თეჰიონს ყოველთვის სურდა სხვა ცხოვრებაში ყოფილიყო რაღაც ან ვიღაც ისეთი, ვინც თავისუფალი იქნებოდა. ვისაც არ შებოჭავდნენ და მხოლოდ იმის გაკეთებას შეძლებდა, რაც თავად მოესურვებოდა. არ იქნებოდა ჯაჭვებით დაბმული და რობოტივით არ შეასრულებდა იმას, რასაც ეტყოდნენ. დაპროგრამებულივით არ გასცემდა ერთი და იგივე პასუხს "დიახ", "გასაგებია, მამა" , "რა თქმა უნდა, გავაკეთებ" და კიდევ უამრავი.
თეჰიონი თავისი პატარა ყვითელი სამყაროთი სულდგმულობს, გულს ითბობს და სიცოცხლის ხალისს უბრუნდება. თითქოს ეს არის ის რაღაც, რაც ამ დროის განმავლობაში მას ფეხზე დგომის საშუალებას აძლევს, წამოდგომაში ეხმარება და სწორ გზას აჩვენებს. თეჰიონი არსებაა, რომელიც მხოლოდ თავის სამყაროში ცოცხლობს, მის გარეთ კი თითქოს მკვდარი სულია. ის თოჯინაა, თოკებს რომ დაკიდებენ და სპექტაკლზე ბავშვების წინ ისე ათამაშებენ, როგორც მოესურვებათ. ზუსტად ამას ადარებს საკუთარ თავს კიმ თეჰიონი.
ზამთრის ცივი დღეები იწურება, გაზაფხულის სურნელი ტრიალებს ეზოში. ამწვანებული ბალახი ზედ გავლისას სასიამოვნო ხმას გამოსცემს. წყლის წვეთები რბილად ცვივა ფოთლებიდან და დაცვარულ მინდორზე ეცემა. თეჰიონი მშვიდი, ნასიამოვნები სახით შესცქერის ყველაფერს. ცხელი ჩაით სავსე ჭიქას თითებში ათამაშებს, მომენტებში მოსვამს, შემდეგ კი ისევ აგრძელებს პეიზაჟით ტკბობას.
ამ სახლში თავს ჩაკეტილად გრძნობს. სათამაშოდ, მაგრამ თუ მთელი ცხოვრება თავის საყვარელ ოთახში, ამ ფანჯრის წინ მოუწევს ჯდომა და პეიზაჟის ყურება, მზადაა ყველაფერი დათმოს, რადგან თავისუფლებას ამ ხედში პოულობს. რბილად ეღიმება და თავზე წამოცმულ ბერეტს გრძელი თითებით ისწორებს. უკვე დროა ოთახი დატოვოს, მაგრამ ამის სურვილით არ იწვის. სარკის წინ ჩერდება რამდენიმე წამით და თითს გახეთქილ ტუჩის კუთხეზე იდებს, კარგად ახსოვს როგორ მწარედ მოხვდა მამის ხელი ორი დღის წინ. სისხლი თქრიალით სდიოდა. ეტკინა, არა ის, რომ მოხვდა. არამედ ის, რომ მამისგან მიიღო დარტყმა. უკვე წლებია ასე გრძელდება, მაგრამ თეჰიონი შეეჩვია. დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და არც ბიჭი ყოფილა გამონაკლისი. უკვე ზეპირად იცის იმ კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა მოიქცეს, რომ ძლიერ დარტყმას თავი აარიდოს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Aksiyonგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...