2

833 85 59
                                    

კრუასანი გავხსენი, მეორეც მასწაებელს მივაწოდე. თმა ყოველ წუთს გაურბოდა ყურსუკნიდან და ლამაზ თვალებში ეფხატებოდა, შოკოლადით ტუჩები მოვითხვარე ამის ყურებაში. სკოლას კარგად აფინასებენ, ისეთი სითბო იყო მასწავლებელი როლინგისამარა იჯდა. შავ როლინგზე უბრალი ჯაჭვის ყელსაბამი შემოერტყა, როცა ფურცლისკენ იხრებოდა სიტყვების ამოსაკითხად მხრები და კუნთები ეჭიმებოდა.

ადრე რომ ვინმეს ეთქვა შენზე პატარა ბიჭზე აგიდგებაო მაგრად დავცინებდი, მაგრამ ახლა სასაცილოდ არ მქონდა საქმე.

-მიირთვით, გთხოვთ.-ორი თითით გავუსრიალე "სევენდეი".

-დიდი მადლობა. ახლავე ყავას გავამზადებინებ რომელიმე მასწაებელს.-უხერხულად მითხრა.

-არ გინდა, ყავას სამსახურში დავლევ, არც ისე მოეწონებათ მათ ჩემი გამასპინძლება.-შემომხედა, მეორედ შემომხედა რაც მოვედი, მაკვირდებოდა თითქოს ამოწმებდა რამდენად რეალური ვიყავი.

-მომწონს გულრწფელი ადამიანები.-გამიღიმა. საყვარელი ღიმილი აქვს, კურდღელს მოგაგონებთ. თმაზე მელირება აქვს, რამდენიმე ღერი მუქი ყავისფერი აქვს დანარჩენი შავი. ასეთი მელირება ჩემს ბავშვობაში ამერიკულ თინეიჯერულ ფილმებში მინახავს, მაგრამ ამ ალფას განსაკუთრებით უხდება. მომწონს ლამაზად გამოწყობილი ახალგაზრდები.

-იქნებ სადმე ერთად წავსულიყავით, რამე დაგველია?-მიმიხვდა რომ შემოვლები არ მიყვარდა და პირდაპირ შემეკითხა, ეს უკვე საინტერესოა.

-მუშაობას ექვსზე ვამთავრებ.

-შვიდის ნახევარზე გამოგივლი.-წერას მორჩა და ფურცელი გამიმიწოდა, დროებით დავემშვიდობე და კარი გამოვიხურე. კარგი, ეს ცოტათი უცნაურია, მაგრამ არც ჯონ ჯონგუკია პატარა ბიჭი.

ალბათ ჩემს ასაკში ეს უკვე შეუსაბამო საქციელი იყო, არა ეს არცერთ ასაკშია შესაბამისი და საშინლად ვნანობ, არც ერთ ახალგაზრდა ომეგას ამის გაკეთებას არ ვურჩევ. მაგრამ ვბრაზობდი. ამიტომაც მომივიდა ეს სისიულელე და ჯოუისთან ცოტათი წავიტრაბახე, გამოცდილი ომეგები მეტად მოსწონთ ალფებს მეთქი. ჯერ კიდევ ვბრაზობდი მასზე, შეეძლო იმ გაბღენძილი კაცის ნაცვლად მოეხადა ბოდიში როდესაც მოუნდომებელი და უპერსპექტივო მიწოდეს მის თვალწინ, მაგრამ ამის ნაწვლად საცოდავად შემომხედა და ისეთ საქმეზე გამიშვა რასაც მეც კი ადვილად გავართმევდი თავს. ეგ საქმე ხომ სხვას უნდა გაეკეთებინა.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now