ჯიმინი გაოგნებული შედის სახლში. სიჩუმეა, ზედმეტადაც კი, ცოტათი შიში იბყრობს. პირველი ჰოსოკის ოთახისკენ მიიწევს. იქ შესულს კი ყავისფერთმიანი საწოლზე ხვდება მძინარე, ჰოსოკი კი მის ქვემოთ, იატაკზე მჯდომი, თავი საწოლის კიდეზე მიედო და ისიც მშვიდად ფშვინავს.
- მეჩვენება?- ესმის ზურგსუკან ჯონგუკის ჩურჩული, ჯიმინი ხელს ჰკრავს და უკან გარეთ, კარებს კი ზედმეტად ფრთხილად კეტავს.
- მე არ მომეჩვენებოდა,- ხმადაბლა ამბობს და ჯონგუკის ოთახში შედის მასთან ერთად.
ჰოსოკი მძიმედ ისუნთქავს ჰაერს. სიცხის გამო ფხიზლდება, მზერა ფანჯარაზე უჩერდება, ოდნავ აღებს და ცივი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნება სხეულზე. თეჰიონი იშმუშნება და ჰოსოკის ყურადღებასაც იმსახურებს, თვალებს მძიმედ ახელს და დაბურული მზერით შეჰყურებს კედელთან მდგარს.
- ჰობი?- კითხულობს და გააზრებისას მაშინვე ცვლის ნათქვამს,- ბოდიში, ჰოსოკ. აქ რას აკეთებ?
- ახლა გავიღვიძე,- ცდილობს ღიმილი დამალოს იმ სახელის გამო, რაც თეჰიონმა უწოდა. თავს ხრის და მისგან ზურგით დგება,- გინდა ვჭამოთ?
- ხო, ცოტათი მომშივდა,- მზერას არიდებს, იმასაც კი ვერ იხსენებს ამ ოთახში როდის ამოვიდნენ, ან მას და ჰოსოკს როდის ჩაეძინათ.
- დაბლა ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე,- და კარებს იხურავს. თეჰიონი ფეხზე დგება, სავარძელზე დაგდებულ ჩანთას იღებს და ტანსაცმელს იცვლის. სხეული არც ისე ძალიან სტკივა, ნორმალურად მოძრაობს კიდეც, მაგრამ მაინც ფრთხილობს.
კიბეებზეც ნელა ჩადის, სამზარეულოში შესულს უკვე მაგიდაზე ხვდება ყველაფერი. ჰოსოკი კი ტელეფონში ჩაჰყურებს რაღაცას.
- რამე მოხდა?- თეჰიონის ხმაზე ყურადღება მასზე გადმოაქვს, დაბლოკილ მობილურს იქვე დებს.- ჰოსოკ.
ამკაცრებს ხმას, რაზეც უფროსი პასუხად წარბებშეკრული უყურებს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Acciónგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...