* * *
აპრილის თბილი საღამო იდგა. გაზაფხულის მოსვლამ უფრო დაამშვენა ირგვლივ ყველაფერი, ახლად გაღვიძებული ალუბლის ყვავილები სასიამოვნო და რომანტიკულ განწყობას აღვივებდა ადამიანების გულებში.
ჰემინი ფანჯარასთან მოწყობილ პატარა მაგიდასთან იჯდა და გულმოდგინედ მეცადინოობდა
-ჰემინაა, მოვედიი
ჰემინმა სწრაფად დახურა წიგნი და დერეფანში გაიქცა
-ამდენხანს სად იყავი?
ჯონჰიონმა ფეხსაცმელები სწრაფად გაიძრო და ნაყიდი პროდუქტი სამზარეულოში გაიტანა
-იმდენი რაღაცის ყიდვა დამავალე აბა რა გეგონა
-ნუ წუწუნებ, შენთვის გითხარი საჭმელი არაფერი გაქვს ხოლმე სახლში
-ხოო, კი ჩემთვის ალბათ ეს ტკბილეულიც ჩემთვისაა მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს
ჰემინმა ყურებამდე გაიღიმა და კამფეტი მაშინვე პირში ჩაიგდო. მალე საჭმელიც მიირთვეს და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ. ჰემინი წიგნს კითხულობდა, ჯონჰიონი კი რვეულში თავისი პირველი სიმღერის ტექსტზე ფიქრობდა მაგრამ დიდად არაფერი გამოსდიოდა, ჰემინს გახედა. ჩამავალი მზის სხივები თმას უბრწყინავდნენ, ნიავი ოდნავ უფრიალებდა აქა-იქ რეზინისგან გადარჩენილ თმის ღერებს. რადიოდან ძველი მშვიდი სიმღერის ხმა ამოდიოდა. ჯონჰიონმა მკლავი ნიკაპქვეშ ამოიდო და ჰემინს დაჟინებით მიაშტერდა
-შენს ისტორიას არასდროს მომიყვები?
ჰემინმა ღიმილით გამოხედა
-არამგონია ათი წლის ასაკში რაიმე საინტერესო მოსაყოლი მქონდეს
-და მაინც, რომ მაინტერესებს
-სჯობს შენ მოყვე, 17ის ხარ თან მალე აიდოლი ხდები
ჯონჰიონი არ მოეშვა
-მაინც საიდან დავიწყო? ან რა გაინტერესებს?
-რავი ყველაფერი, ოჯახი, მეგობრები რა გიყვარს და რა გაბრაზებს ხოლმე
-ააამ, ოჯახიი... მმ, მე ოჯახში ყველაზე პატარა წევრი ვარ, მყავს დიდი და და ძმა. საყავრელი დედ-მამა... სიმართლე გითხრა, ნამდვილი წევრი არ ვარ მათი ოჯახის
-ჰა? რას გულისხმობ?
-მე მიშვილეს
ჯონჰიონი კინაღამ სკამიდან გადმოვარდა
-ძალიან პატარა, რომ ვიყავი კართან მიპოვეს, მას შემდეგ მათი შვილი და პატარა დაიკო გავხდი... რაც შეეხება მეგობრებს, შენ ერთადერთი ხარ - ჰემინი წიგნს მიუბრუნდა. ჯონჰიონმა თბილი მზერა მიაპყრო
-რატომ მარტო მე?
-იმიტომ, რომ ჩემი შეყვარება რთულია
-სულელი!
ჰემინმა ამის გაგონებაზე ამოიხვნეშა. ჯონჰიონი კი წინ მოუჯდა და შუბლში წკლიპურტი წაკრა
-მეტკინა!
-ჯერ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლო თუ გინდა, რომ სხვებმაც შეგიყვარონ...
-სათქმელად მარტივია, თანაც მათთვის ვისაც ეს არასდროს გამოუცდია
-მართალი ხარ, მაგრამ ხანდახან არაა საჭირო რაღაც გამოცადო, რომ გაიგო მისი სიმარტივე.. შენი შეყვარება თუ რთულია, აბა მე რატომ დაგიმეგობრდი ასე მალეე?
-ეგ არ ვიცი სხვათა შორის
-შენი პირველი დავალება მეგობრისგან - ჯონჰიონი ფეხზე წამოდგა - რატომ დავმეგობრდით ასე მალე, შემდეგისთვის ჩამაბარე - ჩაეცინა და ოთახიდან გავიდა
ჰემინმა მის სიტყვებზე გაურკვევლად გააქნია თავი და სხვა საგნის მეცადინოობა დაიწყო.
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.