-ვინმე გყავს?-ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რომ შესაძლოა საკუთარი თავისთვის ცდილობდე.
მკაიაჟი გაიკეთე?-ვინმე გყავს.
დიეტაზე ხარ?-ვინმე გყავს.
ცდილობ ლამაზი იყო?-ვინმე გყავს.
ყველაზე მეტად იმან მომიშალა ნერვები, რომ ეს კითხვა იუნგიმ დამისვა. ნუთუ ასეთი რთულია გაგება რომ მინდა თავი ფორმაში მოვიყვანო? კარგი ჰო, წავისვი ტუჩზე ფანქარი და დიეტაზე დავჯექი. მინდა ჩემი თავისთვის გავაკეთო რამე. იუნგის პატარა შვილი კალთაში ჩავისვი და მთელი ნაჭერი მამამისის მოზელილი ტორტი იმას ვაჭამე.
როგორც ვთქვი, ბავშვები ძალიან მიყვარს, ჩემსასაც სიამოვნებით ვიყოლიებდი მაგრამ ბედის ანაბარა ხომ არ დავტოვებ, შეგახსენებთ რომ მიდრეკილი ვარ სუიციდისკენ. ზოგჯერ სიბნელეში თვალებდაჭყეტილი ვწევარ, ჩემი გამჭირვალე ფარდებიდან ქუჩის განათების შუქი შემოდის და კედელს მივშტერებივარ, ჩემთვის ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო? თავი ხომ არ მოვიკლა, იქნებ იმ ქვეყნად მაგარია? ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი ეგრევე თავიდან დავიბადები. გუშინ
ტელეფონზე მესიჯი მივიღე, ბანკი მთავაზობდა აგრო სესხის აღებას. ვიფიქრე, რატომაც არა, დავიყენებ ერთ-ორ ძროხას, ნაკელს გავასუფთავებ, მოვწველი და საძოვარზე გავუშვებ, აცრებს ჩავუტარებ, ხბოებს მოვაგებინებ და ამასობაში გონება გამეწმინდება. მამაჩემს და მამიკოს სათბურები ჰქონდა, ზოგჯერ მივდიოდი ხოლმე და გათიშვამდე ვმუშაობდი, მინდოდა გონება გამეწმინდა და გამომდიოდა კიდევაც, იქნებ ძროხებმაც გამიმართლონ. გონება ეგრევე ჯონგუკთან წავიდა, როგორ მოეწონება ჩემს თმაში გამჯდარი საქონლის სუნი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართალია, იქნებ სულ მცირე ზღვის გოჭი მეყოდა ან ზაზუნა. ამასწინათ ვნახე მაღაზიაში პაწია ზაზუნები, ყველა ეგრევე შემიყვარდა. ადამიანების შეყვარება ჭირს, თორემ ცხოველბი და ნივთები მარტივად მიყვარდება.