თავი მეექვსე

19 2 0
                                    

*   *   *
2024წ. ივნისი
- IU, თქვენ ჰემინის ერთ-ერთი მეგობარი ხართ, შეგიძლიათ გვითხრათ ცოტა რამ მასზე
- ჩემი პატარა დასავითაა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მე ვარ უფროსი, გონებით და აზროვნებით თვითონ ჰემინია ჩემზე უფროსი.. ზრდასრული იყო ყოველთვის, მხიარული და ჩემთვის ყველაზე ძლიერი ადამიანი ვისაც კი ვიცნობ. იმდენად ძლიერი ხასიათი ჰქონდა, რომ მეც კი სიძლიერეს მმატებდა. რთულ მომენტებში , როცა იქით უნდა ამოვდგომოდით მხარში, საბოლოოდ თვითონ გვამშვიდებდა და გვამხიარულებდა ხოლმე. ბავშვობა რთული ჰქონდა ალბათ ამან გახადა ასეთი ძლიერი. მახსოვს ერთხელ მითხრა, ბავშვობაში შინაგანად ვერ მშვიდდებოდი, სულ რაღაცის სწავლა, ახლის გაკეთება და გაგება მინდოდაო, თითქოს რაღაცას ვეძებდიო. სხვათაშორის, ამ შეგრძნებამ შემდეგ გაუარა, თვითონაც ამბობდა სულიერად ძლივს დავმშვიდდიო, მგონი 2016 წელი იქნებოდა. ვერ გაეგო რას ეძებდა და თუ ეძებდა რა იპოვა, რომ გაუარა ამ აფორიაქებულ შეგრძნებამ.

.  .  .

2009წ. დეკემბერი
ახალი წლის მოლოდინში ჰემინის მთელი ოჯახი ფაციფუცობდა. დიდ სტუმრიანობას ელოდნენ და ჰემინის დედ-მამა მთელი დღე მაღაზიებში დადიოდნენ, იმდენ პროდუქტს ყიდულობდნენ.
ჰემინის ცხოვრებაში ამ წელნახევარში ბევრი რამ შეცვლილიყო. სკოლაში, როგორც ყოველთვის პირველი იყო სწავლით. ამ დროში ჩინური ენის სწავლაც მოესწრო და ახლა ინგლისურზე იყო გადასული. მსახიობობისთვის ზრუნვა უკვე დაეწყო და ერთ-ერთ სერიალში შერჩევაზე გავიდა, სადაც შესანიშნავად შეასრულა თავისი მოვალეობა და თვითონაც გაუკვირდა, როცა აიყვანეს ამ როლზე სათამაშოდ. როლი არცისე მნიშვნელოვანი და დიდი იყო, მაგრამ ჰემინი ამ პატარა წარმატებითაც ბედნიერად გრძნობდა თავს. მეორე ოცნება, რომ ცეკვა ესწავლა ჯერ-ჯერობით ვერ მოეხერხებინა, მაგრამ იმედეს არ კარგავდა, რომ მაგასაც შეძლებდა. ყველაფერთან ერთად მარკეტშიც მუშაობდა და ფულს აგროვებდა ყოველი შემთხვევისთვის. ასეთმა, რთულმა რეჟიმმა ჰემინის ტანზეც იმოქმედა, გახდა და ასაკის მატება უფრო დაეტყო. გრძელი შავი თმა, მუქი ყავისფერი თვალები და მუდმივად წელში გამართული სიარული, სამეზობლოში ხალხის აღტაცებას იწვევდა თუ როგორ შეცვლილიყო ჰემინი.
- დე, ჩემი ძმის ჯგუფის ყველა წევრი თუ აპირებს მოსვლას, არამგონია მთლიანად სახლში დავეტიოთ
- გეყოფა ხუმრობა და მომეხმარე - ჰემინი სიცილით მიუახლოვდა დედას, რომელიც ერთად რამდენიმე საჭმელს აკეთებდა
- მიდი ხახვი დაჭერი - ჰემინმა სანამ ხახვის ჭრას დაიწყებდა, თვალებიდან ლინზები გამოიღო, სათვალე გაიკეთა და საქმეს შეუდგა. მალე თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა
- ვაა, დე როგორ ახერხებ ზუსტად ის საქმე დამავალო, რისი გაკეთებაც ძალიან არ მიყვარს
- ბევრჯერ თუ გააკეთებ მასეთ საქმეს, რაიცი იქნებ მერე შეგიყვარდეს კიდეც
- ხოო, რაა ცხოვრება ხახვის ჭრა თუ არ გიყვარს
- აჰ, გეყო ამდენი ლაქლაქი და საქმეს მიხედე
საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო. მალე ჰეჩულიც მოვიდა და თან მთელი ჯგუფისწევრები მოყვა. ოთახი სწრაფად გაივსო მხიარული სახეებით. ყველას გულიანად აცინებდა super junior -ის წევრების მოყოლილი ისტორიები. ჰემინი თან მაგიდას შლიდა, ლამაზად აწყობდა თეფშებს, ცდილობდა სიზუსტე დაეცვა ჭიქების დალაგებისას.
- ჯონჰიონ? როდის შემოხვედი შვილო ვერცკი შეგამჩნიე
ჯონჰიონი კართან იდგა ტკბილეულით ხელში. ჰემინს მისი სახელის გაგონებაზე სუნთქვა შეეკრა და სწრაფად დადგა ჭიქა, თორემ გაუვარდებოდა. ნელა მოტრიალდა და მისი ბედნიერი სახე დაინახა თუ არა ყურებამდე გაიღიმა და მისკენ გამოიქცა. ჯონჰიონმა ტკბილეული ჰეჩულს მიაჩეჩა და მისკენ წამოსულ ჰემინს თბილად გადაეხვია. ცოტაც და ცრემლები მოადგებოდა ორივეს, ისე მონატრებოდათ ერთმანეთი.  
მალე ყველა მაგიდას მოუჯდა. ჰემინი ჯონჰიონს გაუჩერებლად ელაპარაკებოდა თავის ყოველი დღის ისტორიას. ჯონჰიონიც ბედნიერად აკვირდებოდა ჰემინს და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წერილობით მოყოლილი ჰქონდა მისთვის, მაინც ისეთი სახით უსმენდა თითქოს პირველად იგებსო
- სათვალე გიხდება
- მადლობა
- ამ ერთ წელიწადში ასე სწრაფად, როგორ მოახერხე გაზრდა?
- ბევრ ტკბილეულს ვჭამდი
- ვაა, როგორ ვერ მივხვდი.. შენც სადაც მონაწილეობ ის სერიალი როდის გამოვა?
- მალე, დიდხანს არ ვჩანვარ ოღონდ
- რა მოხდა მერე, ყველაფერი მცირედით იწყება
- ხოო, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის
- პირობას მე გაძლევ, ყველაფერს შეძლებ რადგან კიმ ჰე მინი ხარ  - ჯონჰიონმა თმა აუბურდა ისე გადაუსვა ხელი
- აა, ასე ნუღარ აკეთეებ უკვე დიდი ვაარ
- ოჰ, სულ დამავიწყდა, აღარ ვიზამ - და ახლა უფრო ძლიერად გადაუსვა და თმა სულ აუწეწა
მერე ჰემინმა ჯონჰიონი თავის ოთახში შეიყვანა და ყველა ახალი ნივთი დაათვალიერებინა. ამბებს აყოლებდა, თუ როგორი იყო ცნობილ ხალხთან შეხვედრა, ვის დაუმეგობრდა და კიდევ ათას შეკითხვას უსვამდა. ჯონჰიონიც ყველაფერს პასუხობდა და თან მის ასეთ ინტერესზე გულიანად ეცინებოდა. ჰემინი ღიმილით უსმენდა, მართალია ხანდახან ფიქრებს სხვაგან მიყავდა და ჯონჰიონის სახეს მიაშტერდებოდა ხოლმე. უსმენდა და ხვდებოდა, რომ ჯონჰიონისთვის ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო მდინარის პირას. უსმენდდა  და თან იაზრებდა, რომ მის გრძნობებს ჯერ კიდევ უპასუხოდ მოუწევდა ყოფნა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now