თავი მეხუთე

23 2 0
                                    

*   *   *

რამდენიმე თვე ჰემინმა და ჯონჰიონმა ვერ მოახერხეს შეხვედრა, მხოლოდ მიწერით შემოიფარგლებოდნენ, აქაც სულ ჯონჰიონი წერდა ყველაზე მეტს, პასუხად კი ჰემინის კის ან არას იღებდა. ეს თვეები სულ არიგებდა, რომ ახლი სასწავლო წლისთვის თავის თავი თავიდან წარედგინა, ეცადა მეგობრები ეშოვა და უფრო მეტი ემხიარულა და მისი ამ დროთი დამტკბარიყო. ჰემინიც ფიქრობდა რამე შეეცვალა და გადაწყვიტა კიდეც.
ოქტომბრის თვე იდგა, სკოლაში გამოცდები ეწყებოდათ და ყველა გაფაციცებით მეცადინოობდა. გარდა იმ სამი მებულინგე გოგოსი, რომლებიც კლასში რაღაცების ცქერით და ჭორაობით იყვნენ გართულნი. ჰემინმა მათი უშიშრობის მიზეზი კარგად იცოდა. ისინი ყოველთვის იპარებოდნენ წინა დღით სამასწავლებლოში და წერისთვის გამზადებულ ფურცლებს ისე აწყობდნენ, როგორც თვითონ აწყობდათ. ჰემინს ეს დიდი ხნის წინ ჰქონდა შემჩნეული, რადგან მათი უსაქმურობის მიუხედავად ისინი ყოველთვის მაღალი ქულებით წერდნენ საკონტროლოებს.თანაც ჰემინმა გამოთვლებით ყოველთვის იცოდა რა ვარიანტი უნდა მოსვლოდა, მაგრამ არასდროს ემთხვეოდა. 
საკონტროლოს წერის წინა დღეს ჰემინი გვიანობამდე დარჩა სკოლაში. და როცა დაცვამ ყველაფერი მოათვარიელა, ის მარტივად დაიმალა საპირფარეშოში. მშობლები გაფრთხილებული ყავდა და პირველი საათისთვის დერეფანში გამოვიდა. ყველანაირად ცდილობდა ჩუმად ევლო, როცა შორიდან ჩურჩულის ხმა მოესმა. სამასწავლებლოსთან ბავშვები იდგნენ. ჰემინი მართალი იყო, ისინი საკონტროლოს ფურცლებს ურევდნენ. ჰემინი ჩუმად აკვირდებოდა და მანამდე იმალებოდა სანამ თავიანთი საქმე დაამთავრეს და სკოლიდან გავიდნენ. ახლა მისი ჯერი იყო, შეიპარა ოთახში და კარადის კარი ფრთხილად გამოაღო. არეული ფურცლები ისევ სწორად დაალაგა და თვითონაც სწრაფად მოკურცხლა იქიდან.
მეორე დილით მშვიდად შეაბიჯა კლასში. წერის დრო, როცა დადგა და ფურცლები დარიგდა ერთ-ერთი ფეხზე წამოვარდა
- ეს რა არის?
- რა მოხდა ჰიუნჯე? - მასწავლებელი მის მერხს მიუახლოვდა
- მას სწორად დაარიგეთ, მგონი რაღაც შეგეშალათ
- არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა შემშლოდა?
- ასე არაა, გადაამოწმეთ
- დაწყნარდი, დაჯექი და დაწერე
ჰიუნჯე აფორიაქებული ჩანდა
- წესით, მას მესამე ვარიანტი უნდა შემხვედროდა, ხოდა მერე რომ არ შეგეშალოთ გასწორება მოდით ახლავე გამოვცვალოთ
- მართლა შემეშალა ვითომ? - მასწავლებელმა კლასში მიმოიხედა. ჰემინი მიხვდა ახლა მისი გამოსვლა იყო, ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა
- გადავთვალოთ მას! - და სწრაფად დაიწყო გადათვლა - მას ნახეთ, როგორც ჩანს ყველას სწორად შეგვხვდა ჩვენი ვარიანტი
- შეენ? შენ ვინ ხარ ერთი? - მებულინგემ მკაცრი მზერა ესროლა ჰემინს
- მე? მე ჰემინი, კიმ ჰე მინი - და ყურებამდე გაიღიმა. ჰიუნჯეს ცოტა აკლდა აფეთქებამდე
- სწორი ყოფილა ყველაფერი, მიდი დაჯექი ახლა და წერე, სიჩუმე და დაიწყეთ
ჰემინი მერხს მიუჯდა და მხიარულად შეუდგა თავისი ფურცლის შევსებას. გაკვეთილების შემდეგ სამივე გოგო წინ გადაუდგა
- ჰეი მსუქანო, რაიყო დღეს რა წარმოდგენები დადგი?
- მოგეწონათ?
- ჰეი შენ რამდენს ტლიკინებ, რა იყო ერთიორი შემორტყმა ხომ არ მოგენატრა
- მმ, თქვენ ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი
- უკაცრავად?
- მე თქვენი პატარა საიდუმლო, უფრო სწორად საიდუმლოებები ვიცი, ის თუ სად ინახავთ სიგარეტს - ჰემინი უფრო მიუახლოვდა მათ - საკონტროლოს ისტორიები და კიდევ ბევრი. დამიჯერებენ თუ არაა? ნუ გეშინია ჩემნაირ მოწმეს თუ მომინდება ათასს დაგაყენებ თავზე, ამიტომ ბავშვებო ფრთხილად იყავით - ჰემინმა ხელი გაკრა ჰიუჯინს, რომ გზიდან ჩამოეცილებინა და გარეთ გავიდა. წელში გამართულმა გაირა დერეფანი. ვერცერთმა ვერ ამოიღო ხმა, გაოცებულები უყურებდნენ ჰემინს.
ჰემინი გარეთ გავიდა თუ არა ერთი მხიარულად შეხტა
- ვაუუ რა მაგარი ვარ! ჰაჰ
ბედნიერად განაგრძო გზა. მართალია მთელი ეს დრო მთელი სხეული უცახცახებდა, მაგრამ ახლა თავს თავისუფლად გრძნობდა. მასში ნამდვილმა ჰემინმა გაიღვიძა და ეს შესანიშნავი შეგრძნება იყო.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now