გაზაფხულის დასასრულს ჰემინი კორეაში დაბრუნდა. ყველა მხიარულად შეეგება, აეროპორტი სავსე იყო ფანებით. ჰემინმა იაპონიაში გადაღებები დაამთავრა და ახლა შეიძლება სულ აქეთ ემუშავა. ეს ფაქტი ძალიან ახარებდა და ცოტათიც აშინებდა, რადგან ეს ხომ ადგილი იყო სადაც ყველაფერი შეიძლება მარტივად მომხდარიყო.
ჰემინს ხან გადაცემებში იწვევდნენ, ხან კონცერტებზე წამყვანად მიდიოდა. Seventeens წევრებსაც უფრო დაუახლოვდა, განსაკუთრებით მის ტოლ მინგიუს დაუმეგობრადა, რომელთანაც ერთად წამყვანიც იყო ერთ-ერთ კონცერტზე. ფანები მათ მეგობრობას დადებითად აფასებდნენ. დაბადებისდღეებიც კი მიულოცეს ერთმანეთს და საჩუქრები გაუგზავნეს.
დრო მშვიდად და ლამაზად გადიოდა.
მალე ერთი ახალ გადაცემაში მიიწვიეს ჰემინი. სადაც ცნობილ მსახიობებს ერთად უნდა გაეტარებინათ დრო ცნობილ მომღერალთა ჯგუფთან ერთად. წამყვანი რამდენმე ცნობილ წამყვანებს შორის ჰეჩულიც იყო და მისი რჩევით რადგანაც ჰემინი სევენთინის ფანი იყო საინტერესო იქნებოდა თუ ერთად გადაიღებდნენ.
Seventeen ი ამ წინადადებას მალევე დათანხმდა, პირიქით ისე ძალიან გაუხარდათ, რომ ერთ კვირა ჰემინთან მოუწევდათ ყოფნა, რომ გეგმების მუხედავად ყველაფერი გააკეთეს რომ ამ გადაცემაში მოსულიყვნენ. ჰემინს მათთან შედარებით ფიქრისთვის ცოტა დრო დასჭირდა. მისთვის ცოტა რთული იქნებოდა ამდენ ბიჭის გარემოცვაში ერთ სახლში დარჩენა და თან ყველასთან კარგად არ იყო, განსაკუთრებულად ჯეონჰანთან ეუხერხულებოდა, მაგრამ თან ძალიან დიდი სურვილი ჰონდა. საბოლოოდ დათანხმდა.
ჰემინი თავისი ჩემოდნებით Seventeen ის სახლს მიადგა.
* * *
- ჰემინი როგორია უცხო გარემოში? - ჰეჩულს მიუბრუნდა ერთი წამყვანი
- სწრაფად არ ეგუება გარემოს, მთავარია თავი აგრძნობინო თავისუფლად და მერე ისე იქცევა , როგორც საკუთარ სახლში - ყველას გაეცინა
- ანუ იმისთქმა გინდა რომ მალე ჰემინს თუ სპორტულებით, თმა გაბურძგნულს ვიხილავთ არ უნდა გაგვიგკვირდეს?
- ხო, მართალია.. სათვალეებიც თუ გაიკეთა და საჭმლის ჭამა დივანზე დაიწყო ანუ უკვე თავს სახლში გრძნობს
- ვაა მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მსოფლიოში ცნობილი მსახიობი ასე გამოჩნდება ეკრანებზე
ყველანი იცინოდნენ და ჰემინს აკვირდებოდნენ.
ჰემინი მორიდებით შევიდა ოთახში. დიქეიმ და ესქუფსმა მისი ჩემოდანი შემოიტანეს და დივანზე დაჯდომა შესთავაზეს. ოთახი სავსე იყო, ცამეტი წევრი და ჰემინი, თავი კონცერტზე ეგონა უხერხულად მყოფ ჰემინს. დივანზე ფრთხილად ჩამოჯდა, მოკლე კაბის გამო კომფორტულად დაჯდომა გაუჭირდა, გულში სულ თავისთავს ლანძღავდა რაღა დღეს მომინდა ამის ჩაცმაო.
- შეგიძლიათ ეს მოიფაროთ - ესქუფსმა პლედი მიაწოდა ჰემინს და ყველას უთხარა დამსდარიყვნენ.
- ჰემინ მეჩვენება თუ მორიდებული ხარ? - მინგიუ სიცილს ვერ იკავებდა
- მორიდებული არა უფრო უხერხულად ვარ, მაინც ყველას ასე პირველად გხვდებით, სიმართლე გითხრათ არც ვიცი როგორ უნდა მოვიქცეთ. თან მგონი ერთად მოგვიწევს ხომ ცხოვრებაც. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის
- ჰემინ უნდა გითხრათ, რომ ყველანი თქვენი ფანები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი უხერხლად არ გაგრძნობინოთ
გადაღებები დიდხანს გაგრძელდა. პირველი ეპიზოდი გაცნობის იყო და ძირითადად სახლის დათვარიელებას მოუნდნენ. მერე ერთმანეთის დღის რეჟიმი განიხილეს, ჰემინს თავისი ოთახი აჩვენეს. მერე გემრიელი საჭმელიც მოუმზადა მინგიუმ და მოსაღამოვებისას გადაღებებიც დაამთავრეს. კამერები გამორთეს და თავი უფრო კომფორტულად, რომ ეგრძნოთ გადამღებებმა ზედმეტი ნივთებიც თან წააყოლეს.
ჰემინმა თავის ოთახში ტანსაცმელი ლამაზად შეალაგა. თავის გარეთ ჩასაცმელი ტანსაცმელი გადაიცვა და ისე გამოვიდა. თავიდან კი ფიქრობდა ოთახში ხომ არ ვიყო სულო, მაგრამ აქ ვერც მუსიკებს ჩართავდა და ვერც რამეს უყურებდა, სიჩუმეშიც ვერ დარჩებოდა. მთავარ ოთახში ყველა შეკრებილიყო და რაღაცეებს სიცილით ყვებოდნენ. ჰემინი კედელს ამოფარებული შორიდან ადევნებდა თვალს. „თავს ბედნიერად გრძნობენ.. არ მჯერა, ჩემი საყვარელი ჯგუფის სახლში ვარ.. ვაუ რომელი ფანი არ ინატრებდა ამას. მაგრამ ძალიან უხერხულად რატომ ვარ. მინდა მივიდე და ყველას ვუთხრა რამდენად მომწონს მათი სიმღერები, გვერდით დავუჯდე და მათი ყურებით დავტკბე, ამის შანსი კიდევ როდის მომეცემაა. რატომ ვდგავაარ? ნეტა რომელიმემ შემამჩნიოს და დამიძახოს, ცოტა ხომ არ ავხმაურდე „ ჰემინმა ფეხი გაკრა კედელს, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და იმხელაზე წამოიყვირა ყველამ მისკენ გაიხედა. „ახლა ნამდვილაად შემამჩნიეს“
- ჰემინ კარგად ხარ? - ყველა მისკენ წამოვიდა. მაშინვე ხელით მიეშველნენ და დივანზე დაჯდომაში მოეხმარნენ
- რა დაგემართა? ხომ გითხარი ზედმეტად ნუ ხარ მორიდებული მეთქიი - მინგიუ სიცილით სკდებოდა. ჯეონჰანმა ყინული მოუტანა და ნატკენ ადგილას ფრთხილად მიადო.
- მადლობა.. მორიდებული არ ვარ უბრალოდ ფეხი მივარტყიი - ჰემინმა მინგიუს დაბღვერილი სახით გახედა
- მოდით რამე ვითმაშოთ
- ოო კარგი აზრია
- რამეც ხომ არ დავლიოთ - ესქუფსმა ბიჭებს თვალი ჩაუკრა
- ჰემინ ლუდს დალევ?
ჰემინმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
- ძალიან კარგიი, ლუდი გვაქვს, რამე მისაყოლებელიც გამოაყოლე ჯოშუაა
- ახლავე ახლავეე, მოდი დინო დამეხმარეე
- რა ვითამაშოთ? ჰემინ რისი თამაში გინდა?
- მე დიდად..
- მაფიოზობანაა? - ჰოშიმ ხმამაღლა წამოიყვირა
- ოო შესანიშნავიაა, დასხედით, მე ვიქნები წამყვანიი - ვერნონმა ინიციატივა გამოხატა.
ყველანი მაგიდის ირგვილივ შემოუსხდნენ
- ჰემინ უფრო კომფორტული ტანსაცმელი არ გაქვს?
- გაანებე მინგიუ თავიი, თავს ნუ იწონებ თითქოს ძალიან ახლოს ხარ ჰემინთან
- მართლა ახლოს ვაარ
- კიი გვჯერაა
- მართლა, ხომ გაჩვენეთ დაბადების დღეზეც კი გამომიგზავნა საჩუქარი
- არაფერიც არ გვინახავს - ჰოშიმ თავი გააქნია
- ჰემინ უთხარი, რომ მეგობრები მართლა ვაართ.
ჰემინი უყურებდა, როგორ აბრაზებდნენ მინგიუს, მინგიუც რომ ბრაზდებოდა ამაზე და უცებ სიცილი წასკდა. ყველა გაჩუმდა და ჰემინს გახედეს
- ჰემინმაც გაიცინა - ჯეონჰანმა აღნიშნა და ბედნიერად მოკალათდა ჰემინის პირდაპირ.
- დავიწყეეთ - ვერნონმა მაფიოზები აირჩია და თამაშიც დაიწყო
- ჩემი აზრით მაფიოზი ესქუფსია
- ვაა ასე პირდაპირ სუნკვან? მე არ ვარ ხალხნო
- მე კი ვფიქრობ დიქეია
- არაა მინგიუაა, ნახე როგორი თვალებით იყურება
- არაფერიც, ჩვეულებრივად ვიყურები, მე კი შენ მგონიხარ დინო
- უჯიც ზედმეტად ჩუმად ზის
- მე სულ ჩუმად ვარ.
- ანუ სულ მაფიოზი ხარ
- აუუჰ, მაგრა იცი თამაში
- ჯუნი და მინჰაო არ გამოგვრჩეს, საბოლოოდ ისინი არიან ხოლმე მაფიოზები
- არა, მართლა არაა
- მოიცა ჰემინზე რატომ არცერთი ვეჭვობთ?
- მე არ ვარ!
- რატომ არაა, ჩემი აზრით ვერნონი ჰემინს აირჩევდა მაინც
- არა მართლა არ ვარ, ტყუილის თქმა კარგად არ გამომდის
- აუუჰ, ეგ როგორ გავიგოთ მართალია თუ არა
- ზარი ახლობელთან - დიქეიმ სიცილით წამოიძახა
- მართლა ტყუილს, როცა ვამბობ სახე მიწითლდება ამიტომ ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, ანუ სულ სიმართლეს - ჰემინი თავდაჯერებულად პასუხობდა ყველას. ყველამაც მართალი იქნებაო და ისევ სხვებზე გადავიდნენ.
საბოლოოდ ჯუნი გააგდეს,რომელიც მაფიოზი არ იყო.
- ყველამ თვალებიი დახუჭეთ და მაფიოზებმა ერთმანეთი გაიცანით - ჰემინმა თავი ფრთხილად აწია და ირგვლივ მიმოიხედა, ჯეონჰანი შეამჩნია მისკენ იყურებოდა და სიცილს ძლივს იკავებდა. ჰემინსაც გაეღიმა, მისი სიტყვები რომ გაახსენდა. მერე გასაგდებად სუნკვანი აირჩიეს.
თამაში ნელა და მხიარულად გრძელდებოდა. თან ლუდს სვამდნენ და ჩიფსებსაც აყოლებდნენ. ჰემინი თითქმის არ გაჩერებულა იმდენს იცინოდა, ჰოშის და დიქეის ჩხუბზე, მერე თან რომ ესქუფსი ერთვებოდა და ერთმანეთის არჩევის მიუხედავად, რომ ხელი მინგიუს გაგდებაზე აწიეს.
- მოკლედ ერთი მაფიოზი დარჩა, ახლა თუ ვერ გამოიცნობთ მაფიოზები მოიგებენ - ჯეონჰანმა შორიდან მხიარული შეძახილით გაამხნევა მაფიოზი. დიდი ბჭობის მერე სხვა გააგდეს და მაფიოზებმა გაიმარჯვეს..
- რაა ვინ იყოო?
- მეეე - ჰემინი მხიარულად წამოხტა და ხტუნვა დაიწყო
- რაა ჰემინიიი??
- მერე არც გვიეჭვიაა
- აუუ რა სულელები ვაართ
- არაუშავს, არაუშავს - ჰემინი სიცილით ამხნევებდა წაგებულებს.
- ჰემინ აბა არ ვიტყუებიოო
- ვინ არ იტყუებაა, ეს როგორ დაიჯერეთ
- რავიცი, ვინ არ დაიჯერებდაა - დინო ბუზღუნებდა კუთხეში.
ყველა ხმამაღლა იცინოდა და თავიანთ სულელურად ნათამაშებს განიხილავდნენ. მერე ისევ ჩამოსხდნენ და საუბარი წამოიწყეს. რა თემას არ მოედვნენ, თითქმის ყველაფერი განიხილს, კინო, მუსიკა, ცნობილი ადამიანები, წიგნები, საჭმელები. ჰემინიც საუბარში არცერთს ჩამორჩენილა. თვითონაც ბედნიერად გამოხატავდა თავის აზრს.
უკვე შუაღამე იყო, რომ დაიშალნენ. ყველანი თავ თავის ოთახებისკენ წავიდნენ.
- ჰემინ ძილი ნებისაა
- ძილინებისაა
- ხვალ ისევ გავერთოთ
- რა თქმა უნდა
- ჰემინ შუქი დავტვო? - ჰემინმა ჯეონჰანს გაკვირვებულმა გახედა
- რატომ უნდა დატოვო, პირიქით შეაწუხებს - ჯეონჰანი ჰემინის პასუხს ელოდა
- ხო ჩააქრე - ჩუმად ჩაილაპარაკა ჰემინმა დ ოთახში სწრაფად შევიდა. ჯეონჰანმა შუქი ჩააქრო და მეორე სართულზე ავიდა.
„ რამე იცის ჩემი შიშების შესახეებ?“ ჰემინი გაკვირვებული იდგა შუა ოთახში „აახ არამგონია, ალბათ ისე იკითხა, არაფერია, არაფერი..“
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.