თავი პირველი

93 3 0
                                    

2024 წლის ივნისი.

- ის დღე ლამაზ სიზმარს გავდა - ასე იხსენებდა ქალბატონი კიმ სან ჯა 1997 წლის 18 ივნისს. - ის დღე არასდროს დამავიწყდება. დილის ხუთ საათზე გავიღვიძე ჩვეულებრისამებრ. საუზმე მოვამზადე, ბავშვები თავიანთ საქმეზე გავისტუმრე და ქმართან ერთად სხვა ოჯახის საქმეს მივყავი ხელი. ჩემი გოგო, სტუდენტი, მთელი დღე მოუცლელი იყო, ხუთი წუთით თუ მოვკრავდი თვალს სახლში, რომ გამოვლაპარაკებოდი. ბიჭი კი იცოცხლე, სულ გარეთ იყო. თავიდანვე მოწადინებული იყო პოპულარული ყოფილიყო, სილამაზით კი გამოირჩეოდა სკოლაში, ალბათ მთელ ვონჯუში. ცოტათი მკვახე პასუხები იცოდა, კაცი წყნარად ვერ დაელაპარაკებოდი, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ყველანაირად ვცდილობდით მისი ახირებები მოგვეთმინა და ხელი შეგვეწყო თავისი ოცნებების ასრულებაში. მოკლედ სახლში სულ მარტო თითქმის მე და ჩემი ქმარი ვიყავით და მოწყენილობაც ხშირად გვიტაცებდა ხოლმე. მახსოვს უკვე ვახშმის დრო იყო. ბავშვები ჯერ არ იყვნენ მოსულები, როცა კაკუნი გაისმა ჩვენს კარზე. ჩვენმა ძაღლმა ყური წაიღო ისე გამწარებით ყეფდა, მივხვდი ბავშვები არ იქნებოდნენ და სწრაფად კარისკენ გავემართე. გამოვაღე და არავინ... არავინ დამხვდა. ცოტაც და ნერვები მომეშლებოდა ამ უაზრო ხუმრობის გამო, რომ უცბად ბავშვის ტირილის ხმა გავიგე. ძირს დავიხედე და რას ვხედავ. პატარა საწოლში ბავშვია. გაოცებისგან ცოტახანი ვერ ვმოძრაობდი. მალე ჩემი ქმარი მოვიდა, ამდენხანს რას დგახარო, ბავშვისკენ გავიშვირე ნელა თითი, თვითონაც გაქვავდა. ბავშვი გამალებით ტიროდა. პირველი ქმარი გამოფხიზლდა, სწრაფად ხელში აიტაცა ბავშვი, მხარში გამკრა და სახლში შევიდა. გაფაციცებით ვაშტერდებოდით ჯერ ბავშვს მერე ერთმანეთს. არ ვიცოდით რა გვექნა, პოლიციაში დაგვერეკა თუ პირდაპირ ბავშვთა სახლში. პატარა ძლიერად ტიროდა, ხელში ავიყვანე, მკლავებით ერთი დავარწიე - ქალბატონმა კიმმა თვალზე მომდგარი ცრემლი შეიმშრალა - მაშინვე დაწყნარდა და ისე გამიღიმა თითქოს მისთვის ყველაზე ბედნიერი დღე ყოფილიყოს. წითელი ლოყები ჰქონდა და დიდი თვალებით მაკვირდებოდა. გული ამიძგერდა, ისეთივე შეგრძნება დამეუფლა როგორც მაშინ, როცა ჰეჩული პალატაში პირველად შემომიყვანეს და ხელში დამაჭერინეს. შესანიშნავი შეგრძნება იყო. მთელ სხეულში დამბურძგლა, გული, თავი უცბად ბედნიერებით გამევსო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ უცბად ავტირდი. ვუყურებდი პატარას და არ ვიცი სიხარულისგან თუ სევდისგან, რომ ასე პატარა მიატოვეს, ხმამღლა ავქვითინდი და ბავშვი გულზე მივიკარი. და ყველაფერი ასე დაიწყო. ასე მოულოდნელად და ლამაზად შემოემატა ჩვენს ოჯახს მშვენიერი ჩემი მეორე ქალიშვილი ჰემინი.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now