- როგორი იყო დღეს აბა?
- ძაან დავიღალეე
- მერე ვინ გეხვეწება ყველაფერი აკეთო?
ჰემინი ჰეჩულის სახლში დივანზე წამოწოლილი ქათმის ფეხებს გემრიელად მიირთმევდა
- რამდენჯერ გითხარი მაგიდასთან ჭამე მეთქი?
- აუუჰ რა აზრი ააქვს? მაინც მე უნდა გავწმინდო და სადაც მინდა იქ შევჭამ
- ხოო ეგეც მართალია
- მეძინება..
- მაქვე არ დაიძინო გთხოვ, სახლში რატომ არ მიდიხაარ?
- ოოჰ წავიდეე?
- ანუ ხომ იცი რომ არ გაგდებ უბრალოდ იქნებ ვინ მინდა მოვიყვანო სახლში
- მმ?? ვიინ? ისე მეუბნები თორე ადრე ხელს გიშლიდი რა, მაინც ყოველდღე მოგყავდა ვიღაც
- კაი, ყოველდღე არ მომყავდა
- კი კიიი
ჰეჩული ჰემინის ქათმის ფეხს დაწვდა
- აუუჰ რა წიწაკიანიაა, რა იყო სად შეუკვეთე ასეთი ცხარე
- შენ რომ ვერ გეჭამა იმიტომ შევუკვეთე
ჰეჩულმა ბალიში ესროლა, პირმოსვრილი ჰემინი გემრიელად იცინოდა
- საღამოს თეის უნდა შევხვდე.
- თეიანგს?
- ხო, საყიდლებზე მივდივართ
- სერიოზულაად? მოკლედ თქვენ არაფის გეშინიათ
- და რისი უნდა გვეშინოდეს, დანაშაულს კი არ ჩავდივართ
- კარგად დაიფარეთ სახე ოღონდაც
- არის სერ..
. . .
- ჰემინ.. ჰეეემინ.. - ჰემინი შეშინებული უყურებდა უცნობს
- თეიანგ შენ ხაარ?
- ხოო
- რა იყო მსოფლიო დამნაშავე ხაარ, ძლივს გიცანი
- წამოდი, წამოდი.. ჯერ ხომ არ გვეჭამა რამე
პატარა კაფეში ორივემ სენდვიჩი და წვენი შეუკვეთა. სასიამოვნო სიმღრა ისმოდა ირგვლივ.
- იაპონიაში როდის მიდიხარ?
- ამ კვირის ბოლოს
- ასე მალე?
- ხო, ბოლო სეზონია ჩემი სერიალის და ალბათ მერე სულ აქეთ ვიქნები.
თეიანგს ჩაეღიმა
- რა აზრი აქვს, მერე ისევ რაღაცას გამონახავ, იქნებ საერთოდ ჰოლივუდში მიგიწვიონ რაიმე როლზე
- არაა, ხომ იცი რომ უარს ვეტყვი
- არადა ვფიქრობდი, რომ დათანხმდებოდი, შენ ხომ ყველაფერს აკეთებ, ყველაფერს ოღონდ აქ არ დარჩე დიდხანს და...
- რა სისულელეა, ყველაზე მეტად აქ მიყვარს ყოფნა, აქ ყველაფერია ის რაც მიყვარს - ჰემინმა ფანჯარას გახედა - მგონი წვიმას აპირებს
თეიანგი ჰემინს უყურებდა და თითქოს ცდილობს მისი ფიქრები წაიკითხოსო, თვალს არ აშორებდა
- ანუ მალე მეც ბედნიერი ვიქნები, რადგან შენ სულ აქეთ იქნები - ჰემინმა ნელა გახედა
- რა იყო ისე არ ხარ ბედნიერი?
- მხოლოდ რამდენიმე საათით
- ვაა ეგეც კარგია მერე.. და წვიმაც დაიწყო
- წამოდი გავიქცეთ?
- სად?
- სადმე, წვიმაში - უცბად ხელი ჩაკიდა ჰემინს და გარეთ გაიყვანა
- სერიოზულად?
- რატომაც არა - მოწყდა ადგილიდან და ხელ ჩაკიდებული ჰემინიც თან წაიყოლა. მირბოდნენ ორივე წვიმის ქვეშ, დასველების მიუხედავად, მირბოდნენ და ამ უაზრობაზე ხმამაღლა ეცინებოდათ, დღეს ხომ სულ სხვა რამ ჰქონდათ დაგეგმილი..
ჰემინი იაპონიაში დაბრუნდა. ამჯერად ერთ წელზე მეტხანს მოუწია დარჩენა. 2020 წლის აპრილში, ჰეჩულს კონცერტი ჰქონდა იაპონიაში. გახარებული და-ძმა ერთმანეთს თბალად მოეხვია. ჰემინმა ყველა ჯგუფის წევრები რესტორანში დაპატიჟა და შესანიშნავი დრო ატარეს
- თქვენს კონცერტზე მოვალ იცოდე და აბა თქვენ იცით
- მართალაა ძაან კარგია ჰემინ, გაგვახარებ ყველას
- მერე გცალია მინიაა?
- გამოვნახავ დროს ...
კონცერტზე მართლაც შეძლო ჰემინმა მისვლა. დასასრულს ლუდის დალევა გადაწყვიტეს ბიჭებმა.
- ჰემინ სხვებიც შემოგვიერთდებიან
- ვინ? მე ვიცნოობ?
- არა და გაოცდები, ჯუნი, ვერნონი და ჯეონგჰანი seventeen ის წევრები
- რააა? - ჰემინს თვალები გაუფართოვდა
- ხო ვიცი, რომ შენი საყვარელი ჯგუფია, აღმოჩნდა რომ იაპონიაში არიან, და დავპატიჟეთ
- რატომ?
- უცნაური კითხვაა
- არა ანუ ვიგულისხმე იმიტომ რომ მე მომწონს ეგ ჯგუფი?
- მინიაა არაა, სანამ შენ არ იყავი კორეაში დავმეგობრდით გავიცანი, კარგი ბავშვები არიან , და რატომაც არა, ვმეგობრობთ კიდეც
- ვაუ..ამას ნამდვილად არ მოველოდი
- კაი, შემოდი აქ ვიკრიბებით
სტუმრები უკვე შიგნით იყვნენ. ყველა მეგობრულად მიესალმა ერთმანეთს
- ჰემინ გაიცანი, ვერნონი, ჯუნი და ჯეონჰანი
ჰემინმა თბილად ჩამოართვა ყველას ხელი. თავისთავის უკვირდა ასეთი მორცხვი გოგოსავით კარგა ხანია არ მოქცეულა. ყველასთან ამაყად და დიდივით იქცეოდა და ახლა მათ თვალსაც კი ვერ უსწორებდა
- ჩემ დას რომ იცნობთ, კი ვიცი - ჰეჩულმა ჩაიღიმა და ჰემინს სკამი გამოუწია
- კი, როგორ არა, თქვენი ფანიც კი ვართ - ვერნონი ბოლომდე იღიმოდა
- ოო ძალიან საიამოვნოა
- გაგიკვირდებათ და ჰემინი კი თქვენი ფანია, მგონი ყველა თქვენი ალბომი აქვს უკვე ნაყიდი და სიმღერებიც ზეპირად იცის
- უბრალოდ ტექსტი მარტივად მამახსოვრდება - ჰემინმა არ იცოდა საით ეყურებინა
- აუუ ძაან მაგარია, სხვათაშორის ჯეონჰანი განსაკუთრებით გაღიარებთ.
ჰემინმა ჯეონჰანს ნელა გახედა, ჯეონჰანი ბედნიერად იღიმოდა და საჭმლით თეფშს ივსებდა. „ღმერთო ჩემო აქ დაძაბული მგონი მარტო მე ვზივარ, დაწყნარდი ჰემინ, დამშვიდდი“ ჰემინი თავისთავს ახმნევებდა
- გითხრათ ერთი საიდუმლო? - ჰეჩული წინ წამოიწია. ჰემინმა მკაცრი სახით გახედა მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რის თქმას აპირებდა - ჰემინს თქვენ ჯგუფში ბიასი ყავს, რომელიც განსაკუთრებით მოწონს და ის ახლა თქვენ შორისაა
- ვააა.. - ვერნონი გაოცებული უყურებდა ხან ჯუნს ხან ჯეონჰანს - არამგონია მე ვიყო
- არც მე - ჯუნმა დაიმორცხვა
- რატომ ნებისმიერი შეიძლება ვიყოთ - ჯეონჰანმა ვერნონს თეფშზე თევზის ნაჭერი გადმოუდო
- ვთქვა მინიაა?
ჯეონჰანმა ჰემინს გახედა, „მინია“ ჩაიჩურჩულა, თან ეღიმოდა
- არამგონია უარის მიუხედავად გაჩუმდე - ჰემინი ძმას წარბშეკრული უყურებდა
- და ეს ჯეონჰანიაა, პირველად რომ გნახა სულ შენზე ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელი არ იცოდა, თბილხმიანს გეძახდა.
ყველას გაეცინა. ჯეონჰანი ცოტა ხანი თითქოს გაშეშდაო, თვალის დახამხამებაც დაავიწყდა ისე უყურებდა ჰემინს
- მიხარია... ძალიან კარგია.
„უხარიაა? რაა? გაიგო რომ ჩემი ბიასია და მეტის თქმა არ შეუძლია. სიხარულიც არ გამოუხატავს წესივრად.. ამხელა ცნობილი ადამიანი, რომ გეტყვის ჩემი ბიასი შენ ხარო, სიხარულისგან ალბათ გადავირეოდი.. და ამას უბრალოდ უხარიაა? ჰაა, არც მე გადავრეულვარ, როცა თქვი გადაცემაში ჰემინის ფანი ვარო.. ჰაა, მარტო მე ვარ რა უხერხულად აქ“ ჰემინი უკვე აქედან წასვლის გეგმებს აწყობდა.
სიხარული მართლაც არ გამოუხატავს ჯეონჰანს, უფრო გახარებული ვერნონი და ჯუნი იყვნენ. ვერნონი მხარზე ურტყამდა ჯეონჰანს, ჯუნი კი შორიდან ოოო ს იძახდა.
შორიდან სკოლის შეკრება ეგონებოდა ადამიანს, სადაც მეგობრებმა აღმოაჩინეს რომ ჯგუფში წყვილი ყავდათ და ახლა ყველნაირად ცდილობდნენ მათ გამოტეხვას.
ჰემინი თავდახრილი ჭამდა ჰეჩულის დადებულ გარჩეულ თევზს. ბიჭები კი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ცოტა დალიეს კიდეც და ბევრს იცინოდნენ. ხანდახან ჰემინი გახედავდა მათ. ჰეჩული თავისი უცნაური ისტორიებით თავს იწონებდა. ვერნონი გაოცებული სახით იცინოდა, ჯუნი ბედნიერად ადგილზე ცკმუტავდა, ჰეჩულის ჯგუფის წევრებიც ხითხითებდნენ, თან გაუჩერებლად სვავდნენ. ჯეონჰანი გრილზე ხორცს ატრიალებდა და თან თბილი ღიმილით უსმენდა მათ ისტორიებს. „ყოველთვის ასე იღიმის?„ ჰემინს თვალი ჯეონჰანზე ჰქონდა მიპყრობილი „თვითონ არ ჭამს თუ თავს აწონებს ხალხს, რომ მზრუნველია? „ უეცრად ჯეონჰანმა გამოხედა, ჰემინმა თავი ეგრევე გაატრიალა. ჯეონჰანმა თეფშზე ხორცის ნაჭერი ფრთხილად დაუდო, ჰემინმა მადლობის ნიშნად თავი დაუხარა და არც გაუხედია მისკენ ისე შეჭამა.
მხიარულება დასასრულს მიუახლოვდა. ჰემინი მართალია დიდად ვერ გაერთო, მაგრამ ნასიამოვნები მაინც იყო.
- აბა დაგიკავშირდებით მერე, ჰემინ შენ სახლში მიდიხარ?
- ხო დავისვენებ ცოტას, მერე გადაღებები მაქვს
- ოო კაი აბა მინია, მოდი ჩაგეხუტო - ნასვამი ჰეჩული თბილად გადაეხვია ჰემინს და ყველანი მინივენში ჩასხდნენ.
- თუ გინდათ ჩვენ მიგიყვანთ სახლამდე - ვერნონმა სწრაფად შესთავაზა ჰემინს
- იყოს, მადლობა ჩემით წავალ
- არა, წამოდი ჩაჯექი, ღამეს მარტო ვერ დაგტოვებთ - ჯეონჰანი პასუხს არც დაელოდა ისე ჩასვა ჰემინი მანქანაში
„ჩემმა ძმამ მიმატოვა ღამით და ერთი თქვენ რაში გადარდებთ„ ჰემინი ფანჯარაში გაღიზიანებული იყურებოდა. უარის თქმაც რომ ვერ შეძლო, რა ჭირდა დღეს ვერ გაეგო
- ჰემინ დღეს რაღაც ვერ გაერთეთ ხომ ჩვენთან
- არა, ძალიან კარგი იყო, რატომ?
- უბრალოდ თითქოს დაძაბული მეჩვენეთ
- არა უბრალოდ გადავიღალე, დიდი დღე იყო
- ისე ასეთი უხასიათო არ ხართ ხო? - ჰემინმა ჯუნს გახედა, ასეთ პირდაპირ კითხვას არ მოელოდა
- არვიცი, ალბათ ვარ ან არა, სხვათაშორის ამაზე არ დავფიქრებულვარ, და არც არავის უთქვამს
- მხიარული ხარ, უბრალოდ დრო გჭირდება რომ გარემოს შეეჩვიო - ჯეონჰანი ჰემნის ისევ თვალებში უყურებდა.
- არ ვიცი - ჰემინს უხერხულად ჩაეცინა და ისევ ფანჯარას გახედა - აი მე აქ ჩამოვალ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, იმედია კიდევ შევხვდებით.
ისინიც დაემშვიდობნენ და მანქანამაც გზა განაგრძო. ჰემინი თვალს ბოლომდე ადევნებდა, სანამ არ გადაუხვია. უცნაური შეხვედრა იყო,იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთის ფანები იყვნენ და ერთმანეთის ნიჭს ორივე აფასებდა. ჰემინი დაბნეული ავიდა სახლში და ეგრევე ლოგინზე წამოგორდა. ჭერზე მოციმციმე მანქანის შუქებს გახედეა „რა უცნაური დღე იყო, კარგი მაგრამ უხერხული. მიხაროდა, მართლა მიხაროდა მათთან ყოფნა, მაგრამ რატომ ვერ გამოვხატე, რატომ ვერ ვიცინოდი მათ წინ. თუმცა სიცილით დიდი ხანია არ გამიცინია“ ჰემინი გადაბრუნდა და კატასავით მოიკუნტა. სიბნელეში ასე დიდხანს იწვა და ოღონდ არ ჩაძინებოდა ყველაფერ უაზრობაზე დაიწყო ფიქრი.
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.