სიბრაზე მთელ სხეულში ისე იშლება, როგორც წყლის წვეთები მაგიდაზე დაცემის შემდეგ. ჰოსოკი მუშტს ძლიერად კრავს, ჯონგუკი გრძნობს მეგობრის მოწოლილ ემოციებს, სწორედ ამიტომ გამოიყვანა სუფთა ჰაერზე. ახლა კი ბოლო ათი წუთია სასამართლოს დასრულების შემდეგ, კიბეზე სხედან და მომხდარის გაანალიზებას ცდილობენ.
- ჯონგუკ,- ისმის სოკჯინის ხმა და ისიც ფიქრებიდან ერკვევა.
- იქნებ სჯობდეს, რომ...
- აქ რა გინდა?- აწყვეტინებს ჰოსოკი და ქვემოდან ამოჰყურებს ადვოკატს, რომელიც ეტლის ბორბლებს ჩაჰფრენოდა.- აქ რატომ ხარ?
- ამ დღეს ასე ვერ გამოვტოვებდი,- ოხრავს სოკჯინი,- გაბედე და სიტყვა თქვი ზედმეტად, შენ თავს საკანში ჩავასმევინებ.
დუდღუნებს და ისე ტოვებს მეგობრებს, თითქოს არაფერი. ჯონგუკი გაოგნებული იყურება, ისევე როგორც ჰოსოკი.
- მინდა გითხრათ, რომ ცოტახანში მუნსუკს ციხეში გადაიყვანენ, ასე რომ, გაიხარე, ჩვენსას მივაღწიეთ,- უყვირის სოკჯინი შორიდან, შემდეგ კი სასწრაფოს მანქანაში გაჭირვებით ადის. ჯონგუკი ვეღარაფერს ამბობს, სამაგიეროდ გასაქცევად და სოკჯინის ხელახლა საცემად გამზადებულ ჰოსოკს აკავებს.
- იქნებ დამშვიდდე?- წუხდება უკვე და ძალით სვამს დაბლა.- რა დაგემართა?
- თავს მომაკვლევინებს გეფიცები,- იღრინება გაცოფებული ჰოსოკი,- რა სასამართლოებში სირბილი მოუნდა? ან საიდან გაიგო.
- არ ვიცი, გეყოფა ახლა. სახლში უნდა წავიდეთ. გველოდებიან,- ჯონგუკი მანქანისკენ მიათრევს მეგობარს. სახლამდე არც ისე დიდი გზაა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებს. ჰოსოკი კი ჩაფიქრებული ზის, კიდევ კარგი საჭესთან გუკი დაჯდა. სახლამდე ისე მიდის, ვერც იაზრებს, დაპროგრამებულივით გადადის მანქანიდან.- რა სჭირს?
- ყველაფერი რიგზეა, დაღლილია უბრალოდ,- ეღიმება ჯონგუკს და პაკს შუბლზე ჰკოცნის. ჰოსოკი დაბღვერილი და ამასთანავე დაღლილი მიუყვება კიბეებს, სახელურს ეჭიდება, რომ სადმე არ აყირავდეს. თეჰიონსაც არ იმჩნევს ოთახში, ფანჯარასთან რომ დგას და რაღაცას გაჰყურებს უსასრულოდ.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...