თავი მეოცე

9 1 0
                                    

მე7 დღეც ბედნიერად გათენდა

მანქანის ტარება ჰემინმა გადაწყვიტა. წინ ჯონჰანი დაუჯდა მაინც არ მეძინება და თუ რამე გაგიცვლი ადგილსო. სხვები კი უკან მოკალათდნენ. მალე მშვიდად ეძინათ. მანქანის რადიო მშვიდ სიმღერას უკრავდა, გარეთ შესანიშნავი ამინდი იყო. ჰემინი სარკეში გახედავდა დროდადრო მძინარე ბიჭებს და უფრო ფრთხილად აგრძელებდა ტარებას, რომ არ გაღვიძებოდათ. ცხრა საათისთვის სახლის ეზოში შევიდა ჰემინი.
- მოვედით - ჩუმად ჩაილაპარაკა. ბიჭებს კიდევ ეძინათ. მერე ჯონჰანს გახედა,რომელსაც თკბილად ჩასძინებოდა
- აბა მეღვიძებაო.. მატყუარა.. - გემრიელად ჩაეცინა და თვითონაც სკამზე თავი მიაყრდნო - მაშინ ცოტახანი კიდევ მოვიცადოთ - ჯონჰანს გახედა, რომელსაც თავი მისკენ შემოებრუნა და ღიმილიანი სახით ეძინა - პატარა ბავშვი .

ჰემინიც მის მხარესკენ იცვალა გვერდი და ხელები თავქვეშ ამოიდო. მალე მასაც მოეძალა ძილი, თვალებიც ნელა დაეხუჭა.
ჰემინმა თვალი სწრაფად გაახილა, რა მიხვდა რომ მასაც ჩაძინებოდა. თავ აუწევლად ჯონჰანს გახედა. ჯონჰანს გაეღვიძა და მისკენ იყურებოდა. ჰემინმა მას თვალი გაუსწორა თუ არ თავი უცბად წამოწია და უკან მანქანას ძლიერად მიარტყა
- აააჰ - მწარედ ამღმოხდა ჰემინს.
- მაჩვენე, ფრთხილად რატომ არ ხარ - ჯონჰანი მისკენ გადმოიწია
- შენი ბრალიაა!
- მე რა შუაში ვარ
- უუფ..
ხმაურზე ნელ-ნელა ყველა შეფხიზლდა და რომ გაიგეს რაც მოხდა ჰემინს კარგ გვარიანად დააყარეს სიცილი.
მალე ყველა სახლში ავიდა. მოთენთილები აქეთ-იქით მიმოიყარნენ.
სანამ გადაღება დაიწყებოდა მოწესრიგება ყველამ მოახერხა. ბოლო დღის გადაღებები ყველაზე დამღლელი აღმოჩნდა. დამშვიდობება და კეთილი სურვილები. კადრში ისეთი დამშვიდობება მოწაყვეს გეგონება მართლა აღარ ნახავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ყველამ იცოდა რომ ეს საერთოდ არ იყო სიმართლე. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადაღებები საღამო ხანს დამთავრდა და რადგანაც გვიან იყო ჰემინს ბიჭებმა ერთი დღით დარჩენა სთხოვეს. ჰემინიც მხიარულად დათანხმდა. ის საღამოც სიცილ ხარხარში გაატარეს. მომდევო დღეების გეგმებს აწყობდნენ. ჰემინს ნომერი გამოართვეს
- ჰემინ როცა გვეტყვი მაშინ მოვალთ
- და ჩვენც როცა დაგირეკავთ მაშინვე უნდა დაგვთანხმდე შეკრებაზე
- ოუუ გასაგებია, რა კატეგორიულები ხართ
- რა თქმა უნდა, მარტო ყოფნა ხომ არ გიყვარს და არც მოგიწევს ყოფნა, ნახე რამდენი ვართ, რომელიმეს აუცილებლად ეცლება - ყველას გულიანად გაეცია. ჰემინი ამშვიდებდა, რომ თვითონაც დაკავებული პიროვნება იყო და სულ მათი შეწუხება არ მოუწევდა. საერთო ჩათიც კი გახსნეს და ერთმანეთთან მიმოწერა დაიწყეს მიუხედავად ერთ ოთახში ყოფნისა.
ბოლო დღემაც ლამაზად ჩაირა. და სასიამოვნოდ დაღლილ ჰემინს ამდენი დროის შემდეგ ტკბილად დღეს პირველად ეძინა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now