თავი მეთორმეტე

16 1 0
                                    

2018 წლის დეკემბერი.
ჰემინი კორეულ კინოში მიწვიეს სახელად „დედა“, მისი შესრულებით აღფრთოვანებული მაყურებელი სიყვარულს ვერ მალავდა ჰემინის მიმართ. შესანიშნავმა შესრულებამ და ასეთმა წარმატებამ ჰოლივუდამდე გაუთქვა სახელი და ის 2018 წლის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. კორეაში ჩამოსულს უამრავი ფანი დახვდა, სამშობლო მისით ამაყოდა.
გადაცემა „knowing brother” შიც მივიდა, ჰეჩულთან ერთად გაერთო. ყველა აღნიშნავდა და-ძმის სიახლოვეს. გადაცემაში ჰემინმა თავის საყვარელ ჯგუფად seventeen ი დაასახელა, როგორც თვითონ ამბობდა ამ ჯგუფმა და მათმა სიმღერებმა მას მეტი ძალა და სიხარლი შემატა.
ჰემინს არც ცეკვის სიყვარული დავიწყებია, თითქმის ყოველდღე დადიოდა სავარჯიშოდ. ვიდეოების ჩაწერაც დაიწყო. სხვადასხვა სიმღერებზე ცეკვავდა და ეს იდეალურად გამოსდიოდა. ზოგი იმასაც კი აღნიშნავდა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ჰემინი აიდოლიც ყოფილიყო. მაგრამ როგორც, თვითონ ამბობდა ეს უკვე ზედმეტი შრომა იქნებოდა მისთვის. თანაც მსახიობობა მოსწონდა და ზედმეტი საჭირო არ იყო. ინტერესი თუ არ გაქვს, რაც არ უნდა კარგად ასრულებდე საქმეს მაინც მიუღებელი იყო მისთვის.
მეგობრებსაც ხშირად ნახულობდა. განსაკუთრებით ახლოს თეიანგთან იყო. თეიანგი ყველანაირად ცდილობდა ჰემინი გაემხიარულებინა, ეშინოდა იმის წარმოდგენა, რომ როცა მარტო ტოვებდა შესაძლოა სევდას მოეცვა მისი გონება. მაგრამ ჰემინი, ხომ ამდენ რამეს იმიტომ აკეთებდა, ყველაფერში იმიტომ იყო ჩართული, რომ მარტო დასარჩენად დრო არ ჰქონოდა.
დრო ამდენ საქმეში სწრაფად გადიოდა. ერთმა წელმაც ისე ჩაიარა გააზრებაც კი ვერ მოასწრეს.
2019 წლის დეკემბერს კონცერტზე, წამყვანად ჰემინი მიიწვიეს. მასთან ერთდ აირინი და ჯინიონგიც იყვნენ. ჰემინმა თავის ფერადი კაბით აღტაცება ყველაში გამოიწვია. ყველა შავთეთრ ფორმაში იყო, კლასიკურად, მხოლოდ ჰემინს ეცვა ყვავილებით მორთული კაბა, რომელიც ყველაში გამოარჩევდა. მის უკან სულ მის სილამაზეზე ჩურჩულებდნენ, ბევრი აიდოლი იყო მისი ფანი. კონცერტი მშვიდად და მხიარულად მიდიოდა. ჰემინი შორიდან ტკბებოდა მისი საყვარელი ჯგუფი seventeenის ყურებით. ყურებამდა იღიმოდა, როცა მათ სიღერას უსმენდა, ყველა სიმპათიური და ნიჭიერი იყო. განსაკუთრებით ერთი იპყრობდა მის ყურადღებას. თითქოს თვალს არიდებდა, მაგრამ ცოტახანში ერკვეოდა, რომ ისევ მასზე იყო მიშტერებული. მისი ქერა დახვეული თმები, აღნაგობა, ხმა ყველაფრით იყო მოხიბლული. „ვაუ მგონი ბიასი მყავს ამ ჯგუფში“ ფიქრობდა ჰემინი და თან თავის თავზე ეღიმებოდა, სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ თვითონაც ჩვეულებრივად ვიღაცის ფანი იყო.
კონცერტი დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოს ყველანი სცენაზე გამოვიდნენ და დასამშვიდობებელი სიმღერის შესასრულებლად ემზადებოდნენ.
- აირინ, ჩემი სამაჯური ხომ არ გინახავს - ჰემინი შეშინებული აქეთ იქით იყურებოდა
- რომელი სამაჯური
- ხელზე, რომ მიკეთია სულ, მრგვალი რგოლებით
- არა , გაიხსენე ბოლოს სადმე ხომ არ მოიხსენი
- არა ,  არასდროს ვიხსნი
- კაბაზე ხომ არ გაგებლანდა, აბა დატრიალდი - აირინი გულმოდგინეთ აკვირდებოდა კაბას მაგრამ ვერაფერი ნახა
- არადა ახლახანს მეკეთა, წინ რომ ვიდექით იქ ხომ არ დამივარდა
მალე ზემოდან კამფეტის ფურცლების ყრა დაიწყეს, ირგვლივ ყველაფერი გაფერადდა. ჰემინი ნელი ნაბიჯით სცენის თავისკენ წავიდა, წინ შუქზე სამაჯურმა გაიბრწყინა.  სიხარულისგან ცოტაც და იკივლებდა, მხიარული სახით მიუახლოვდა. როცა ჩაიმუხლა, დაყრილი კამფეტების ფურცლები კაბამ ისევ ჰაერში ააფრიალა და ჰემინი უფრო გაფერადდა.
- ლამაზია..
ესქუფსმა ჯეონჰანს მხარი გაკრა
- ცოტა ჩუმად
- მგონი ეს ყველამ იცის - და თბილად ჩაიღიმა
ჰემინი თავის ადგილს დაუბრუნდა და გახარებულმა აირინს სამაჯური აჩვენა. კონცერტი ლამაზად დამთავრდა. ჯგუფები ემშვიდობებოდნენ თავიანთ ფანებს. ყველა კარგ განწყობაზე იყო. ჰემინიც ხან ვის ხან ვის ელაპარაკებოდა. იცინოდნენ და გეგმებს აწყობდნენ კიდე როდის შეხვედროდნენ ერთმანეთს. ჰემინი ნელ-ნელა კულისებისკენ დაიძრა, რომ უცებ თითქოს უკან მკლავით ვიღაცამ დაქაჩაო, ინერციით შემოტრიალდა და წინ მდგომს მიეჯახა. წინ მდგომმაც ხელი მხრებზე ჩაკიდა მისაშველებლად.. ჰემინმა თავი ნელ-ნელა მაღლა ასწია და იმწამსვე გული მთლიანად შეეკუმშა.
- ბოდიშს გიხდით, თქვენი სამაჯური ჩემს მაჯის ღილს გამოება. ხო არ იტკინეთ რამე
- აარა.. - ძლივს წაილუღლუღა ჰემინმა, და მადლიერი იყო მაკიაჟის, თორემ მისი წითელი სახე ყველასთვის შესამჩნევი იქნებოდა. მის წინ ხომ სევენთინის წევრი ჯეონჰანი იდგა და  მშვიდი სახით ჰემინს პირდაპირ თვალებში უყრებდა.
- მოდით გავხსნი - ჰემინს მკლავი დაუჭირა და ფრთხილად განაცალკევა გადაჯაჭვული სამაჯური და ღილი.
- მორჩა, ახლა თავისუფალი ხართ.. ააჰ ბოდიში ანუ ის ვიგულისხმე, რომ გავხსენი - ჯეონჰანმა სირცხვილისგან თავი დაბლა დაწია. ჰემინმა თურმე მარტო მე არ ვგრძნობ თავს ასეო, თვითონ თავი მაღლა ასწია, მადლობა გადაუხადა, ამაყად და სწრაფად უკან შემოტრიალდა. ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას. ჯეონჰანი კი უკან იდგა და ჯგუფის წევრს, რომ არ დაეძახა ალბათ კიდევ ბოლომდე დააკვირდებოდა ჰემინს, სანამ თვალს არ მიეფარებოდა.
ჰემინი თავის გამოსაცვლელ ოთახში შევიდა, კარი ჩაკეტა და ცოტახანი კედელს მიეყრდნო. ხელი მკერდზე დაიკრიფა, გული ძალიან სწრაფად უცემდა
- აი თურმე რა შეგრძნებაა, როცა შენ ბიასს ახლოდან შეხვდები, ძალიან საინტერესოა.  ახლა მივხვდი ფანები რას გრძნობენ ხოლმე, ვაუუ ამას როგორ უძლებენ.. - ჰემინი კიდევ კარგახანს იდგა ჩაფიქრებული და ხელით თავის სამაჯურს ატრიალებდა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now