პანტერა

193 26 77
                                    

ბოლოს წინა თავია.

კომენტარებს ველოდები, 'შემდეგს ველი' იმედია მხოლოდ ამ კომენტარით არ შემოიფარგლებით.

შენდეგი თავი დაახლოებით ერთ საათში აიტვირთება, რადგან პატარაა.

~ ~ ~ *~* ~ ~ ~

თეჰიონი ჯინთან რომ აპირებს წასვლას, კიმისგან სწორედ მაშინ მოსდის მესიჯი. ატყობინებს, რომ ერთი კვირით ქალაქიდან გავიდა. უმცროსი ოხრავს, ნამდვილად არ ელოდა ამას. ჯიმინთან შედის, საწოლზე მიგდებულ ჩანთას იკიდებს და უნივერსიტეტში მიდის პაკთან ერთად.

- ნახე ჯინის მესიჯი?- ბუზღუნებს თეჰიონი.

- კი, ამდილით მომწერა,- კეფას იქექავს ჯიმინი

- მომწყინდა ასე ყოფნა,- თითებს დაჰყურებს,- შენიშნე რომ ის სამი ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა? ბოლო ერთი კვირაა თავიანთ თავებს არ ჰგავანან.

- მეგონა მხოლოდ მე მეჩვენებოდა,- აღნიშნავს ჯიმინი,- რაღაც რიგზე არ არის.

- ზუსტად და ეს უნდა გავარკვიოთ,- სასხვათაშორისოდ ამოთქვამს კიმი და შენობაში შედის. ჯიმინს სწორედ ლექციები აშორებს, ასე რომ, გვერდით არც ჰარუტო ჰყავს და მოწყენილი ზის მთელი ორი საათი. კაფეტერიაში რომ ჩადის, ჯიმინს იქაც ვერ ხედავს, აღარც მესიჯებზე ჰპასუხობს და აღარც ზარებზე. წარბებშეკრული შემდეგი აუდიტორიისკენ მიიწევს. სამწუხაროდ, არც ეს ლექცია აქვს ჯიმინთან ერთად. მაგრამ მთელი საათი ელოდა, როდის უპასუხებდა მეგობარი.

პაკი მხოლოდ მაშინ გამოდის ხაზზე, როცა ბოლო ნახევარი საათიღა აქვს დარჩენილი. თეჰიონს ატყობინებს რომ ეზოში, სტადიონთან ახლოს შეხვდება და რაც შეიძლება მალე წამოვიდეს. კიმიც როგორც კი ასრულებს ყველაფერს, თავპირისმტვრევით გარბის გარეთ.

𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠Where stories live. Discover now