თავი მეთვრამეტე

12 1 0
                                    

მე-5 დღე
გადაღებების ბოლოს ყველანი სასადილო ოთახში მოკალათდნენ. ჰემინი სავარძელში ფეხმორთხმული იჯდა და თავისი დორამის როლის ტექსტს კითხულობდა. ბიჭებიც იქვე ისხდნენ, ზოგი იატაკზე ტელეფონში მუსიკებს უსმენდა, ზოგიც ერთად რაღაცას უყურებდა, მინჰაო და ვონუ წიგნს კითხულობდნენ, ჯონჰანი უბრალოდ დივანზე მოკალათებულიყო. ყველა თავის საქმით იყო გართული, და ამ უბრალო მომენტზე შიძლება მარტივად გეთქვათ საუკეთესო განტვირთვა არისო. ვერნონმა მუსიკები ჩართო და სასიამოვნო, ოდნავ დაბალ ხმაზე დააყენა. She lays down – the 1975 მელოდიით გაივსო ოთახი. ჰემინი თავის საქმეს განაგძობდა, ყვითელი ფლომასტრით მნიშვნელოვან ადგილებს ხაზავდა, საეჭვო ადგილებს ფერადი წებოვანი ფურცლებით ინიშნავდა. ყველა თავის საქმეს აგრძელებდა გარდა ჯონჰანისა. დივანზე წამოჯდა, მუხლები მკლავებში მოაქცია და პირდაპირ მჯდარ ჰემინს გახედა. ჰემინი ფურცლებს აშრიალებდა და თან სათვალეს ისწორებდა. ჯონჰანი უყურებდა, უყურებდა თითქოს ყველაზე ლამაზი სცენარს ხედავს და არ უნდა თვალიც კი დაახამხამოსო. ოდნავ შეღებული ფანჯრიდან თბილი სიო შემოდიოდა. ჰემინის მაღლა კუდად შეკრული წაბლისფერი თმა ოდნავ ირხეოდა. ჯონჰანი უყურებდა და თვითონაც ვერ გაეაზრა, რომ სახეზე ღიმილი დამჩნეოდა. მუსიკა, ფურცლების ჩუმი შრიალი, შემოსული ნიავის ხმა, ყველაფერი ლამაზ გარემოს ქმნიდა, რომ ეს იდილია მობილურის სურათის გადაღების ხმამ დაარღვია. ყველამ მაშინვე ჰოშს გახედა, რომელსაც მობილური მოემარჯვებინა.
- რა გადაიღე? - დიქეიმ ცხვირი ჩარგო მის მობილურში თუ არა გაიღიმა და თვალები აუციმციმდა
- რა სურათიაა?  - ყველა დაინტერესდა. ჯონჰანიც ადგა, დააინტერესა რამ დაურღვია ასეთმა ეს სიმშვიდე, რომ ფოტოში თვით მისი სახე დაინახა თუ როგორ მიშტერებოდა ღიმილიანი სახით ჰემინს.
- ეს რაა? ვაუუ ვაუუ - შეძახილები ისმოდა ყოველი მხრიდან. ფოტომ ჰემინიც დააინტერესა
- მეც მაჩვენეთ
უცბად ჯონჰანმა ჰოშის მობილური წაართვა და ჰემინის საპირისპიროდ გაწია
- ასეთი რაა არიის? მაჩვენეე - ჰემინი ჯონჰანის წინ პატარა გოგოსავით იდგა
- არაა საინტერესო
- მაჩვენეე - თავისას არ იტეხდა
- მართლა არაფერია, არ ღირს
- მაჩვენე თორემ წასართმევად ძალას გამოვიყენებ
- არ ღირს - და ჯონჰანმა ხელი უფრო მაღლა აწია. ჰემინმაც ერთი დაუბღვირა და ამანაც, რომ არ უშველა ხელზე ჩამოებღაუჭა. ჯონჰანი გაქვავებული იდგა და არაფრის დიდებით ხელის დაწევას არ აპირებდა
- მაჩვენეე, არაფერს ვიტყვი თუ ცუდი რამეაა, მართლაა -  ჰემინი მაიმუნივით ხტუნაობდა, მაგრამ ვერანაირად ვერ შეწვდა მის ხელს. სხვები მონუსხული მისჩერებოდნენ ამ ორს და თითქოს ტკბებოდნენ ამ მომენტითო.. ჰემინმა საბოლოოდ ჯონჰანს მოუღიტინა და მანაც ხელები დაბლა დაუშვა. უცბად ეცა მობილურს და ოთახის მეორე კუთხეში გაიქცა და სწრაფად დახედა, სანამ ჯონჰანი მოვიდოდა მასთან. მანაც მალევე მოაღწია და ოდნავ შეწითლებულ ჰემინს ტელეფონი ააცალა
- ხედაავ ისეთი არაფერი იყო.. - მისი შეწითლებული სახის დანახვაზე თვითონაც გაწითლდა, მობილური ჰოშს გადაუგდო და თვითონ ოთახიდან სწრაფად გავიდა.. ჰემინი ცოტა ხანს კიდევ ასე იდგა და უცბად თვითონაც ჯონჰანს გაეკიდა.
- ვაა ვაა რახდება ააქ - ჰოშიმ თვალები ააცმაცუნა
- ასე მეგონა რომანტიკული ჟანრის დორამას ვუყურებდი
- მეეც - გაოცებას ვერც ვერნონი მალავდა
- საყვარლები არიან - მინჰაომ მიბრანძული ბალიშები გაასწორა და ისევ წიგნს მიუბრუნდა
- ართქვა
- აუუ მაინტერესებს ზემოთ რახდება
- მინგიუ არც კი გაბედო მაღლა ასვლა - ესქუფსმა მინგიუს ხელი მაისურში ჩაჭიდა და უკან დივანზე დაახეთქა

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now