თავი ოცდამეორე

19 1 0
                                    

18 ივნისი.

- ჰემინ, მე ვარ გამიღე - ჰემინმა გაოცებული თვალებით გაუღო ჯონჰანს კარი
- როგორ ამოხვედი? დაგინახავდნენ.. ეს კამერა რად გინდაა?
- ვითომ გადამღები ვიყავი, თანაც შენ მენეჯერს ვთხოვე და ერთად ამოვედით. თვითონ წავიდა - ჯონჰანმა მძიმე კამერა ძლივს მაგიდაზე ჩამოდო.
ჰემინი მის გამჭრიახობით აღტაცებული უყურებდა ჯონჰანს.
- რას ვიფიქრებდი ჩემი შეყვარებული ჭკვიანიც თუ იქნებოდააა?
- უკაცრავად, აქამდე სულელი გეგონეე?
- ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემზე ჭკვიანი არა
- ოოჰ, ამას უყურეე - ჯონჰანმა ჰემინი ჰაერში აიტაცა და სამზარეულომდე სულ წვალებ-წვალებით მიიყვანა. ხან ლოყაზე ჩქმეტდა, ხან თმებს ურევდა.
- საჩუქარი?
- რა საჩუქარი?
- აბა რისთვის მოხვედიიიი?
- კარგი საჩუქარი მაქვს არ იდარდო - და ჯონჰანმა საკუთარი თავი წარუდგინა საჩუქრად
- ვაუუ, ძვირი დაგიჯდა, ალბათ
- არ თქვა... მთელი ქონება ჩავდე - ჰემინი დაბღვერილი უყურებდა, რომ უცებ ჯონჰანმა პატარა ყუთი ამოიღო ჯიბიდან. ჰემინი სიხარულისგან შეხტა და ლოგინზე წამოგორდა, ყუთი ჯერ შეათვალიერა და მერე ნელა გახსნა. შიგნით, პატრა ყელსაბამი იდო, გულის ფორმის ბოლოთი. ჰემინმა ბედნიერი სახე შეანათა ჯონჰანს და  სთხოვა დახმარებოდა. ჯონჰანიც მიუახლოვდა, თმები მაღლა აუწია და ყელსაბამის გაკეთებაში დაეხმარა. ჰემინი ბედნიერად შემოტრიალდა
- მიხდება?
- მმმ, ყელსაბამი კი ლამაზიააა, მაგრაამ
- მაგრაამ? ჩემ წვალებას არასდროს შეწყვეტ ხო
ჯონჰანმა ღიმილით გაუქნია თავი და უცბად ტუჩებში აკოცა. ჰემინი მოულოდნელობისკან უკან გახტა
- მოულოდნელად ამას ნუ აკეთეებ, ჯერ უნდა შემამზადოო
- კარგი სხვადროს გეტყვი ხოლმე - და ისევ აკოცა, ჰემინმა გაბრაზებით შემოსცხო, ჯონჰანი კი ბედნიერად იცინოდა. წამოდგომა დააპირეს, რომ უცბად ვერ დაიძრნენ.
- ხედავ ჰემინ, შენი სამაჯური ისევ მე გამომება - ჯონჰანმა ნელა ჩამოხსნა სამაჯური  მის სამაჯურს - სულ მე მეკვრის მაგნიტივით - ჰემინმა გეყოფაო ერთი ისევ შემოცხო. და სამაჯურს გასწორებისას მიაჩერდა
- ნეტავ თვითონ ბედნიერია?
ჯონჰანმა თბილად ჩაკიდა ხელი
- მთავარია, შენ თუ ხარ ბედნიერი
- მე კი..
- მაშინ ისიც ბედნიერია, დამიჯერე - ჰემინს ცრემლომორეულს გაეღიმა და ჯონჰანს შემოეხვია. -  მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდი, მადლობა რომ შემიყვარე
- პრობლემა არ არიის - ჰემინმა ისევ ფეხი შემოცხო, ჯონჰანმა დაიწუწუნა, სულ რატომ მირტყამო და თვითონაც საპასუხოდ ღიტინი დაუწყო. ჰემინს სიცილი წასკდა, თავი ვერ შეიკავა და ლოგინზე დაგორდა, თან ჯონჰანიც გაიყოლა. ჯონჰანმა ამ მომენტით ისარგებლა და კიდევ ერთხელ გაუფრთხილებლად თბილად აკოცა.

*   *   *

2024 წელი.

- ჰემინ და რას გვეტყვით ჯონჰანზე? თუ შეიძლება რომ რამე გვითხრათ
- აჰ, ვიცოდი რომ მაგასაც მკითხავდით
- რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად სიმართლე გითხრათ ეგ გვაინტერესებს, უკვე დიდიხანია ერთად ხართ, ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი წყვილი ხართ, რაც მეტ ინტერესს იწვევს
- გასაგებია, ძალიან მიხარია, რომ ასეა. ჯონჰანი და მე მართლაც დიდი ხანია უკვე ერთმანეთს ვიცნობთ. უფრო სწორად ის მიცნობდა უფრო დიდხანს, ვიდრე მე ამას გავაცნობიერებდი, ის უკვე ჩემ გვერდით იყო, ამდენი ხნის მანძილზე სულ ჩემ გვერდით იყო. მიხარია, რომ მასთან ვარ. ჯონჰანი ხომ , თბილი და საყვარელი ადამიანია. ჯელტმენი და გულისხმიერი. მისგვერდით ყოფნა სრული თავისუფლებაა. მე ის ძალიან მიყვარს, ამას ხედავთ უკვე რა თამამად ვამბობ ხმამაღლაა, ხო მეც მიკვირს.
ცუდი დღეები, რა თქმა უნდა, ისევ იქნება, სევდიანი მომენტების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ უკვე არაფრის მეშინია, რადგან გვერდზე ასეთი ადამიანი მიდგას. ასე რომ, თუ რამე ცუდი მოხდება მომავალში, არაუშავს, ერთმანეთი რისთვის გვყავს.. - ჰემინმა ღიმილიანი სახით შეხედა ჟურნალისტს.
          თვალები უცინოდა, სახე კი მზესავით უბრწყინავდა.

დასასრული .

before our spring comes • Yoon Jeonghan Where stories live. Discover now