5

539 68 67
                                    

  შეიძლება ის ასაკით შენზე პატარაა, მაგრამ საოცარია. გაოცდები რამდენი რამ შეიძლება შეიტყო მხოლოდ ერთი შეკითხვით.

ვთხოვე და გუკმაც თავისზე მომიყვა. საინტერესო საუბარი გვქონდა. იმ ღამეს მხოლოდ გადავბრუნდით და დავიძინეთ, ვერ მივხვდი რატომ დარჩა ჩემთან. თავი კი არაფრის მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა რაღაც რომანტიულში გადაჭრილიყო. ღამის ხუთი იქნებოდა მამაჩემმა რომ დამირეკა. ფხიზლად მეძინა და ვუპასუხე.

-მამიკო?-ვკითხე გადასამოწმებლად, ჩემი და ტელეფონის ხმარზე ჯონგუკსაც გაეღვიძა. ერთი სიკვდილი გავათავე რომ ხმა არ ამოეღო.

-შვილო, როდის გეცლება მამაშენმა რომ ჩამოგაკითხოს და წამოგიყვანოს?

-რამე ხდება?-ჯონგუკმა თვალები ნერვიულად მოისრისა.

-არაფერი, უბრალოდ ცოტახანს ჩამოდი.

-კარგი, კვირის ბოლოს შევძლებ.

-ძალიან კარგი.

ჩემი მშობლები ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყვნენ. თეჰიონი მათი თოჯინა, მოდი აქ დავსვათ ან აქ ხომ არ სჯობს. ჯონგუკს ავუხსენი რაც მოხდა, გაბრაზებული გადაბრუნდა და ზურგი მაქცია. ჩემი ბრალი საერთოდ არაა რომ გაეღვიძა. ერთხანს ასე ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი, მერე შემეცოდა, თვითონ მანამ რჩება ფხიზლად, სანამ არ გამათბობს და დარწმუნდება რომ თავისი ჟინისა და გიჟური ვნაბის წყალიბით არ დამაინვალიდა.

მისკენ გადავბრუნდი და შიშველ ზურგზე ვაკოცე. ჯონგუკს ზურგზე ლაქები აქვს, ძალიან მომწონს. თინეიჯერობაში ერთი ბიჭი მომწონდა, ზუსტად იმას ჰქონდა ასეთი მზისნაკოცნი ლაქები ზურგზე. მეც მინდოდა, მაგრამ ბებიაჩემი მარტის მზეში წითელი ძაფებით დამდევდა და მაჯაზე მახვევდა მარტის მზე ტალებს დაგიტივებსო.
ჯონგუკი ჩემკენ არ გადმობრუნებულა, მაგრამ ხელი მოადუნა და საშუალება მომცა თითები მუცელზე შემესრიალებინა. პრესის მოხაზულობას გავყევი თანაც კისერზე გადავედი კოცნოთ.

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now