ეს სამყარო სერიოზულადაა დაავადებული. ჩვენ ყველას სიყვარულს გვასწავლიან, გარდა საკუთარი თავისა, იმასაც გვასწავლიან რომ სიყვარული ბრმაა, იმასაც რომ ჭეშმარიტი სიყვარული ყველაფერს დაამარცხებს. ჩემი მშობლები ამ სწავლების შემდეგ დასძენდნენ-ხოლმე. სანამ შეგიყვარდება მანამდე გაახილე თვალებიო, ნორმალური კაცი მოძებნეო, ნუ სადავო საკითხია და შევწყვეტ ამაზე ქადაგებას.
სამსახურში არეული ნაბიჯებით მივდივარ, იმდენად არეულით რომ ჩემი ჩანთა შეუჩერებლად ქანაობს. მშობლები იდეალურობის კომპლექსს გვიჩენენ, ხშირად არ გამოსდით ბოლომდე დაგვაკომპლექსოს ჩვენმა არაიდეალურობამ მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ახერხებენ. მეც, ასე რომ მივდივარ გიჟივით, არეული ნაბიჯებითა და ქაოსით სულში, რომ ჩავუარე ყოფილი საყვარლის სახლს გარდაცვლილი ქმრის სახლიდან წამოსულმა, დისკომფორტი ვიგრძენი, რადგან შუადღით მოქმედ საყვარელთან უნდა მქონდეს ლანჩი. რატომ არავინ გვასწავლის რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, სინამდვილეში, ყოველთვის ვიცოდი რომ თუ ასე აირეოდა ჩემ ირგვლივ ყველაფერი მშობლებიდან არც ერთი დამიწვენდა ლოყით მუხლზე, არ მომეფერებოდნენ თმებზე და არ მეტყოდნენ რომ ყველაფერი რიგზეა. მხარდაჭერის მისხლის ოდენა ნიავს უეცრად გაიტაცებდა რჩევა-დარიგებების, ბრაზის ნიაღვარი და თავისი მლაშე სუნით ყვაფერს გადაფარავდა.
იქნებ, ასეთი იმიტომ ვარ რომ ჩემი მშობლები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, მე დანარჩენი მსოფლიო ვიყავი, ისინი შვეიცარია, რიგ საკითხებში და მხოლოდ ისეთი დონის პრობლემა შეაშფოთებდათ ჩემს თავს დატეხილი, როგოროც რუსეთ-უკრაინის ომია. იშვიათად ხდებოდა ჩემს მდარე ცხოვრებაში ასეთი მასშტაბური მოვლენა.იმ დღეს ქალაქში ვიყავი, იუნგი ვნახე. წასვლაზე ხმა არ ამოუღია და, რა თქმა უნდა, არც მე მითქვამს რამე. იმ დღეს სადგურზე, ავტობუსის გასვლას რომ ველოდებოდი, ავტობუსის უკანა სავარძელზე მჯდარმა ფანჯრიდან პირველად ვნახე ნამდვილი ლოთი. მყავდა ლოთი მეზობელი მამისეულ სახლში, მაგრამ ის ასეთი უბედური არ იყო, შესაძლოა იმიტომ რომ ოჯახი ჰყავდა კარგი. მწარედ ჩამეცინა აზრზე, რომ ამ კაცს, რომელიც შესაძლოა ყველაზე უკეთესად გრძნობდა თავს ახლა "უბედური" ვუწოდე, ვერაფერს ვიზამთ, ფაქტს, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად ფარდობითია. ჩემი მეზობლისგან განსხვავებით ამ კაცს სკამზე ეძინა, მის ქვეშ დიდი გუბე იდგა, გამიკვირდა საიდან გაჩნდა ეს გუბე მის ქვეშ, მხოლოდ შემდეგ მივხვდი რომ მძინარე, ზრდასრული მამაკაცი რომელიც რაღაც მიისით მოევლინა ქვეყნიერებას საკუთარ ურინაციასაც კი ვერ აკონტროლებდა. უკან საბოჯგები ამოეწყო, ისეთი იღლიით რომ უნდა დაეყრდნო, ერთიანად გაყინული იყო, შავი თმა და ჭაღარა წვერი ჰქონდა, წარბები თითქოს არც ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად წარბების ადგილი ისე მოლურჯებოდა გეგონებოდათ კვდებაო.
ამ ამბავმა ჩამაფიქრა, შესაძლოა ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები უაზრობებით გვკვებავენ და არანაირი მიზანი და დანიშნულება არ გაგვაჩნია ცხოვრებაში. ეს აზრი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია შენი ცხოვრება და შენი არსებობა. ამ ავტობუსს აშკარად ზამბარების პრობლემა აქვს, დავიმტვერი. ასე ცუდად ბოლოს როდის ატარა ვინმემ ტრანსპორტი ისტორიას არ ახსოვს. ფანჯრიდან ხედი ცუდად გადაღებული ფილმის კადრებივით იშლებოდა. საკუთარმა ფიქრება ძალიან შორს წამიღო, იქნებ უახლოეს მომავალშიც კი. ძალიან მინდა ორსულად ვიყო, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ საამისოდ, ჯონგუკმა კიდევ და კიდევ შემომთავაზა ცდა, ნამდვილი სექსმანქანაა ეს ბიჭი.
_________
კომენტარები 👇
რედაქტორი ანანო✨
არ გადამიხედავს, მეზარება 😌