თეჰიონი შინ რომ ბრუნდება, ისეთი სახე აქვს, თითქოს მან და ჰოსოკმა მესამე მსოფლიო ომი გადაიტანეს. იქვე ჯონგუკთან მჯდარ ჯიმინს ავლებს ხელს და ოთახში მიჰყავს. ჰოსოკი ამრეზით აყოლებს თვალს და მეგობრის გვერდით იკავებს ადგილს.
- რა სახეები გაქვთ? რა მოხდა, ისევ დახოცეთ ერთმანეთი?- კითხულობს ჯონგუკი. იუნგი მოჭუტული თვალებით შეჰყურებს ორივეს, კარგად დაინახა ფანჯრიდან როგორ უღიმოდნენ ერთმანეთს და ახლა რა მათი გასუსლელება მოინდომეს?
- არაფერი განსაკუთრებული,- ჰოსოკის ყურადღებას მეორე სართულიდან ჩამომავალი ყვირილისა და რაღაცის დაცემის ხმა იქცევს. წარბებშეკრული ჯერ ბიჭებს აჩერდება, მერე ისევ კიბეს,- ეს რა იყო?
- არ ვიცი? ალბათ რამე მეგობრული ჟესტი?- მხრებს იჩეჩს ჯონგუკი.
- ან უბრალოდ დეგენერატები არიან და რაღაც დალეწეს,- ფრუტუნებს იუნგი,- რა?
კითხულობს, როცა ორივეს მზერას იმსახურებს.
- რა ქენით?- ჯიმინი საწოლზე ეცემა, მას შემდეგ, რაც საცოდავი თეჰიონი მთელი ძალით ეჯახება კარადის გაღებულ კარს და მთლიანად აყირავებს,- ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ მოიმტვრიე?
- არ ვარ კარგად,- ლამისაა ამოიტიროს, რადგან მუხლი ძალიან ეტკინა. თავადაც ვერ შენიშნა ეს სულელური კარები.
- ღმერთო, რა მოგიხერხო ახლა?- ბუზღუნებს და საწოლზე აჯენს,- თეჰიონ, ხვდები, რომ არ მაინტერესებს ეგ? მითხარი, რა მოხდა.
ლამისაა ახლა ჯიმინმაც დაიწყოს ტირილი.
- მან მაკოცა,- წამიერად ავიწყდება ყველაფერი და ხელით აჩერებს,- მერე მეც ვაკოცე.
- მერეე?
- შევრიგდით,- ყვირის ხმამაღლა და იმავე წამს პირზე იფარებს ხელს,- შევრიგდით.
ახლა ხმადავლა იმეორებს.
- ასეც ვიცოდი. ხელიდან ხომ არ გაუშვებდა ჯონი შენსავით მომხიბვლელ ბიჭს,- კმაყოფილი იღიმის ჯიმინი.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Actionგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...