თავი მეჩვიდმეტე

10 1 0
                                    

მე-4 დღე
დღევანდელი დღის გადაღებები დილა ადრიან დაიწყო. ჰემინმა ბიჭები SMს შენობაშ წაიყვანა. ხან ვის შეხვდნენ ხანაც ვის. ბოლოს დარბაზში შეიკრიბნენ სადაც ჰემინმა თავისი ცეკვის შესაძლებლობები დაამტკიცა. მას ჰოშიც შეუერთდა, მერე დინო და ვერნონიც და დაუღლელად ორი საათი სხვადასხვა სიმღერებზე ცეკვავდენ. თან ერთმანეთს დასცინოდნენ და ვიდეოც კი გადაიღეს MonstaX ის სიმღერაზე.
შესვენებაზე ჰემინმა ყველას წყალი გამოუტნა და დარბაზშივე დასხდნენ კომფორტულად. საუბრობდნენ, როცა თეიანგმა შემოაღო დარბაზის კარი. ჰემინი მხიარულად წამოდგა და მისკენ გაიქცა.
- თეიანგ, მეგონა ვერ გნახავდი
- ხო, რომ მითხარი გადაღებები აქ მაქვსო შენი აზრით არ გნახავდი?
- კარგია, რომ მოხვედი, წამოდი ბიჭებს გაგაცნობ - ჰემინმა ხელი ჩაავლო თეიანგს
- იცნობთ ალბათ მაგრამ , მაინც გეტყვით ჩემი მეგობარი თეიანგია - თეიანგმა ყველას თავი დაუკრა და თვითონაც მოუჯდა გვერდით
- ჰემინ, ჩვენ კარგად ვიცნოთ ერთმანეთს - ესქუფსმა ზურგზე გაკრა ხელ თეიანგს
- ხო ასეა, კონცერტებზეც სულ ვნახულობთ ხოლმე ერთმანეთს და ისადაც ვკონტაკტობთ ხოლმე.
ჰემინს არც გაკვირვებია ეს ამბავი. უბრალოდ ღიმილით უსმენდდა მათ საუბარს.
- ასეთი ბედნიერი პირველად ვნახე - ჯონჰანმა თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ ეს ჯოშუას ყურს არ გამოპარვია, რომელიც გვერდით ეჯდა
- რა იყო უკვე ეჭვიანოობ?
- ხომ იცი რასაც ვგრძნობ, შენი აზრით  არ ვიეჭვიანეებ?
- ხო , ხო ვიცით , ყველამ ვიცით, მაგრამ ზედმეტად მარტივი მისახვედრი ნუ იქნები
- მაინც ვერაფერს ხვდება, შეხედე ისეთი ბედნიერია მის ირგვლივ რა ხდება, დარწმუნებული ვარ , ვერაფერს ამჩნევს
- რატომღაც მასე არ მგონია.. - ჯოშუამ თავი გააქნია და ჰემინს გახედა
- მასეა და  - ჯონჰანი მოიქუფრა და გაბუტულ ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც საყვრელი კამფეტი წაართვესო.
გადაღებები მალე გაგრძელდებოდა ამიტომ თეიანგმა მე წავალო და ყველას მეგობრულად დაემშვიდობა, ჰემინს გაახსენა, რომ მერე დაერეკა მისთვის და დარბაზიდან გავიდა. ჰემინმა მალევე შეამჩნია, რომ ტელეფონი დარჩენოდა და ხელი დასტაცა
- იყოს მე წავუღებ - ჯონჰანი სწრაფად წამოდგა და ჰემინს ტელეფონი გამოართვა
- აა, კარგი - ჰემინმა ვერაფერი მოიფიქრა რატომ უნდა შეწინააღმდეგებოდა და უპრობლემოდ დათანხმდა. ჯონჰანი დერეფანში გავიდა, თეაანგი არც ისე შორს წასულიყო
- აი მობლური დაგრჩა
- ოო, მადლობა, არც კი გამახსენდებოდა
- არაფრის - ჯონჰანმა წარბაწეულმა გადაცა მობილური. უხეში გამოხედვა თეიანგს არ გამოპარვია
- ჰემინი თავს კარგად გრძნობს თქვენთან?
- რატომ არ უნდა იგრძნოს
- ანუ ის ვიგულისხმე, უხერხული სიტუაცია ხომ არ არის მეთქი, მაინც ამდენ ბიჭთან ერთად ერთი გოგო, სახლში მარტო ცოტა უცნაურია
- არ იდარდო ჰემინს არაფერი უჭირს და არც ჩვენ ვართ ისეთი ბიჭები რომ ვინმეს რამე ვაწყენინოთ ან თავი უხერხულად ვაგრძნობინოთ
- მმ მიხარია - თეიანგი ცოტახანი თვალს არ აშორებდა ჯონჰანს
- რამის თქმა ხომ არ გინდა
- არა არაფრის, მადლობა მობილურისთვის
- არაფრის
ერთმანეთს უცნაურად დაემშვიდობნენ და თავთავის საქმეს დაუბრუნდნენ.
გადაღებების დასასრულს ჰემინმა კიდევ მოინახულა ყველა, გამოემშვიდობა და სახლისკენაც დაიძრნენ.
დაღლილობის მიუხედავად გზაში მაინც მხიარულად იყვნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. ჰემინი ახლა სრულებით კომფორტულად გრძნობდა თავს მათთან. თვითონაც უაზრო ისტორიებს ყვებოდა, და სხვებთან ერთად იცინოდა. გეგონებოდათ უკვე დიდი ხნის მეგობრები არიანო უკვე ისე იყვნენ ერთმანეთთან. ასე ცოტა დროში ჰემინი არავის დაახლოებია, ჯონჰიონის გარდა. მათთან სიცილის დროს უცბად მოგონებები ამოუტივტივდა, იმ დროის როცა ასე ბედნერად თავს ადრეც გრძნობდა, როცა ჯონჰიონთან ერთად იყო. მან ხომ ყველაფერი იცოდა მის შესახებ, სრულიად თავისუფალი იყო მის გვერდით. თავსაც ახლა მასე გრძნობდა, ეს ფაქტი თვითონაც აკვირვებდა, რა იყო განსაკუთრებული ამ ბიჭებში. ამდენი ხნის შემდეგ, როგორ შეძლეს მისი ასე გაცინება, ნუთუ იმიტომ რომ მათი ფანი იყო ჰემინი. მაგრამ მარტო ეს ვერ იქნებოდა მიზეზი ასეთი სასიამოვნო ურთიერთობის. ჰემინი მზად იყო მათთვის ყველაფერი ეთქვა, ყველა საიდუმლო რაც კი ოდესმე ჰქონია, რატომღაც ამ წამს, ამ არაშეუსაბამო დროს მოუნდა, რომ ეთქვა
- მე ნაშვილები ვარ...
სიჩუმე ჩამოწვა მანქანაში. ყველას ღიმილიანი სახე გაუშეშდა. ერთმანეთისკენ ოდნავ გააპარეს თვალი. მხოლოდ ჯონჰანი უყურებდა ჰემინს, მის თვალებს, მის სევდიან თვალებს, რომელსაც ვერ დამალავდა, რაც არ უნდა ბედნიერებისგან ებრწყინა.
- ბოდიშით, სიტუაცია გავაფუჭე, უბრალოდ არვიცი.. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ - ჰემინი ბიჭების უხერხუხულმა სახეებმა ოდნავ შეასევდიანა „ ნუთუ შევეცოდე, გთხოვთ ოღნდ საცოდავად ნუ შემომხედავთ“
- ძალიან კარგია ჰემინ.. - სიჩუმე ჯონჰანმა დაარღვია და ხელით დახრილი თავი ააწევინა. ჰემინმა თვალი გაუსწორა „ ის ჩვეულებრივად მიყურებს.. „ და სასიამოვნოდ ჩაეღიმა
- ხოო, ბედნიერი ვარ რომ გვითხარი ჰემინ - საუბარი ესქუფსმა განაგრძო
- მოიცა ჰემინ ახლა შენი საიდუმლო თუ გაგვანდე ანუ მეგობრები ვაართ - დიქეის თვალები უბრწყინავდა ისე მიაშტერდა ჰემინს. ჰემინმაც ვერ გაუძლო და მის სახეზე გაეცინა
- ხო, მეგობრები ვართ
ყველა აჟრიამულდა, ხმამაღლა ყვიროდნენ, შეძახილებით გამოხატავდნენ ბედნიერებას
- ჰემინი ჩვენი მეგობარია
- გინდა გითხრათ ჩემი მეგობარი ვინაა?
- ვიინ?
- ჰემინიიი
- ვაააუუუუ
ჰემინი მათ ყურებაში უფრო გამხიარულდა. იცინოდა და იმდენად იყო გართული რომ ვერც შეამჩნია როგორ აუწყლიანდა თვალები და ცრემლებიც ლოყაზე ჩამოგორდნენ
- ჰემინ..
- ააჰ, არაფერია სიხარულის ცრემლებია სიხარულის... ისე გაგიხარდათ, ასეთი არავინ ვარ რომ ჩემთან მეგობრობა ასე გიხაროდეთ
- ოოჰ, სისულელეებს ნუ ამბობ ჰემინ
- ახლა მოემზადე, დიდი ძმასავით რომ დაგტუქსავ ხოლმე
- ხოო მე კი საჭმლის ყიდვას მოგთხოვ ხოლმე
ჰემინს გაეცინა და თავი მაღლა გადაწია, რომ ცრემლების ცვენა შეეჩერებინა/
- ასე, რომ ჰემინ ახლა ყველაფრის თქმა მოგიწევს
- თქვენც ყველაფერი უნდა მითხრათ
- მე პრობლემა არ მაქვს
- მინგიუ შენ ისედაც ყველაფერს ამბობდი, ასე რომ ..
ყველამ გულიანად გაიცინა. ჯონჰანმა ჰემინს ცრემლების შესამშრალებლად ცხვირსახოცი გაუწოდა, ისეთი ბედნიერი იყო, რომ ცოტა აკლდა თვითონაც ეთქვა უეცრად ყველაფერი აქ და ამდროს, მაგრამ თავი შეიკავა და უბრალოდ მისი ღიმილის ყურებით დამჯობინდა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now