თავი მეორე

40 2 1
                                    

2024 წლის ივნისი.
- როგორ მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ ოჯახს მალე ერთი წევრი შემოემატებოდა?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან რეალობად არც ვთვლიდი, რომ მინია ჩვენ ოჯახში დარჩებოდა. პატარა ვიყავი მეც და ეს უეცარი მოვლენა ცოტა რთული აღსაქმელი იყო, მიზეზს ვერ ვიგებდი. მაგრამ უდიდესი მადლობას ვუხდი დედ-მამას ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის, მინიას გარეშე ჩემი ცხოვრება, რავიცი საერთოდ არ წარმომიდგენია. ახლაც მახსოვს პატარა, ისე სწრაფად შემიყვარდა, ისე სწრაფად მივიღე ჩემ პატარა დად, რომ სულ დამავიწყდა მიზეზები, რომელსაც ადრე ვეძებდი. ერთი წუთით, ფოტო უნდა განახოთ - ჰეჩულმა ჯიბიდან მობილური ამოიღო - ეს გადავიღე 2001 წელს, მახსოვს, ნახეთ რა საყვარელია - ჰეჩულის ნაჩვენებ ფოტოზე თვითონ და ჰემინი იყვნენ. ჰეჩული დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებდა მუცელზე კი 4 წლის ჰემინს ეძინა - პატარაობისას სწრაფად იძინებდა მუცელზე თუ დაიწვენდი, მერე გვითხრა თურმე გულის ცემის ხმით ეძინებოდა. ჰემინს ბევრი რაღაცის შიში ჰქონდა პატარაობაში, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდა. იმის გამო, რომ ნაშვილები იყო ხშირად დასცინოდნენ სკოლაში, ეს მე მაშინ არ ვიცოდი თორემ ყველაფერს გავაკეთებდი მის დასაცავად. როგორც მახსოვს, თვითონაც ახსენა გადაცემაში, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო - ჰეჩულმა მწარედ ამოიხვნეშა - მაშინ მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, დიდი ძმის როლი ვერასდროს შევასრულე.... ბედნიერი ვარ და თან ძალიან მასევდიანებს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ დიდი მადლობელი ვარ რომ მისი ცხოვრების ასეთ რთულ პერიოდში გამოჩნდა ჯონჰიონი... გახსოვთ ალბათ SHiNee ს წევრი...

2007წ.

- წელში გაიმართე, თავი მაღლა აწიე და ისე გაიარე.. შენ ამას შეძლებ
ჰემინი სანამ სკოლაში წავიდოდა, თავს სარკეში იმხნევებდა.
- ცოტა გამხდარი რომ ვიყო ალბათ უკეთესი იქნებოდა... თუ არა? საერთოდ რის გამო ხდება ეს ყველაფერი მიზეზიც კი არვიცი.. ალბათ ოდესმე მობეზრდებათ და მომეშვებიან
ჰემინმა მხნედ შემოკრა ტაში, რადიო გამორთო და ოთახიდან გამოვიდა
- ჰემინა იცი, რომ დიალობით სიმღერებს ძალიან ხმამღლა უსმეენ?
- გაწუხებს დეე?
- ანუ დიდად არა, მაგრამ შენ თვითონ არ დაყრუვდე, ვიცი გიყვარს მუსიკების მოსმენა მაგრამ, შვილო ცოტა ჩაუწიე ხოლმე - დედამ ჰემინს ბრინჯი დაუდგა წინ
- დე იცი, რომ მუსიკა შესანიშნავი საშუალებაა სიჩუმე ჩაახშო
- ოოხ, შენ და შენი შიშები
- კაი ხოო დე, სხვა დროს ხმამაღლა არ ჩავრთავ და მხოლოდ მაშინ ავუწევ როცა Turbo ს და Hot ის სიმღერები დაიწყება
- ოო ეგ უკვე სხვა საქმე იქნება - დედამ გაიღიმა და ბრინჯზე შემწვარი კვერცხი დაუფინა - ნელა ჭამე...

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now