რამდენიმე დღემ სწრაფად ჩაიარა, მალე გაზაფხული დადგებოდა. ჰემინის ოთახში თბილი ნიავი შემოიჭრა. თვალი ნელა გაახილა, მზე პირდაპირ თვალებში უჭყიტინებდა. მზის სხივმა მთელი სახე გაუთბო. საბნიდან ხელი ნელა გამოწია და მობილური ჩართო
- ჩამირთე რამე მხიარული სიმღერა ჩემი მიქსიდან
მუსიკის რითმა პირველივე წამიდან მთელ სხეულში გაჟრჟოლა. ამდენი ხნის შემდეგ სიჩუმე ძლივს გაუჩინარდა და ჰემინმაც ღრმად ამოისუთქა. დროა ფეხზე წამომდგარიყო, მიუხედავად სიძნელისა და უზომო ტკივილისა, დრო იყო ცხოვრება განეგრძო.
სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა, დედ-მამა საუზმეს მზადებაში იყვნენ. დედამის მხარზე თავი დაადო - დე მშია
- ვიცოდი, ამიტომაც შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთეთ
- რა იცოდი ერთი, ყოველდღე ამას აკეთებ - საუბარში მამაც ჩაერთო. ჰემინს თავზე ხელი გადაუსვა და სკამი გამოუწია.
ოჯახი საუზმეს გემრიელად ამდენი ხნის შემდეგ პირველად მიირთმევდა.
ჰემინი მდგომარეობიდან ნელნელა გამოდიოდა, მისუსტებულს იმდენის კეთება ჯერ არ შეეძლო მაგრამ, მეგობრები, ნათესავები, მოსიყვარულე ფანები მას გამხნევებას, საჩუქრებს არ აკლებდნენ.
ერთ თვეში უკვე ჰემინი კარგად იყო და თავის სახლშიც დაბრუნდა. ამდენიხნის მიტოვებული არავის დაელაგა და მივიდა თუ არა დასუფთავება დაიწყო. თავის უჯრას ალაგებდა, რომ ყუთს გადააწყდა. ეს ჯონჰიონის საჩუქარი იყო, დავიწყებოდა მისი გახსნა. ფრთხილად გადმოიღო და გახსნა. შიგნით მისივე ნაჩუქარი სამაჯური იდო და პატარა წერილი. ჰემინმა სწრაფად გახსნა წერილი:tw: su1c1de letter.
” ჰემინს...
არ ვიცი ამ წერილს, როდის კითხულობ, მაგრამ თუ ახლა ისევ შენ გვერდით ვარ გთხოვ არაფერი მითხრა, არაფერი მაგრძნობინო. და თუ ბედმა გამიმართლა და ეს წერილი მაშინ გახსენი, როცა უკვე ღარ ვარ შენთან, მაშინ დროული ყოფილა.
თავს ისე ვგრძნობ თითქოს შინაგანად სულ ცარიელი ვარ, მინდა ამოვისუნთქო და მთლიანად გარეთ გამოვუშვა მაგრამ ამის ძალაც აღარ დამრჩა. სუნთქვა მიჭირს, თითქოს მთელი ჟანგბადი სხვებმა წამართვეს და მე მარტო დამტოვეს შებრალების გარეშეო. მხოლოდ რამდენიმე რამ მაძლებინებს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის ვცოცხლობ და ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება დღეების ნელ სვლას.
ალბათ წავედი, უკვე წავედი და მე უბედურმა უფრო საშინელი რამ ჩავიდინე, რომ მიგატოვე. ვიცი მარტო არ იქნები, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემგარეშე გაგიჭირდება. და ბოლოჯერ გეტყვი ყველაფერი კარგად იქნება..
არაუშავს თუ შეცდომებს დაუშვებ. ცუდზე არ იფიქრო. ბევრი შეძელი და ბევრსაც შეძლებ
გთხოვ გაუფრთხილდი და შეინახე მოგონებები, სადაც მე და შენ ერთად ვართ, როცა ერთ გზაზე მივდიოდით, როცა გული ერთნაირად გვიცემდა. მხოლოდ ბედნიერ მოგონებებს გაუფრთხილდი
მაპატიე, გთხოვ მაპატიე, ახლა უფრო კარგად ვიქნები, იმედი მაქვს..
არ ინანო ჩვენი შეხვედრა. დრო გავა და ყველაფერი კარგად იქნება. ცრემლები მოგონებად დარჩება, უაზროდ ნათქვამი სიტყვები ჰაერში გაიფანტება, და მხოლოდ ჩახუტების სითბო იცოცხლებს სამუდამოდ ჩვენ გულში..
გიპოვი შემდეგ ცხოვრებაში, თუნდაც არ იყოს ეს ჩემი ბედისწერა..
შენი ღიმილის ყურება მამშვიდებს, უბრალოდ ყურება ბედნიერებით მავსებს. მეშინია შენთან მოსვლა, მეშინია რომ გთხოვო ჩემთან დარჩე სამუდამოდ. მინდა შენი დასაყრდენი მხარი ვიყო, დამღლელი დღის შემდეგ თავს რომ თბილად ჩამოდებ, მე ხელს გადაგისვამ და გეტყვი, რომ დღევანდელი დღეც შესანიშნავი იყო, რადგან შენ ისევ ჩემ გვერდით ხარ.
თუ ახლა ტირილით იხსენებ ჩვენ ერთად ყოფნის დღეებს, მინდა დროის გასვლის მერე ბედნიერი სახით ყვებოდე ჩვენს ისტორიას, შენი თვალები იცინოდნენ, შენი სახე მზესავით ანათებდეს.
გთხოვ არ შემიძულო, რომ დაგტოვე, რომ მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრე. გთხოვ მითხარი, რომ ასეთი საშინელი ადამიანი მაინც გეყვარება, მაინც გემახსოვრება..
იღბლიანი ვარ, რომ შენ შეგხვდი, არ გეტყვი გაცრეცილ სიტყვა მიყვარხარს, უბრალოდ მადლიერი ვარ, რომ ღირსი გამხადე თუნდაც ცოტახნით შენი ცხოვრების ნაწილი ვყოფილიყავი.„
ჰემინმა წერილი გულზე მიიკრა. ცრემლები ლოყაზე ჩამოუგორდა. გული საშინლად ეწვოდა..
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.