ტკივილი, სასიამოვნო გრძნობაა

285 36 132
                                    

მყრალი სუნი აფხიზლებს, სადღაც, მიწაზე დაგდებულს, თავბრუს ხვევა არ აძლევს საშუალებას ნორმალურად გამოიხედოს თვალებიდან. აჩქარებული გული და ტკივილი გვერდში, საშინელ კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან, გულის რევის შეგრძნებაც ემატება და საბოლოოდ თავს ერთ დიდ ნაგვად გრძნობს. წამოწევა უჭირს, მაგრამ თავს ძალას ატანს, წვიმისგან დასველებული და ტალახში ნაგორავები თმებიდან, ჭუჭყიანი წყალი წვეთავს. სახე მთლიანად სველი აქვს, თითებით ცდილობს თვალები ზედმეტი ნივთიერებებისგან გაიუსფთავოს, მაგრამ ვერაფერს გრძნობს. ტკივილი კიდევ უფრო იმატებს.

ოხრავს და სანაგვეს ეყრდნობა ზურგით. ცდილობს ღრმად ისუნთქოს, მაგრამ ფილტვები საშინლად სტკივდა. შავ ტყავის კურტკას გვერდით წევს და ჭრილობას აკვირდება, რომელიც არც ისე ღრმაა, მაგრამ მაინც საშინლად მტკივნეული. ფეხზე დგება, გაჭირვებით და გზადაგზა გრძნობს, რომ სადაცაა მუხლები მოეკვეთება, მაგრამ თავს უნდა უშველოს. ასე ვერ მოკვდება, ასე უაზროდ ვერ წავა ამ ქვეყნიდან. ქუჩაში გასულს ვეღარავის ხედავს, ღამის ოთხი საათია, მანქანებიც კი არ მოძრაობენ, მხოლოდ ერთი - ორი თუ ჩაივლის. ჰოსოკი კორპუსის კედლებს ეყრდნობა და ისე მიიწევს წინ, მეორე ხელს კი ჭრილობას უჭერს, რომ კიდევ უფრო მეტი სისხლი არ დაღრვაროს.

ვერ ხვდება ასე უცებ რა მოხდა, როგორ შეუტიეს, საიდან მოცვივდნენ და რა უნდოდათ, მაგრამ ნელ - ნელა რწმუნდება, რომ ეს ვიღაც ისეთის გაკეთებულია, ვისაც მისი სიცოცხლე არ აწყობს. ამ შემთხვევაში კი თავში მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებს.

- უკაცრავად,- ესმის ჰოსოკს ბიჭი ხმა, ჩერდება და ჩაწითლებული სახით იყურება მისკენ. დაბალი შავგრემანი ბიჭი ამჩნევს მის გაწითლებულ ხელს, მაისურსა და შარვალს. ცელოფანი ძირს უვარდება და პირზე ხელს იფარებს შეშინებული.- თქვენ... თქვენ დაჭრილი ხართ.

ყვირის, მაგრამ ხმადაბლა, ისე რომ მხოლოდ ჰოსოკს ესმის. ამჯერად ზურგით ეყრდნობა კედელს, ხვდება რომ მეტად გზას ვეღარ გააგრძელებს.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now