თავი მეათე

14 1 0
                                    

-თქვენ იაპონელი მსმენლის ყურადღება და მოწონება მალევე დაიმსახურეთ.. რა არის თქვენი საიდუმლო?


- უბრალოდ მთელი ძალებით ვმუშაობთ, გვიყვარს ეს საქმე და თანაც ამდენ ფანს და ადამიანს რომ ვხედავთ, რომლებსაც ვუყვარვართ ეს უფრო მოტივაციას გვაძლევს მეტი ვაკეთოთ მათთვის


- ნამდვილი ლიდერის სიტყვებია.. სხვა წევრები რას იტყვიან .. თქვენც ეთანხმებით ხომ. თქვენ თვითონ ვისი ფანები ხართ და შეხვდით თუ არა მათ?


- მე კორეული ჯგუფი SHINee ს ფანი ვარ, სიმართლე გითხრათ მათ გამო გადავწყვიტე მეც ეს პროფესია ამერჩია იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე


- ოო საინტერესოა, მერე შეხვდი მათ?


- რა თქმა უნდა, დავმეგობრდიც კიდევ და ეს შესანიშნავი გრძნობა იყო


- რა თქმა უნდა იქნებოდა, წარმომიდგენია.. სხვების, მომღერლების გარდა ისე სხვა ცნობილ ადამიანებსაც ხვდებით ალბათ


- მიდი უთხარი


- მიდი ხოო - ერთმანეთში დაიწყეს ჯგუფის წევრებმა ლაპარაკი


- რა ხდება, რამეა ისეთი საიდუმლო?


- არა საიდუმლო არაფერი, უბრალოდ ჩვენი ერთერთი წევრი შეყვარებულია მსახიობ კიმ ჰე მინზე


- ოო ჩვენი, ჰემინი.. თქვენ არ იცით მე როგორ მიყვარს ის.. იაპონიაში რომ ჩამოდის სიხარულით გული მევსება, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება საერთო ვერ შევხვდე - ყველას გაეცინა - აბა რომელს მოწონს


- მე.


- ოოო, რატომ?


- პირველად ჩვენს ერთერთ კონცერტზე ვნახე და შესანიშნავი პიროვნებაა, თანაც თითქმის ყველა მისი სერიალი და ფილმი მაქვს ნანახი და მხოლოდ მის დანახვაზე მაჟრჟოლებს ხოლმე, იმდენად კარგად ასრულებს როლს..


- ანუ შეხვედრილხარ, მერე გამოართვი ავტოგრაფი?


- არა მაგ დონეზე, ვერ გამოველაპარაკე

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now