* * *
-სად ვარ? - ჰემინმა ნელა გაახილა თვალები
-შენთან, სახლში - ჯონჰიონი სველი პირასახოცით სახეს უმშრალებდა
-დედა,მამა..
-ნუ გეშინია, არაფერი მითქვამს, მათ მხოლოდ ის იციან, რომ სიცხე გაქვს - ჰემინმა მშვიდად ამოისუნთქა
-დაისვენე, ახლა არაფერს გკითხავ
ჰემინმა თავი დაუქნია და ისევ ჩაეძინა
. . .
-ჩემი პატარა გოგონა, ასე სად გაცივდი, აუჰ რა ჯიუტი ხარ
-კაი დე, დაასვენე, ვერ ხედავ სიცხემ დაუწია და ამდენი ჩხუბიც აღარაა საჭირო
-შენ გამანებე თავი, ამდენხანს სად იყავი? შენი დის დაბადებისდღეა ბოლოს დაბოლოს
-დე ჯავრს ჩემზე ნუ იყრი
-არ ვიცი, არ ვიცი.. -ხელი ფრთხილად მიადო შუბლზე ჰემინს, სიცხე მართლაც აღარ ჰქონდა
-ეს ტუჩი სადღა გაიხეთქა ასე მწარედ
-წავიქეციო ხომ უთქვამს ჯონჰიონისთვის
-რავიცი ერთი არ დაგეჯერებათ არცერთს - დედა ქოთქოთით ადგა და ოთახიდან გავიდა.
ჰეჩული ჰემინს მიუახლოვდა, მისი პატარა ხელი გულზე მიიხუტა
-ძმას აღარაფერს უყვები არა, არადა ვიცი, რომ რაღაც ხდება და არ ამბობ. ძმებს უფრო შეგვიძლია პატარა დების მოსმენა და დახმარება ვიდრე მშობლებს, მაგრამ შენ მაინც არაფერს მიყვები. ჩემი პატარა მინია.. - ჰეჩული ფრთხილად ეფერებოდა დაიკოს, მის თვალებში ცრემლის გუბეები ჩამდგარიყო.
რამდენიმე დღეში ჰემინი გამოჯამრთელდა,მხოლოდ მისთვის ცნობილი სილურჯეები იყო დარჩენილი მუცელსა და ფეხებზე. მოკლეების ჩაცმას არ აპირებდა, ამიტომ სანამ არ გაივლიდა შეეძლო მარტივად დაემალა მშობლებისთვის
-ჩემთვის მოყოლას არ აპირებ? - ჯონჰიონმა ინტერესის თვალები მიაპყრო ჰემინს, რომელიც ტკბილ პურს შეექცეოდა შუა პარკში
-მოგიყვე?
-კი
-და მერე რამოხდება, როცა ყველაფერს გაიგებ? შურსიძიებ?
-საჭიროა?
-რავიცი აბა
-მოყევი და მერე ვნახოთ
ჰემინმაც მოუყვა იმ დღის ისტორია, მაგრამ ისე დაწვრილებით არა როგორც სინამდვილეში იყო. მაგრამ ჯონჰიონს ამაზეც სიბრაზისგან სახე აუწითლდა და ფეხზე წამოხტა. ერთი ხმამაღლა ამოიხვნეშა და ჰემინს გახედა
-რატომ გიკეთებენ ამ ყველაფერს? ან თავიდანვე რატომ დაიწყეს და რომ დაიწყეს რატომ იყავი ჩუმად?
-სიჩუმე ერთ-ერთი საშუალებაა უფრო არ გააღიზიანო ისინი
-ცდები, თან ძალიან. სიჩუმე ათამამებს მასეთნაირებს, რომ უფრო მეტჯერ და უფრო უარესები აკეთონ, არადა შენ რომ იცოდე რამდენი შეგიძლია
-მე არაფერი შემეძლო და ახლაც ვერაფერს გავაკეთებ
-აბა რა ვქნათ დავჯდეთ და სუპერგმირს ველოდოთ? თუ გავჩუმდეთ და ბოლომდე გადაგვიარონ
-სხვა გზა არ არის
-სულელი ხარ!
-მადლობა
-სულელი ხარ იმიტომ რომ შენი თავის ფასი არ იცი. იცი, რომ ჩემზე ათასჯერ ჭკვიანი ხარ მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ხარ... ჰემინ ვიცი, რომ მეტი შეგიძლია, საერთოდ არ ხარ სუსტი, სიტყვის გაცემაც შესანიშნავად გამოგდის, ხოდა დაუბრუნე მათ სიტყვა, არ შეარჩინო არაფერი
-და ამით რამე შეიცვლება?
-რა თქმა უნდა, როცა დაინახავენ, რომ საკუთარ თავს იცავ, იმიტომ, რომ გიყვარს შენი თავი მოგეშვებიან, მიხვდებიან, რომ არ ხარ ის პიროვნება, რომელსაც მარტივად მიაყენებ შეურაცხყოფას. ჭკვიანი, კეთილი და ლამაზი ხარ, საკუთარი თავი დაინახე. იცოდე ყველაფრის გაკეთება შეგიძლია თუ მოინდომებ და სურვილი გექნება, არა ჩხუბით და ხელების ქნევით , არამედ ჭკვიანურად. ერთ დღეს იაპონურის სწავლა მოგინდა და არავის დაძალებით ან ხვეწნით ადექი და ისწავლე. ვინ რომელი სკოლის მოსწავლე იწყებს დამატებით რამე საგნის სწავლას, ათასში ერთი. ხოდა გამოიყენე შენი მიზანდასახულობა და უჩვენე მათ შენი სიძლიერე - ჯონჰიონი უფრო მიუახლოვდა ჰემინს და უფრო სერიოზული სახით დააყოლა - და კარგად დაიმახსოვრე, რომ შენი შეყვარება საერთოდ არააა რთული
ჰემინი გაფართოებული თვალებით უყურებდა და ხვდებოდა, რომ გულმა სწრაფად დაუწყო ფეთქვა, თითქოს მიწა გამოეცალა, მხოლოდ ჯონჰიონი იდგა მის წინ...გული შეეკუმშა, სუნთქვა შეუკავდა, და ამ მცირე მომენტში გაიაზრა, რომ ის ჯონჰიონზე იყო შეყვარებული...
სწრაფად წამოხტა ფეხზე
-გაიგე რაც გითხარი?
-ჰა? რა?
-არ მისმენდი?
-აა, კი, როგორ არა.. ყველაფერი გავიგე. ახლა უნდა წავიდე
-სად? მოიცა, დამელოდე
-არა, არა მე სხვა გზით მივდივარ, რაღაც საქმე მაქვს
-რამე მოხდა?
-არა არაფერი, მართლა. წავედი, შეხვედრამდე, რავი როცა ჩამოხვალ მანამდე ვიგულისხმე ანუ დრო როცა გექნება მანამდე...აუჰ, მოკლედ წავედი
ჰემინი რაც შეეძლო სწრაფად გამოიქცა, რომ მალე მიფარებოდა თვალს. გული სწრაფად უფეთქავდა, მთელი სხეული უკანკალებდა
-აუუუჰ, ეს რაა, რა მჭირს . მგონი ისევ ცუდად ვარ.. არაა ნამდვილად ცუდად ვარ, უნდა დავისვენო. . .
„ჭკვიანი, კეთილი და ლამაზი ხარ“
-აჰჰჰ - ჰემინი სწრაფად წამოჯდა ლოგინზე - რა საჭირო იყო ამის დასიზმრებაა, სულელი ჰემინი, მართლაც რომ სულელიიი
მთელი დღე უხასიათოდ დადიოდა სახლში. მშობლებს ვერაფერი გაეგოთ, ხან რა კითხეს, ხან რა ხუმრობა უთხრეს, ვერაფრით გაამხიარულეს. ბოლოს დანებდნენ, თვითონვე გამოვა მდგომარეობიდანო თავის ნებაზე მიუშვეს.
ჰემინი საღამოსკენ მდინარის სანაპიროზე დახეტიალობდა. მის თავში ქაოსი იყო
-რა შარში ვარ! - წამოიყვირა და იქვე მიწაზე წამოგორდა. საშინელი და თან სასიამოვნო შეგრძნებას მოეცვა მისი მთელი სხეული. სუნთქვა უჭირდა, მაგრამ იცოდა, რომ ძალიან კარგადაც სუნთქავდა, გული ერეოდა, მაგრამ იცოდა, რომ სულაც არ იყო ასე... 11წლის ასაკში, მის გულში პირველად გაშლილიყო გაზაფხულის ყვავილი.
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.