასავით არის. ჰოსოკი უეცრად ფხიზლდება, რატომღაც, არც ისე ღრმა ძილში იყო. ფეხზე სწრაფად დგება და თეჰიონისკენ მიიწევს. ბიჭი საწოლზე ბორგავს, მის გვერდით კი ჯიმინს მშვიდად სძინავს, ჰოსოკი წელზე და მხრებზე ეჭიდება, შემდეგ კი ოდნავ გვერდით სწევს, რომ მოძრაობის გამო არ გაეღვიძოს, შემდეგ ისევ თეჰიონს უბრუნდება, რომელიც რატომღაც ზედმეტად ენერგიული ბავშვივითაა და ვერ ისვენებს.

საწოლში ბორგავს, ადგილიდან ადგილზე ჩნდება. ჰოსოკს შეუძლია დაიფიცოს, რომ ის საუბრობს კიდეც ძილში. რამდენიმე წუთით ჩერდება და ზემოდან აკვირდება, რომ ვერაფერს იგებს, მასთან იხრება და ყურს თითქმის ტუჩებთან ადებს.

- მაპატიე,- ესმის ჩურჩული, ათრთოლებული ტუჩების გამო თავს სწრაფადვე წევს და წარბებშეკრული აკვირდება.

აპატიოს? ვინ? რა?

ჰოსოკმა აღარ იცის რა გააკეთოს. ხელზე ეხება, რომელიც მთლიანად გაყინული აქვს. გრძნობს თეჰიონის თითები როგორ იხლართება თავისაში და როგორ ძლიერ უჭერს ხელს, მაგრამ ეს არ არის მისთვის მტკივნეული.

- დაიძინე, თეჰიონ, დაიძინე,- ამბობს ხმადაბლა. სახეზე დაყრილ თმებს აშორებს და ჩაჭიდებულ ხელზე ნაზად ეფერება ცერა თითით. ზუსტად ხუთ წუთში თეჰიონი შეშდება და მშვიდად ძილს აგრძელებს. ჰოსოკი კი თავს ითავისუფლებს მისგან და ისევ სავარძელში თავსდება, რომელიც არც იმდენად კომფორტულია, რომ დილით წელი არ ასტკივდეს.

ღამე მშვიდად გადის. თეჰიონი აღარ წუხს, ჯიმინს მშვიდად სძინავს მეგობრის ხელს ჩაჭიდებული. ჰოსოკს კი წამიერად ჩასთვლიმავს, შემდეგ თვალებს გაახელს, დამშვიდდება, რომ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ ისევ აგრძელებს ძილს.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now