თავი მეცხრამეტე

11 1 0
                                    

მე-6 დღე.
დილით გადაღებებმა ჩვეულებრისამებრ ჩაირა. მაყურებლები კარგ კომენტარებს წერდენენ მათ ურთიერთობაზე. ადვილი მისახვედრი იყო რომ უკვე კარგად დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. ჰემინიც თავისუფლად იყო მათთან. გადაღებების პროცესში, ჯონჰანი ყველანაირად ცდილობდა ჰემინისთვის დიდი ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა. რამეს იტკენდდა თუ არა ეგრევე მასთან ჩნდებოდა, რამის გაკეთება უნდოდა თუ არა მაშინვე ყველას განაწყობდა, რომ ეს მართლაც გაეკეთებინათ. ხან თავის მოსაცმელს მოაფარებდა ფეხებზე, ხანაც მის მოსვრილი პირის მოწმენდას ცდილობდა. ბიჭები დაბნეულები უყურებდნენ მის ზედმეტ და აშკარა მოძრაობებს და ყველანაირად ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ. მაგრამ მაყურებელს მისი საქციელი არ გამოპარვია და ბევრ ფანს კიდეც უნდოდათ მათი ურთიერთობა შემდგარიყო. ვიდეოებს დებდნენ, კიდევ სხვა ფაქტებს ეძებდნენ, რომ მათი ურთიერთობა გაემყარებინათ. რა თქმა უნდა, ჯონჰანს ეს ყველაფერი სიამოვნებდა, მაგრამ ჰემინი ცოტა უხერხულად იყო. უნდოდა ყველასთვის ეთქვა, რომ ისინი ურთიერთობაში არ იყვნენ.
ჰემინს ჯონჰანის საქციელზე გაღიზიანება მალევე დაეტყო. როდესაც რამეს გაკეთებას ცდილობდა, მაშინვე უარით ისტუმრებდა, მასთან ახლოს დგომაზეც კი იკავებდა თავს.
ყველაფერი ამის მიუხედავად გადაღებებმა მშვიდობიანად ჩაიარა და ყველანი დასასვენელბლად აქეთ -იქით მიმოიფანტნენ. ჰემინიც თავისი ოთახისკენ მიდიოდა, რომ უცებ ჯონჰანმა მკლავში ძლიერად ჩაჭიდა ხელი და ერთ ცარიელ ოთახში გაიყვანა.
- მეტკინაა.. - ჰემინმა გაბრაზებულად გამოაცალა ხელი
- რამე მოხდა? - მშვიდი საუბრის მიუხედავად, გაბრაზება ჯონჰანსაც ეტყობოდა
- არაფერი, რა უნდა მომხდარიყო
- გუშინ სხვანაირად მელაპარაკებოდი, და დღეს სხვანაირად რატომ იქცევი
- საერთოდაც არ ვიქცევი..
უცებ ჯონჰანმა ღრმად ამოისუნთქა და ძალაგამოცლილი კედელს მიეყრდნო
- შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ, რომ ამ წამს ის არ თქვი, რომ გუშინ რაც მითხარი ყველაფერი არარეალური იყო - ჯონჰანმა თვალებზე ხელი აიფარა. ჰემინი კი გაოცებული უყურებდა მის ქცევას და ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა
- ტყული რატომ უნდა მეთქვა? - უცებ წამოწითლდა - მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ
- უბრალოდ გადაღებებისას სხვანაირად მიყურებდი, ვიფიქრე რომ... ვიფიქრე რომ
- სისულელეებზე ნუ ფიქრობ.. გითხარი რომ შეგეძლო თავი მოგეწონებინა ჩემთვის, გითხარი რომ თანახმა ვიყავი ... უბრალოდ ზედმეტად ყურადღებას ვერ ვიტან - ჰემინმა ბოლო სიტყვები ხმამაღლა წამოიძახა - ან უბრალოდ მიჩვეული არ ვარ..
- ბოდიში ამდენი არ მფიქრია.. - ჯონჰანი ჰემინს მიუახლოვდა - თავს გავაკონტროლებ, უბრალოდ ბედნიერებას ვერ ვმალავ, მიხარია რომ შანსი მომეცი.. ოთხი წლის ლოდინის შემდეგ ის ხდებოდა რაზეც ასე ვოცნებობდი
ჰემინი გაშტერდა
- ოთხი წლის?  - ჯონჰანმა მაშინვე ინანა რატომ წამომცდაო - ოთხი წლის წინ არც გიცნობდი
- შეიძლება შენ არა, მაგრამ მე გიცნობდი.. პირველად რომ მოვიგეთ გადაცემაში და იქ გნახე იმის შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი.. ათას იდეებსა და ფანტაზიებს ვქმნიდი, თუ როგორ შევხვედრილიყავით - ჩაეღიმა - ბავშვივით მიხაროდა როცა გავიგებდი, რომ შენც იქნებოდი იქ , სადაც მე მივდიოდი. ძალიან დიდხანს ვნანობდი, რომ ახალ წელს, როცა შენ ასე ახლოს იყავი ჩემთან ხელი არ ჩაგჭიდე, ვნანობდი, რომ მაშინ უსიტყვოდ გაგიშვი, როცა შენი სამაჯური ჩემ ღილს გამოედო.. როგორ მინდოდა მეთქვა, ერთი სიტყვა მაინც როცა იაპონიაში შეგხვდი.. ვერსად შანსი ვერ გამოვიყენე. შანსი, რომელიც ასე უცნაურად ამდენი მეძლეოდა... მე სულელმა ვერცერთი გამოვიყენე და ვნანობდი ყოველდღე.. და აი კიდევ ერთი შანსი მომეცა, და ახლა დანებებას არაფრის დიდებით არ ვაპირებდი.. ახლა გაჩუმება სერთოდ აღარ მინდოდა... მე ვცდილობდი ყოველ დღე, ყოველ წამს შენთან დაახლოებას და ასე უცნაურად, ასე მოულოდნელად თვითონ შენ მოხვედი ჩემამდე.. შენ მიპოვე ჰემინ და ამას ხელიდან ვერ გავუშვებდი თუნდაც უარი გეთქვა, თუნდაც გეთქვა რომ გძულდი.. ხოდა შენც იმედი მომეცი.. გესმიის, რამხელა ბედნიერება დამატყდა თავს, უბრალოდ შენ გვერდით ყოფნა ძალიან მომწონს, გული ისე სწრაფად მიცემს, სუნთქვაც კი მავიწყდება ხანდახან, მაგრამ მაინც შენ გვერდით მინდა ყოფნა..
ჯონჰანმა ღრმად ამოისუნთქა. მისწინ ჰემინი იდგა, ირგვლივ ვეღარაფერს ვერ ამჩნევდა. იყო ის და თვითონ მარტო.
- ამდენი ხანი, ამდენი ხანი, როგორ იყავი, როცა მე სააერთოდ არც კი გიცნობდი
- იმედს არ ვკარგავდი
- მაგრამ, რომ ასე არ მომხდარიყო, რას იზამდი, რომ საერთოდ არ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს, რას იზამდი?
- მე მაიც მოვიდოდი, თუნდაც ყველა ჩემწინააღმდეგ დამდგარიყო, თუნდაც არაფერი შანსი არ მქონოდა შენთან, თუნდაც არანაირი ღირსი არ ვყოფილიყავი შენი, მე მაინც მოვიდოდი
- მაინც?.. - ჰემინს გონებაში ქაოსი იყო, რატომ ხდებოდა ეს ახლა, უფრო ადრე რომ მოსულიყო, რას უპასუხებდა, რამე შეიცვლებოდა მის ცხოვრებაში, მაშინაც ასე იმოქმედებდა მის გრძნობებზე მისი სიტყვები. ჰემინმა თავი დაუკრა ჯონჰანს და უსიტყვოდ გამობრუნდა უკან. მეტს ვერაფერსაც იტყოდა, ახლა ის ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ოთახში ნელა შეაბიჯა და იატაკზე ჩაიმუხლა. რა იყო ასე ძნელი, რატომ ართულებდა ყველაფერს, ნუთუ დრამას ქმნიდა არაფრისგან. რას გრძნობდა და რა უნდოდა რომ ეგრძნო სრულიად განსხვავხდებოდა ერთმანეთისგან.
ზაფხული იწურებოდა, მალე შემოდგომა მოვიდოდა, და მალე ისევ აცივდებოდა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now