სოკჯინი უკვე მეოთხე დღეა იუნას აკვირდება. ის მხიარული გოგო უცებ გაუჩინარდა, თითოს სადღაც გაქრა. ვეღარ ცნობს, ისე შეეცვალა ხასიათი. მზერას აყოლებს, ცდილობს საუბრის წამოწყებას მაგრამ უშედეგოდ.
- იუნა, რამე მოხდა?- მკლავზე ეჭიდება და ჩაფიქრებულ გოგოს აშინებს,- მაპატიე, არ მინდოდა.
- არაფერია, რა მოხდა?
- ვეღარ გცნობ, რა დაგემართა?- წარბებს კრავს ადვოკატი,- ასეთი როდის მერე გახდი?
- რა უნდა მჭირდეს?- ცოტათი უხეშად კითხულობს,- გამიშვი ხელი, მტკივა.
მაშინვე ათავისუფლებს კიმიც. იუნა სამზარეულოში იკარგება. არა, მაინც გაიგებს ყველაფერს, ასე ვერ მოისვენებს. სიარული რომ შეუძლია, გაჭირვებით მაინც, მისთვის ეს ცალკე ბედნიერებაა. სამზარეულოში შესულს, გოგოს იქვე მაგიდასთან მდგარს იჭერს. ხელს ავლებს და კედელთან იმწყვდევს.
- ახლავე მეტყვი რა ხდება შენ თავს!- საკმაოდ მკაცრად ამოთქვამს და თვალებში აშტერდება. ხედავს ტკივილს, ბედნიერებას, იმედგაცრუებას.
- გთხოვ, გამიშვი, არ შემიძლია ასე,- ოხრავს ნაწყენი ხმით. ცოტაც და ალბათ ყველაფერს გადმოანთხევს, რაც ყველაზე ნაკლებად სურს.
- იუნა, გაფრთხილებ,- საშიშად ჟღერს მისი ხმა.
- არ მინდა ამაზე საუბარი,- მზერას არიდებს. სოკჯინი ოდნავ დუნდება, წარბებს კრავს გაურკვევლობისგან და გაბრაზებულ მზერას რბილი ანაცვლებს.
- მითხარი, ვიცი რომ თავს ცუდად გრძნობ. ასეთი იუნა არ მახსოვს მე,- ლოყაზე ეხება გოგოს,- მომენატრა შენი ოინები.
- ვინ ვარ შენთვის სოკჯინ?- მის ამღვრეულ თვალებს რომ ხედავს, ტანში ჟრუანტელი უვლის. წამით იმაზეც კი ფიქრობს, ნეტავ თეჰიონმა ყველაფერი ხომ არ უთხრაო, მაგრამ თავს აქნევს ფიქრების გასაფანტად,- დიდი ხანია ეს კითხვა მაწუხებს. პასუხიც მაინტერესებს, რადგან დარწმუნებული ვიყო, რომ ვიღაც ოდნავ მნიშვნელოვანი მაინც ვარ და არა ის ადამიანი, ვინც მუდმივად თავს გაბეზრებს.
YOU ARE READING
𝐷𝑎𝑛𝑑𝑒𝑙𝑖𝑜𝑛𝑠
Acciónგაშლილ მინდორში გავრბივარ, ყვითელი ყვავილებითაა სავსე. ზუსტად ისეთი, მე რომ მომწონს და შენ მუდამ მჩუქნი. თავისუფლება ახლა ვიგრძენი. შენ მაგრძნობინე. ყოველ წამს ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემი იქნები, ჩემ ადამიანს გიწოდებ. შენს თვალებში უსასრულობას ვხედავ...