* * *
ჰემინზე გავრცელებული ახალი ამბები მედიის ყურადღება ძალიან მიიპყრო და კარგა ხანს არ ჩაცხარებულა. ჰემინი პირველ დღეებთან შედარებით თავს ისე ცუდად აღარ გრძნობდა. მითუმეტეს, მაშინ, რომ ამდენი ადამიანი მის გვერდით იყო.
ოჯახი თავისუფლად ლაპარაკობდა ამ თემაზე, ვერც ხვდებოდნენ ამდენი სამსჯელო აქ რა იყო, ჰემინი მათი შვილი იყო და განსახილველი აქ მეტი არაფერი იყო.
ჰემინის ბულინგზე ძველი სურათებიც დაიდო. ამას ფანების მხრიდან გაბრაზება უფრო მოჰყვა იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ამ ფოტოებს ჯერ კიდევ ინახავდა. და მიუხედავად სხვა შედეგისა, ამ ინფორმაციის გამვრცელებელს ყველაფერი უკუღმა შემოუბრუნდა.
საბოლოოდ, ჰემინის მხარი ბევრმა დაიჭირა. შეცოდების მაგივრად, ბევრი პოსტავდა, რომ ამდენი ტკივილის მიუხედავად, ჰემინი მაინც თავის ოცნებისკენ ისწრაფვოდა. და ახლა შესანიშნავი მსახიობი იყო.
ჰემინი ცრემლმორეული კითხულობდა ფანების კომენტარებს, ეს სულ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მოელოდა.
„ჰემინი შესანიშნავია, არ მესმის საერთოდ რატომ აკეთებდნენ ამას სკოლაში, მაგრამ ბულინგს როდის აქვს განმარტება. მადლობა პირიქით ჰემინს, რომ მოძალადე ადამიანებს აჩვენა, რომ მათმა საქციელმა არავითარი დაღი არ დაასვა მას.“
„არ მესმის ადამიანების, რომლებიც ჰემინს იმას აბრალებდნენ, რომ მატყუარააო, არაფერი ტყუილი არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში ისეთი არაფერი, რომ ვინმე დაზარალებულიყო“
„ჰემინი კიდევ უკეთესს იმსახურებს..“
ჰემინი მიხვდა, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდა. ყველაფერმა საბოლოოდ მშვიდად ჩაირა.
ჰემინმა განაგრძო თავისი მსახიობური საქმეები. მალე 2021 წელიც დადგა. ზამთრის პერიოდში ჰემინს ისევ საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. იქიდან გაზაფხულის დადგომისთვის დაბრუნდა. ეს გაზაფხული განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენებოდა, ახლახან დაბრუნებულ ჰემინს. აეროპორტიდან, რომ გამოვიდა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სახლში დაბრუნებით ასე გახარებული არასდროს ყოფილა. თუმცა მასში ამ ბოლო დროში ბევრი რამ შეცვლილიყო. თითქოს ახალი მხიარული ჰემინი დაიბადა მასშიო, თითქოს გაზაფხული, როგორც იქნა, მისთვისაც დადგაო. თავს კარგად გრძნობდა, და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც მხნედ იყო.
ჩამოვიდა თუ არა ჯონჰანის წერილი მიიღო, დაბრუნებას ულოცავდა და ერთი სული ჰქონდა როდის შეხვდებოდა. ჰემინს გული აუთრთოლდა, მიხვდა, რომ მასაც უნდოდა მასთან შეხვედრა, ეს კი რაღაც შესანიშნავი გრძნობა იყო.
ორივე ძალიან დაკავებული იყო. შეხვედრა და თან სხვებისგან მალულად, უფრო და უფრო რთული ხდებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფანებმა მათ გაშიფვა და ერთმანეთთან დაკავშირება დაიწყეს. რაც შეეხება მათ ურთიერთობის სახელს ჯერაც გაურკვეველი იყო. ჯონჰანი კი მზად იყო ყოველ წამს, მაგრამ ჰემინის უთქმელობა გულს უღრღნიდა, მისი ყოველი ღიმილის უკან ეჭვს ხედავდა, რომ საბოლოოდ მიატოვებდა და მასთან დარჩენის სურვილი აღარ ექნებოდა. თქმითაც ხმამაღლა ვერაფერს ეუბნებოდა.
გაზაფხულის მიწურულს ჰემინს ახალ დრამაში გადაღება შესთავაზეს. მთავარ როლს მასთან ერთად როვუნი შეასრულებდა. საზოგადოება აღფრთოვანებული იყო ასეთი ლამაზი წყვილის შედგენით და ყველა მოუთმენლად ელოდა მათ შეხვედრას. ჰემინი ფორმაში ჩასადგომად, ყოველდღე საცეკვაო დარბაზში დადიოდა და თეიანგთან და კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად ცეკვით იყო გართული.
- დღეისთვის მგონი საკმარისია ხო - დაღლილი ჰემინი ძირს დაენარცხა
- რაღაც ზარმაცობ ჰემინ, ადრე უფრო მეტ დროს უთმობდი - თეიანგმა ეჭვის თვალით გახედა
- ეეჰ, ძალიან ბევრი საქმე.. ნამდვილად უნდა შევისვენო - თავი მის ჩანთაზე ჩამოდო. თეიანგმაც მიბაძა. ორივე ჭერს მისჩერებოდა.
- ჰემინ!
- ჰმ?
- ჯონჰანი მოგწონს? - გაოცებისგან ჰემინი წამოჯდა
- ჰა? რა მოულოდნელი კითხვა იყო.. რატო, რატომ მეკითხები?
- უბრალოდ მაინტერესებს, შეგამჩნიე მას რომ ელაპარაკები სულ იღიმი
- მე სხვებთანაც ვიღიმი
- არა ეს სულ სხვანაირი ღიმილია, თითქოს სრულებით ბედნიერი ხარ - ჰემინი ჩაფიქრდა
- მართლა მასე გამოვიყურები? - თეიანგმა თავი დაუქნია - უცნაურია, ვერც კი ვხვდები
- და პასუხი?
- მე.. მემგონი .. - სიტყვა ვერ დაასრულა ჰემინმა, რომ ვიღაცამ მოულოდნელად დაურეკა
- გისმენთ.. რა? როდის? სად? ვინმე დაშავდაა? ახლავე მოვდივარ - ჰემინი სწრაფად წამოხტა და კარისკენ გაიცა, რომ თეიანგი წამოეწია და ხელით გააჩერა
- რა მოხდა?
- უნდა წავიდე
- ჯერ მითხარი რა მოხდა - ხმამაღალა დაუყვირა
- მანქანა.. მანქანა შეეჯახა.. ჯონჰანი .. - უცებ ცრემლები წასკდა. - უნდა წავიდე ახლავე, გამიშვა..
თეიანგი მიხვდა, რაც ხდებოდა, ჰემინის ტკივილით სახე რომ შეამჩნია მაშინვე გაუშვა, ჰემინიც მოწყდა ადგილიდან და უკან მოუხედავად გაიქცა.
- დანებების დროა, თეიანგ, დანებების - თეიანგს მწარედ ჩაეღიმა და ავარიის შესახებ ამბის გასაგებად მენეჯერთან წავიდა.
ჰემინი გარბოდა, შეუჩერებლად ჩაირბინა კიბეები და მენეჯერს სწრაფად მანქანაში ჩაჯდომა თხოვა. საავადმყოფოში უნდა წასულიყვნენ. „ იგივე შეცდომას არ დავუშვებ, არავითარ შემთხვევაში.. მე მას მოვუსწრებ, ყველაფერი კარგად იქნება და მერე ყველაფერს ვეტყვი, დროს აღარ დავკარგავ, პირობას ვდებ აღარ ვიყოყმანებ, უბრალოდ მხოლოდ ის გადარჩეს, გთხოვთ, რომ ის კარგად იყოს, მხოლოდ ის მჭირდება, რომ კარგად იყოს“ ჰემინი ათას რაღაცაზე ფიქრობდა და თან უკანა სავარძელზე მოკუნტული გაუჩერებლად ტიროდა.
საავადმყოფოში მალე მივიდნენ. როგორც ჩანდა უკვე ყველას გაეგო ეს ამბავი და წინა კარი სავსე იყო ჟურნალისტებით. ჰემინმა ვერც გაიხსენა რომ ქუდით და პირ აფარებული უნდა შესულიყო, ისე ჩამოხტა მანქანიდან და შიგნით შევარდა. ყველა კამერა მისკენ მოიმართა, ათასი ფოტო გადაიღეს. ჰემინს არაფერი ადარდებდა, სწრაფად მივარდა ექთანს და ბიჭების ადგილსამყოფელი კითხა. ლიფტსაც ვერ დაელოდა, სწრაფად აირბინა კიბეები. გარეთ ესქუფსი, ვერნონი და დინო იდგნენ
- რა მოხდა? - ჰემინი ძლიერად სუნთქავდა, სახე სულ გაოფლოდა
- ჰემინ? აქ როგორ გაჩნდი?
- მითხარით,გთხოვთ.
- არაფერია, დამშვიდი
- ჰემინ - დარბაზში მინჰაო, ჯუნი და ჯოშუა შემოვიდნენ - რამოხდა, ჰემინ დაჯექი, წაქცევაზე ხარ
- არა,სად არის, სად არის.. - ჰემინი უფრო შეშინდა რომ ჯონჰანს ვერსად ამჩნევდდა
- ჯონჰანიი? წამოდი მასთან მიგიყვან - ესქუფსმა ხელმკლავი გაუკეთა, რადგან ჰემინი ცოტაც და გულწასული დაეცემოდა და ერთი პალატისკენ წაიყვანა
- არაფერია, ჰემინ დამშვიდდი
- პალატაში რატომ წევს? აბა თქვენთან რატომ არ დგას..
პალატის კარი სრაფად შეაღო.. ჯონჰანი ლოგინზე წამომჯდარიყო, ექიმი კი ხელს უხვევდა.
- ჰემინ? - გაკვირვებით და თან მხიარულად შესძახა ჯეონჰანმა
- ხელი.. ხელი მაჩვენე - ჰემინი მიუახლოვდა და ოდნავ ნატკენ ხელს დახედა. მერე ტანი შეუთვალიერა, ფეხები შეუმოწმა, თავი მიუტრიალა. სხვა რომ არაფერი შეამჩნია, ძალა გამოცლილი იატაკზე ჩაიმუხალა
- ჰემინ, ჰემინ რა მოხდა - ჰემინს არაფრის თავი არ ქონდა, მუხლებში თავ ჩარგული ტიროდა და მთელი ტანი გაუჩერებლივ უცახცახებდა. ექთანმა და ესქუფსმა სიტუაცია გაანალიზეს და ნელა პალატიდან გავიდნენ. ჯონჰანი დაიხარა და ჰემინის თავის აწევა სცადა
- ჰემინ შემომხედე.. ჰემინ შემომხედე, ნახე ყველაფერი კარგადაა
- მეგონა რამე სერიოზული იყო, თან მობილურსაც არ პასუხობდი, საშინელი ხაარ - ბოლო სიტყვები ბღავილით წარმოთქვა და თავი ისევ მუხლებში ჩარგო.
- ბოდიში ჰემინ, მაპატიე, მიდი ახლა შემომხედე, შენი სახის ნახვა მინდა, ჰემიინ - ჯონჰანმა ძლივს ორივე ხელით ააწევინა თავი და თვალებში ჩახედა. ჰემინს ტირილისგან თვალები გაწითლებოდა. ჯონჰანმა ცერა თითით ცრემლები მოწმინდა, თან მის თავი ეჭირა.
- საყვარელო პატარა ჰემინ, ამდენი რატომ ინერვიულეე - ჯონჰანი ბედნიერებისგან ღიმილს ვერ იკავებდა
- იღიმიი? ასეთ მომენტში იღიმიი? იცი, როგორი გაბრაზებული ვარ შენზეე..
- ბოდიში, ბოდიში.. შემდეგში სხვას ამოვეფარები, რომ არაფერი მეტკინოს - ჰემინმა გაბრაზებულად ფეხი გაკრა. ჯონჰანმა სიცილი ვერ შეიკავა. ნელა წამოაყენა ფეხზე და ლოგინზე ჩამოსვა.
- მეტჯერ არც კი გაბედო, რომ ასე მანერვიულო
- გასაგებია
- და მობილურზე რომ გირეკავ ყოველთვის უპასუხე
- გასაგებია
- და სულელივით ნუ იღიმიი..
ჯონჰანმა უცებ მკლავები შემოხვია ჰემინს და გულზე მიიკრა. ჰემინი ძლივს დამშვიდდა. ხანდახან თუ წამოასლოკინებდა, შერჩენილი ნერვიულობის გამო. ჯონჰანი კი ზურგზე ხელს თბილად უსვამდა
- ამდენს ნუ ინერვულებ, დამპირდი, ჩემთვის შენი სევდიანი თვალები უფრო მტკივნეულია.
- როგორ არ ვიდარდებ? ადამიანი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია მასზე, როგორ არ ვიდარდოო - ჯონჰანმა წინ გამოწია და თვალებში ჩახედა, სახეზე ოდნავ აწითლებულ ჰემინს
- მნიშვნელოვანი?
- ხო, თითქოს არ იცოდე
- თუ არ მეტყვი ჰემინ..
- მომწონხარ ჯონჰან, არა უფრო სწორად მიყვ - და ჯონჰანმა უცებ მიაფარა ტუჩებზე ხელი
- არც კი გაბედო ჩემზე ადრე მაგის თქმა.. - ყურებ აწითლებული ჯონჰანი, გრძნობდა, რომ სადაცაა გული ამოუხტებოდა. უფრო ახლოს მიიტანა თავი ჰემინის სახესთან და თბილი ხმით ჩაილაპარაკა
- მიყვარხარ, კიმ ჰე მინ, მიყვარხარ-
ჰემინი უფრო გაწითლდა, მთელი სხეული დაებურძგლა, ჯონგჰანის თვალები, ტუჩები ისე ახლოს იყო. ჯონჰანმა ნელა გაუშვა მის ტუჩებს ხელი, კეფით თავისკენ მოზიდა და თბილად აკოცა.- შევაალთ
- სად შეხვალ აქ მოიცადე - ესქუფსი ჰოშის გადაეღობა
- ჰემინს ვნახაავ, მომენატრა
- აქ იყავი-მეთქი
- რახდებაა? მეც შევაალ - ახლა ჯოშუა მოვიდა
- არა მეთქი, ცოტახანი რომ არ შეხვიდეთ არ შეიძლებაა?
- რატომ, რატოომ? - საუბარს დიქეიც შემოუერთდა
- ესქუფსი არ გვიშვებს
- ალბათ, რაღაც ხდება შიგნით
- საინტერესოო?
- გეყოთ და აქ იყავით, მარტო ჯონჰანი ხო არ დაშავებულა წადით მინგიუს მიაკითხეთ
- მინგიუ უკვე ზის და რამიონს მიირთმევს
- ხოდა წადით თქვენ არ გშიაათ?
- საერთოდ არაა, შეგვახედეე
- არა მეთქი, აუუჰ ნუ მაბრაზეებთ - ესქუფსი ყველას ერთად დაწვდა და დერეფნისკენ ძალით წაათრია.ამ დღეს უამრავი პოსტი და გაუკრვეველი ახალი ამბები მოყვა. ჯერ იმას იკვლევდნენ ავარია რამ გამოიწვია, ზოგს ამაზე უფრო მეტად ის აინტერესებდა, რას აკეთებდა ჰემინი საავადმყოფოში, ვის მოაკითხა ასე საჩქაროდ. ექსკლუზიური ამბავი იყო, და ჰემინი ისევ მედიის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
მაგრამ ეს ყველაფერი დიდად არ ადარდება ორ ადამიანს, რომელთაც ახლა გონება სულ სხვა ფიქრებით ქონდათ გამოვსებული. ახალი ამბები არც უნახავთ, მობილური თუ ეჭირათ ხელში სულ ერთმანეთს წერდნენ. ურეკავდნენ და საათობით ლაპარაკობდნენ ათას უაზრო თემაზე. მათი გონება საერთოდ ვერ აღიქვამდა რეალობას, და ეს საჭირო არც იყო.მალე ჰემინის დაბადებისდღე მოდიოდა. ჟურნალისტები ახლა უფრო მონდომებით იყვნენ, რომ გაეგოთ ჰემინი ვისგან მიიღებდა საჩუქარს.
YOU ARE READING
before our spring comes • Yoon Jeonghan
Romanceმეგობრობა, სიყვარული და გულის ტკივილი . ჰემინს ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა და ასე უბრალოდ დანებდებოდა მას. და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ზამთრის გაყინული თოვლის ფიფქი გაზაფხულის თბილმა წვიმის წვეთმა გაალღო.