მე-2 დღე.
გადაღებები დილაადრიან დაიწყო. ჰემინს დღეს თავისი ყოველდღიურობა უნდა ეჩვენა ბიჭებისთვის.
ჰემინი დილით საუზმედ ყოველთვის მხოლოდ ყავას თუ დალევდა. საჭმელების კეთების ცოდნის მიუხედავად ამისთვის დრო თითქმის არასდროს ქონია. შემდეგ ძალიან სწრაფად მოემზადებოდა და პირველად თავის გადაღებებზე მიდიოდა. ახლა ის ახალ დორამაზე მუშაობდა და იქ მოუწია ყოფნა დიდხანს. დამღლელი სამუშაოს შემდეგ შუადღით, რომელიმე მეგობარს გაუვლიდა და ერთად სადილობდნენ. სადილი ყოველდღე სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ დანიშნული. ჰემინს არ ჰქონდა განსაკუთრებული ადგილი არჩეული ან განსაკუთრებული საჭმელი, ყოველდღე სხვადასხვას დაგემოვნება უფრო მისაღები იყო მისთვის, ხასიათის მიხედვით. შემდეგ SM-ის კომპანიაში მიდიოდა, სადაც ძმას თუ ნახავდა ანდაც ცეკვისთვის მოძრაობებს სწავლობდა ტრენერებთან ერთად, ვიდეოსაც იღებდა. იქიდან დაღლილი, რომელიმე რეკლამის გადაღებაზე მიდიოდა, შემდეგ საჯარო ლექციებსაც ესწრებოდა და იყო დრო როცა საჯარო ლექციების წაკითხვას თვითონაც სთავაზობდნენ. ახალი წიგნების პრეზენტაციებსაც ესწრებოდა, და გამოფენებზეც მიდიოდა თუ იმ დღეს იყო რამე დაგეგმილი. გზად ცივ ყავას და ნაყინს თუ შეჭამდა უცებ. საღამოს ისევ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ძირითადად აიუ და კიდევ რამდენიმე მასთან ახლო ადამიანი იყო ცოტას სვამდნენ, გრილზე ხორცს ან ქათამას მიირთმევდნენ და დაღლილი დღის მიუხედავად სახლში მაინც კარგ ხასიათზე ბრუნდებოდნენ. ჰემინი ან ჰეჩულთნ ადიოდა სახლში, და უფრო იშვიათად თავის სახლში თუ რჩებოდა, ისიც იმიტომ რომ ჰეჩულს არ ეცალა. დაღლილი სახლში დაახლოებით საღამოს პირველისკენ იყო ხოლმე.. მერე რამე გადაცემას ან დორამას ჩაუჯდებოდა და მანამ უყურებდა სანამ ტელევიზორთან თავისდაუნებურად არ ჩაეძინებოდა.
ბიჭები ამ ისტორიის მოსმენით გოცებულები იყვნენ, თუ როგორ ახერხებდა ჰემინი ყველაფერი ეკეთებინა და თან ყველაფერი მოესწრო ჩვეულებრივად.
- ეს რა არის, ხანდახან შუაღამით გადაფრენაც მიწევდა, ხან ტოკიოში, ხანაც ჩინეთის რომელიმე ქალაქში. იქაც უამრავი საქმეები, რეპორტიორებთან შეხვედრები, გადაცემებში წასვლა და ათასი რამ. მერე ფან შეხვედრებიც ხომ მაქვს რასაც თითქმის მთელ დღეს ვუთმობ ხოლმე. მათთვის საჩუქრების მომზადება, ხელმოწერების გაკეთება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალით არ ვაკეთებ, მომწონს და ამიტომაც ძალიან არ მღლის. პირიქით ის უფრო არ მომწონს რომ თავისუფალი დრო მრჩება ხოლმე.
- მე კიდევ აიდოლების ცხოვრება მეგონა ყველაზე რთული
- ჩემი აზრით, ყველა ცნობილ ადამიანს ძალიან ბევრის გაკეთება უწევს, არ ვამბობ რომ სხვები ცოტას შრომობენ , მაგრამ ჩვენ ისეთი საქმე გვაქვს მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ოდნავი მოდუნება და უფრო მეტი შეკითხვა წამოვა, რაც უფრო დამღლელია.
- ხოო შეიძლება ითქვას რომ ცხოვრება არ გვაქვს, ხანდახან რომ გავხედავ გზად მიმავალ ბიჭებს მეფიქრება მეც რომ მათსავით ვყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა თუ არა. მეკეთებინა ის რაც მინდა და შეცომების დაშვების არ შემშინებოდა - ვონუმ თავი ჩახარა და სამაჯურის წვალება დაიწყო
- რავი, ჩემი აზრით იმის კეთება, რაც გვინდა ახლაც შეგვიძლია უბრალოდ გვეშინია სხვების აზრის, რომ მათთვის ეს მიუღებელი იქნება. მაგრამ იმაზე კი არ ვფიქრობთ, რომ იქნებ სულაც არ არიან ისინი ცუდი მსმენელები და ჩვეულებრივად ჩათვალონ ის, რასაც ვაკეთებთ
- ხო, შეცდომების არც ახლა უნდა გვეშინოდეს, შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ - ესქუფსმა ვონუს მხარზე ხელი გადაუსვა.
- მართალია ამიტომ ბიჭებო არ იდარდოთ აკეთეთ ის , რაც გინდათ. მე მასე ვარ ხომ გითხარით, ხან სად დავდივარ, ხან სად, დალევასაც ვახერხებ და იმის გაკეთებასაც, რაც ჩემ საქმეს არ ეხება.
კიდევ კარგა ხანს საუბრობდნენ, თავიანთ ცხოვრებაზე. შემდეგ საჭმელად გაჩერდნენ. ჰემინი უფრო გახსნილი და თავისუფალი ჩანდა, რაც წამყვანებაც შეამჩნიეს.
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.