25

629 48 16
                                    

პატარა, კუთხის, კაფეში ჩემს ყოფილ საყვარელს წინ ვუზივარ. ლურჯ სუფრაზე, წითელ თეფშზე შოკოლადით დაფარული ეკლერი მიდევს, მინდა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს პირში თუ რამეს ჩავიკარებ გული ამერევა. შეიძლება ეს ნერვიულობაა, ახლა ისეთ საიდუმლოს მაზიარებენ, რასაც, დიდი ალბათობით, ჩემი საუკეთესო მეგობარი შეეწირა. ჰოსოკი ჩუმად ზის. ფინჯანში ძირის გავარდნამდე ურევს კოვზით, საინტერესოა რის გახსნას ცდილობს წყალში, ჰოსოკს შაქარი არ უყვარს.

-მომიყევი.-ჩახველებით ვარღვევ დუმილს, მეშინია.

-იუნგი და მე სუპერმარკეტში შევხვდით, ჯერ კიდევ ახლად დაქორწინებული ჩემი მეწყვილე ნაზ ცისფერ სამოსში იყო გამოწყობილი, ფეხზე დაწნული "ბალეტკები" ეცვა. შენც იქვე იყავი. თეჰიონ ნუ მიწყენ, შენ იყავი იუნგიმდე მისაღწევი გზა ჩემთვის.-ჰოსოკი მსუბუქად იღიმება, სევდიანად.-შენ ლამაზი ომეგა ხარ, მაგრამ ჭეშმარიტების კავშირი, ეს რაღაც სხვაა. არ ვიცი უნდა გისურვო თუ არა ამის გამოცდა, ახლა როცა როგორც იქნა ციხე-სიმაგრის კარი ოდნავ მაინც შეხსენი.

-ჰოსოკ, შეეშვი მეზღაპრეობას, პირდაპირ მოყევი.

-მაშინ, როდესაც მე და შენ საყვარლები გავხდით, მე უკვე ჯუნის მამა ვიყავი. შენ უნდა დაგახლოებოდი რომ იუნგიმდე მიმეღწია, უნდა გამეცნო.

ჰოსოკს და იუნგის ერთმანეთი მე გავაცანი, რობი მაშინ გარდაცვლილი არ იყო, ჰოსოკი უკვე გაშორებოდა ომეგას და რობთან მეგობრობდა, ალფა მუდამ მეფლირტავებოდა, მე სულელს კი მეგონა მოვწონდი. ახლა ეს სასაცილოა. რთული იყო, როცა ჯუნი გაჩნდა იუნგი ერთიანად მიიტაცა ახალმა ადამიანმა თავის ცხოვრებაში. მაშინ უმეტეს დროს ოჯახთან ატარებდა, მეც ჯერ კიდევ არ მერქვა ქვრივი და რაღაცნაირად ვერ ვახერხებდით ერთად ყოფნას.

-იუნგი ძალიან მიყვარდა,-მშვიდად სუნთქავს ჰოსოკი.-პირველად მიყვარდა ცხოვრებაში. ბევრი არასწორი ურთიერთობა მქონია, ბევრიც წამიგია და მომიგია, მაგრამ იუნგის მსგავსი არაფერი გადამხდენია. გულრწფელად მტკივა გული, რომ დიდი დრო არ გვქონდა ერთად.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 09, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ყველაფერი - ერთფეროვანი და მოსაწყენიWhere stories live. Discover now