თავი მეშვიდე

18 2 0
                                    

.  .  .
- ჯონჰიონ მოხვედი?
მოსამზადებელ ოთახში ჰემინს გვერდითა სარკესთან ჯონჰიონი მოუჯდა. ხელზე მისი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა, რაც ჰემინს არ გამოპარვია. დღეს ორივე წამყვანი იყო MBC- ის გადაცემა Show champion - ის. სხვადასხვა აიდოლ ჯგუფები თავიანთ ახალ სიმღერებს იმღერებდნენ და ბოლოს გამარჯვებული უნდა გამოცხადებულიყო.
ლამაზად ჩაცმული ჰემინი და ჯონჰიონი მალე ოთახიდან გამოვიდნენ და გადაცემაც დაიწყო. ორივეს დიდი ტაშით შეხვდა მსმენელი, თვითონ აიდოლებიც ბედნიერები ჩანდნენ ასეთ პოპულარულ პირებს რომ შეხვდნენ.
სანამ ჯგუფები სიმღერას წარმოადგენდნენ სცენაზე, ჰემინი კულისებიდან ადევნებდა მათ თვალს. ხანდახან თვალს გააპარებდა ჯონჰიონისკენ, თეთრად შეღებილი თმები, მოხდენილი შარვალ-კოსტუმი უფრო იზიდავდა ჰემინს. მისი ნება, რომ ყოფლიყო მთელი დღე მიაჩერდებოდა და ეს საერთოდ არ მობეზრდებოდა. მასთან სიახლოვე გულს უფრო უჩქარებდა, ამდენი წლის მერე გრძნობა მის მიმართ საერთოდ არ განელებია. მიზანი, რომ გაზრდილიყო და მასთან მიეღწია შეიძლება ასრულებულად ჩაეთვალა და რატომღაც ზუსტად ახლა, ამ ხმამაღალი მუსიკების, მაყურებლის ხმაურის, თავიანთი გარკვეული მოვალეობის ფონზე გრძნობებში გამოტყდომა მოუნდა ჰემინის გულს. მისჩერებოდა ჯონჰიონს და სიტყვები ვერ მოეძებნა რითი დაეწყო, რომ უცბად ფიქრებიდან სცენაზე დაწყებულმა სიმღერამ გამოარკვია.
- ვა, რა კარგი და მხიარული სიმღერაა! - ჰემინს უცბად თვალები გაუბრწყინდა და სცენას გახედა
- ხოო, კარგი ჯგუფია, შარშან დადებიუტდნენ როგორც ვიცი
- ჰააა იმას რა თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს
- რომელს?
- შავი, ოდნავ გრძელი თმით, ვარდისფერი პერანგით... ააა რა  საყვარლები არიან, რომელი ჯგუფია?
- Seventeen-ი, როგორც ჩანს ძალინ მოგეწონა
- კიი, მიყვარს ასეთი სტილის სიმღერები თან იმ ბიჭის ხმა რა კარგად ჩამესმა ყურში
- თან უკვე ბიასიც აარჩიე?
- მგონი ასეა.. - ჰემინს გაეცინა
მალე მიწურულს მიუახლოვდა გადაცემა. ჰემინი და ჯონჰიონი სცენის წინ დადგნენ. უკან გაივსო აიდოლებით, სანამ ქულების ათვლა დაიწყებოდა ყველა ღელავდა. მალე გამოცხადების დროც დადგა
- დაა დრევანდელი გამარჯვებულია - ჯონჰიონმა ხმამაღლა წამოიძახა - Seventeen, Pretty U, გილოცავთ.. გილოცაავთ - ამაზე ჰემინსაც ძალიან გაუხარდა. პრიზი ჯგუფს გადასცეს. რამდენიმემ სიტყვა წარმოთქვა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ
- რა საყვარლები არიან არა - ჰემინმა ჯონჰიონს ყურში გადაუჩურჩულა
- ხო, მართლა კარგი ბავშვები არიან
ბოლოს ვარდისფერ პერანგიანმაც წარმოთქვა სიტყვა და მიკროფონი ჰემინს გაუწოდა. ჰემინმა ხელი სწრაფად გაუწოდა და ოდნავ შეეხო თუ არა მის ხელს მოულოდნელად მთელ სხეულში გააჟრჟოლა და ტანზე სულ დაბურძგლა, მანაც პირდაპირ თვალებში ჩახედა ჰემინს. ჰემინმა მიკროფონი სწრაფად გამოართვა
- რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ?
- არა, უბრალოდ რაღაც შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა, ალბათ რაღაც გამიხარდება
ჯონჰიონს მისი სახის დანახვაზე გაეცინა და დაეთანხმა კი მასე იქნებაო. მალე ორივე ღიმილით გამოემშვიდობა მაყურებელს.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now