დილაუთენია მესიჯი მივიღე, "უყვარხარ მამას". მაგარია, ყველაფერი გადამიწყვიტა, საშუალება, რომ ჰქონდეს ჯინს ჩააბარებდა ჩემს თავს და ამით მოვრჩებოდით, ყველაფერი დაგეგმა და ახლა ვუყვარვარ. ნუთუ მშობლების სიყვარული მუდმივ კონტროლს ნიშნავს, მაშინ არ მინდა ოდესმე მშობელი ვიყო.
როცა შედარებით ახლაგაზრდა ვიყავი ცხოვრებისეულ რჩევებს გავცემდი, სინამდვილეში ჩემთვის მისაღებ გაგრძელებას ვყვებოდი პრობლემების შემდეგ. ხშირად უთქვამს, პატარა ვიყავი, მაგრამ ჭკვიანი. ჭნკვიანი კი არა დაპროგრამებული რობოტი ვიყავი. ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, რა იყო სწორი და რა არასწორი, ეს არ იყო ჩემი სისწორე, არამედ სხვისი შეხედულება. მერე "რჩევების" მიცემა შევწყვიტე. მხოლოდ მე ვიხრჩობოდი იმ დუღაბში, რასაც სხვისი შეხედულება ერქვა სწორად ცხოვრებაზე. მე გადავწყვიტე, რომ იდეალური ვყოფილიყავი, ვაჟიშვილიბაც კი ქმარს შევუნახე, სასაცილოა. ვის რაში სჭირდებოდა? რობს მხოლოდ კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გაბღენძილი იდიოტივით მიეგდო ჩემს გვერდით. ვუკვირდები, რაც უფრო ვუახლოვდები ჯონგუკს, მით უფრო არ მაკმაყოფილებს ფაქტი, რომ რობი არსებობდა. რაღაც მჭირდება, ხელმოსაჭიდი, რითაც ჯონგუკის გაშვება გამიმარტივდება.
კარგად რომ გამოვიძინე, დავისვენე და საღამოს ნახევარი ლიტრი მამაჩემის გაკეთებული ლიქიორი დავლიე, რაღაც დამატკბობელითა და არყით, გონებამ მშვიდად განაგრძნო მუშაობა. რობის დატოვებულ საჩუქრებს ვუყურებდი. მე საჩუქრები არასოდეს მიყვარდა, ამიტომ რობიც იშვიათად მჩუქნიდა რამეს, განსაკუთრებით ქორწინების შემდეგ. მაგიდიდან ვაშლი ავიღე, ხილს ხშირად ვყიდულობ, ცოტას.
ალბათ, რა სასაცილო ვარ, მაღაზიიდან სამი ვაშლით, რომ გამოვდივარ ან ორი ფორთოხლით. მაგრამ რა ვქნა, ხილი ათასში ერთხელ მინდება და ჰაერში გასაფანტი ფული არ მაქვს. ფული საერთოდ არ მაქვს. ცივა, საერთოდაც სიამოვნებით დავიძინებდი ახლა ჯონგუკის დაკუნთულ მკერდზე, იქ თბილა და კარგი სურნელი აქვს. საკუთარი თავი გამოვიჭირე, ჯონგუკთან ყოფნა ხშიარად მინდება. სიყვარულის ფენომენზე დავფიქრდი.
უტვინო არასოდეს ვყოფილვარ, სკოლაშიც და სკოლის შემდეგაც გიჟდებოდნენ ჩემზე მასწავლებელები, ბევრს ვეზიზღებოდი კიდევაც ჩემი კრიტიკული აზრების გამო, მაგრამ მათი აზრი ტრაკზე მახატია, ბოდიში, დავთვერი. სიყვარულზე ხშირად მიფიქრია, ადრეულ ასაკში მეგონა, რომ ეს ღრუბლებში ფრენას ჰგავდა. ხომ წარმოგიდგენიათ? ჰაერში ხარ, შენს ირგვლივ ფუმფულა ღრუბლებია, ცისფერი ცა და ცისარტყელაა, შენ ღრუბლიდან ღრუბელზე გადადიხარ და ეს საოცრად რბილია, სიამოვნებასა და ბედნიერებას გრძნობ. ასეთი წარმომედგინა სიყვარული, გამუდმებული მონატრების მსუბუქი ნოტებით. ახლანდელი გადასახედიდან (არ გამოვრიცხავ აზრი კიდევ შევიცვალო) სიყვარული დიდი აღფრთოვანების შედეგია. ჯონგუკით აღფრთოვანებული ვარ, ის ლამაზია, საოცარი, თბილი და ტკბილი. რთულია ამით არ აღფრთოვანდე, თუმცა სიყვარული მხოლოდ აღფრთოვანება როდია. როდესაც ოჯახებს ქმნიან სიყვარულზე დაყრდნობა რთულია, ეს თავის დროზე, რომ მცოდნოდა ახლა შესაძლოა სულ სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. ოჯახი ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს, ვიდრე უბრალო ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. იმიტომაც აშინებთ ეს სიტყვა. ეს აღფრთოვანება რომ გადაგვივლის, სიყვარულმა რომ გადაგვიაროს, რაღაც უნდა დარჩეს. ჩემსა და რობს შორის ეს შეჩვევა იყო. რობთან ცხოვრება კომფორტული იყო. ვისხედით საღამოობით ჩვენ-ჩვენ საფიქრალში ჩაფლულები. რობი თავის ნოუთბუქს უჯდა, მე ჩემს მობილურს, ზოგჯერ ფილმებს ვუყურებდით ერთად. იცოდა, როგორ მომქცეოდა, როცა ვბრაზობდი ან მიხაროდა, ასე თუ ისე კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. წარსულს ჩაციკლული ქვრივი ომეგა, აი რა დარჩა ჩემგან საბოლოოდ.
კოდევ ერთი ჭიქა დავისხი.
-შენს გაურკვეველ აზრებსა და უაზრო ცხოვრებას გაუმარჯოს, კიმ თეჰიონ, დაე ხვალინდელი დღე აღარ გათენდეს.
_____
კომენტარები 👇
მთვრალი ვარ 😌 დედაჩემის დაქალებმა დამალევინეს..