თავი მეთექვსმეტე

10 1 0
                                    

მე-3 დღე
ჰემინმა ძვლივს ასწია თავი ბალიშიდან. ადგომა ისე ძალიან არ უნდოდა, ოთახიდან გასვლა ხომ საერთოდ. სარკეს გახედა. თვალები ჩაწითლებული და შესიებული ჰქონდა
- რას ვგავაარ - კარისკენ ჩუმად დაიძრა და ყური მიადო. ჯერ, როგორც ჩანდა, ყველას ეძინა. გარეთ ფრთხილად გამოვიდა. სამზარეულოში მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და სწრაფად თვალებზე მიიდო
- ჰემინ , ადექი უკვე? - ოთხში ვერნონი შემოვიდა
- აა, ხო დილა მშვიდობისაა
- დილა მშვიდობისა, თვალებზე რა გჭირს?
- აა, არაფერი გუშინ გვიანობამდე ტელეფონს ვუყურებდი და  - ჰემინს უხერხულად ჩაეცინა
- ოო, ჰემინ შენგან მიკვირს - ვერნონმა სიცილით გამოხსნა მაცივარი და თვითონაც წყალი გამოიტანა
- ჰემინინ დილამშვიდობისა - დიქეი მხიარულად მიესალმა ჰემინს. მალე ყველა ქვემოთ იყო.
დერეფანში ჰემინს ჯონჰანი გადაეყარა. უხერხულობისგან თვალი ვერცერთმა გაუსწორა ერთმანეთს. ჰემინმა თავი ფრთხილად დაუკრა და ბიჭებს გაერია. ჯონჰანს ეს ფაქტი არ მოეწონა, ცოტა უსიამოვნოდ გრძნობდა თავს, რომ ჰემინს წინა ღამით აწყენინა.
- აბა დღეს რა ვჭამოთ საუზმაად?
- როდიდან კითხულობ ამას ჯონჰაან -  უჯის გაეცინა. ჯონჰანმა მხარი გაკრა და მზერით ჰემინისკენ მიანიშნა
- რამე აწყენინეე? - გადაუჩურჩულა
- მეე? შეიძლებაა..
- აუუჰ, გამოსწორებას როგორ აპირებ
- ჯერ არ მაქვს მოფიქრებული
- მე ვერაფრით დაგეხმარები ხომ იციი
- ხო არც მინდა, ჩემი პრობლემაა
ჯონჰანმა ტაფა გადმოიღო, ზედ რამდენიმე კვერცხი დაატეხა. თან ჰემინისკენ აპარებდა მზერას. თავს უცნაურად აქნევდა აქეთ-იქით თითქოს გეგმა ვერ დაეწყო. ჰემინმა თავისთვის ჯამი გადმოიღო რძე დაასხა და შიგნით ხრაშუნა ნამცხვრები ჩაყარა
- შენი საუზმეა? - ჯონჰანი გვერდით ამოუდგა.
- კი
- უფრო ნოყიერად უნდა ჭამო, თუ დამელოდები ომლეტს და ბრინჯს გამოგიტან
- იყოს მადლობა - ჰემნიმა სწრაფად უარყო მის შემოთავაზება და მაგიდას მოუჯდა სხვებთან ერთად.
- იმედია დღეს გადაღებები დიდხანს არ გაგრძელდება
- ხო მეც ძაან მეზარება
ყველანი გემრიელად საუზმობდნენ. მაგიდას ჯონჰანიც შემოუერთდა. მერე ცოტახნით საუბარი გააბეს. ვონუმ ჰემინს სათვალე გამოართვა
- არა, საერთოდ ვერ ვხედავ, მე უფრო მინუსებში ვარ - ყველას გაეცინა. ჰემინმა ხო ჩემი არაფერიაო და სათვალე უკან გაიკეთა. მერე წინა დღის სასაცილო მომენტებს იხსენებდნენ. ჰემინს მის მაისურზე დასცინოდნენ, რომელზეც პატარა იხვი ეხატა. მოკლედ სანამ გადამღებები მოვიდნენ კარგად გამოფხიზლდნენ
დღევანდელი გადაღება სევენთინის ერთ-ერთ გადაცემა “Going Seventeen”ს ეხებოდა. ერთ ეპიზოდში ჰემინიც გამოჩნდებოდა და რეჟისორებმა გადაწყვიტეს, რომ ეს კარგი იდეა იყო. გადაღება შუა ერთ-ერთ მშვენიერ ტყეში მიმდინარეობდა. უნდა დაბანაკებულიყვნენ და სხვადასხვა თამაშობები ეთამაშათ.
- ახლა , რომ მიირთვით ზოგი ჭურჭლის გარეცხვაზე, ზოგიც უბრალოდ დასვენებაზე გადანაწილდით
- რამე უნდა ვითამაშოთ ამისთვის თუ...
- თუ ახლა ვინმე მსურველია თავად რომ გარეცხოს ჭურჭელი , მაშინ პრობლემა არაა
ყველას გულიანად გაეცინა, რადგან ამის გამკეთებელი არავინ იყო
- კარგით და რა თამაშია?
- რადგანაც სტუმრად ჰემინი, ერთადერთ გოგო , გვყავს
- მას დავარეცხინოთ, შესანიშნავია - მინგიუს სიცილის წასკდა, პასუხად ყველამ ხელი შემოარტყა და რამდენიმე დამცინავი სიტყვაც უთხრეს
- არა, თქვენი მოვალეობაა ჰემინის გულის ცემა აუჩქაროთ
- რა? - გაკვირვებით გახედა ჰემინმა პროდუსერს
- ანუ თქვენ გულისცემას ეკრანზე ვნახავთ, ვინც ვერ გადააცილებს 80ცს ის იქნება წაგებული
- ვაა, უცნაური თამაშია
- და ამით მე რა?
- ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჰემინი საერთოდ არ გარეცხავს ჭურჭელს, ანუ თქვენ ისედაც ისვენებთ - ჰემინმა ტაში შემოკრა და ბიჭებს დამცინავად გაუღიმა
- დავიწყეთ მე მზად ვარ
- რა ხერხითაც გვინდა იმას გამოვიყენებთ ხომ
- კი როგორც გინდათ
- ჰემინ გეღიტინებაა? - პირველი დიქეი იყო
- არაა, ოღონდ ღიტინი არააა - დაა ჰემინი სიცილისგან გაიხა.  - გაჩერდი, გეყოფააა- ჰემინი გემრიელად იცინოდა და მის სიცილზე სხვებსაც ეცინებოდათ. დიქეი გაჩერდა.. ჰემინი ძლივს გასწორდა და თვალთნ მომდგარი ცრემლი მოიშორა
- აბა რამდენია?
გადამღებმა თანხმობის ნიშნად ხელები აწია, რაც იმას ნიშნავდა რომ დიქეი ჭურჭელს არ დარეცხავდა
ნელ-ნელა სხვებიც გამოვიდნენ, ჰემინს ან უცნაური მოძრაობებით აცინებდნენ, ხანაც მათთან ერთად ვარჯისს თხოვდნენ
- ააჰ მე მეტი აღარ შემიძლიაა - ჰემინი მიწაზე დაჯდა და პატარა ბავშვივით მოიღუშა
- ცოტაც ჰემინ ცოტაც, მარტო დინო ჭურჭელს ვერ დარეცხავს - ყველამ სიცილით გადახედა დინოს
- კარგით დამშვიდდეს ჯერ ჰემინი - ჰემინი გაუნძრევლად იჯდა მიწაზე -  გულისცემამ დაიკლო, შემდეგი ვინაა
- ჯონჰანიიი
ჯონჰანის სახელის ხსენებაზე ჰემინი შეფერმკრთალდა
- ეს რა არის... გულისცემა უკვე ზემოთ ადიიის
- ჯერ არაფერი გაუკეთებია
ჯონჰანი უბრალოდ იდგა და ციფერბლატს გაკვირვებული უყურებდა
- ჰემინ, ხომ არ გაფუჭდა
- მგონი თვითონ ჰემინი გადაიწვა - ესქუფსი სიცილით მიუახლოვდა ჰემინს, რომელიც აწითლებული ვერ იძვროდა. ჯონჰანი კი უფრო უახლოვდებოდა, რამდენადაც ახლოს მიდიოდა, მისი გულის ცემა მატულობდა, და თვითონაც ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა. საბოლოოდ მიუახლოვდა ჰემინს და ასაყენებლად ხელი გაუწოდა
- ვაუუ რახდებააა, რახდებაა ააქ - ბიჭები ახმაურდნენ. ზოგი თვალს უკრავდა ერთმანეთს, ზოგიც მხარზე ხელებს უტყაპუნებდა, ზოგიც შორიდან მშვიდად ადევნებდა ამ ლამაზ სცენას თვალს
- ჯონჰანმა მოიგოოო!
ჰემინმა ხელი ჩაკიდა თუ არა ჯონჰანს, გუშინდელი სიტყვები გაახსენდა „დამაინტერესე“ და გულის ცემამ უფო იმატა.
- გაჩერეთ თორემ მგონი ჰემინს ახლა ინსულტი ექნება - ყველას გაეცინა. ჯონჰანი რამის გაკეთების გარეშე მოგებულებში ჩათვალეს.
მალე თამაშიც დამთავრდა. ჰემინი ჯერ კიდევ გამოშტერებული იჯდა, და ახსენდებოდა თუ არა, რაც მოხდა, ეგრევე სახეზე ჭარხლდებოდა. როგორ უნდოდა სადმე დამალულიყო და ერთი ორი დღით არავის ეპოვა.
გადაღებები დამთავრდა. და მალე სახლშიც დაღლილები შევიდნენ.
- დღესაც კარგი დღე იყო
- კიი
- და ახალი ამბავიც გავიგეეთ - ჰოშიმ თვალები მოჭუტა
- რაა
- ის რომ ჰემინს ჯონჰანის ხსენებაზე გული უფეთქდება - ყველას გაეცინაა
- სულაც არაა - დაიმორცხვა ჰემინმა და სახე მოეღუშა. ჯონჰანი კი ჰემინისგან განსხვავებით ძალიან ბედნიერი ჩანდა, მთელი გზა ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
ყველანი თავთავიანთ ოთახებში ავიდნენ. ჰემინიც სწრაფად შეიკეტა ოთახში. „რა მინდოდააა, გაბრაზებული არ ვიყავი მასზეე.. მოიცა შეიძლება სიბრაზისგან იყო ეს გულის ცემა, კი მასე იქნებოდა“ ჰემინმა თავდაჯერებით დააქნია თავი და გამოცვლა დაიწყო.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now