ფეხები ვერაფრით გავითბე, საერთოდაც ბოლო დროს თავს იმაზე ბევრად ნერვიულად ვგრძნობ ვიდრე ოდესმე, წამელბის მიღება დავიწყე ამისთვის. ჯოუი სულელურ სიმღერას უსმენს, სულელური ტექსტითა და მარტივი მელოდიით. ადრე მე და იუნგი ბენდში ვიყავით, ჩვენს სიმღერებს ვწერდით, იუნგი უკრავდა. ვიცი როგორი რთულია მუსიკისა და ტექსტის შექმნა, ამას მართლა გულით ვაკეთებდით და ვცდილობდით საუკეთესოდ გამოგვსვლოდა. ახლა ემოციები აღარაა საჭირო, მთვარაია სიტყვები ერთმანეთს ერითმებოდეს, ეს მაღიზიანებს.
ის პატარა ომეგა თავისთვის ზის, ყურსასმენები გაურჭია ყურებში, ნეტა რისთვის მისი მელოდია აქ მესმის. ფანჯრიდან უსაქმურად ვიყურები, საქმე მაქვს, მაგრამ გულს ვერ ვუდებ. ცხოვრება თავში დამეცა, გეგონება იმ მიტოვებულ შენობათაგან ერთ-ერთში შევლასლასდი, ხეტიალი რომ მიყვარდა, და ის კიდევ თავში დამეცა. დარწმუნებული ვარ გაჯიც შემეკვეხება ფრჩხილებში თუ თავზე ხელს გადავისვამ. ალაგ-ალაგ ისევაა თოვლი შერჩენილი, ვერ ვიტან სიცივეს, ეს უკვე ვთქვი. ვოხრავ, ჯოუი კარგ განწყობაზეა, რაღაც საღამოზე აგზავნიან, სიტყვით უნდა გამოვიდეს. კი გავიგიჟე თავი მეც პერსპექტიული ვარ-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი მე არ მთხოვეს ამ სიცივეში არსად ვარ წამსვლელი, სიცხეშიც იმავეს ვიტყოდი.
მოწყენილიბისგან იუნგისთან დავრეკე და გადავამოწმე ცოცხალია თუ უკვე ჩაიქნია ხელი და გაზი მოუშვა. ადრე ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ინტრიგაში ვარ და მაინტერესებს რა მომახედებს ცხოვრებისაკენ, ამიტომ ცოტახანს თავს ვიკავებ. ძალიან კი მინდა ჩემი სულის ტანჯვა დასრულდეს, რომ შემეძლოს საკუთარ შიგნეულს გავღეჭავდი და შიგნიდან ჩამოვკაწრავდი ყველაფერს. ადრე ჩემმა ნათესავმა მომიყვა როგორ წაიყვანა პაემანზე ერთმა ხელოვანმა ალფამ. ტიპი ისეთი გადაჭრილი იყო ხელოვნების მორევში რომ მუსიკას თითებს აყოლებდა. ვიფიქრე რომ მე მაშინვე შემიყვარდებოდა ასეთი კაცი.
ცხოვრების აზრს მაშინაც ვერ ვხვდებოდი უფრო ახალგაზრდა და სიცოცხლისუნარიანი რომ ვიყავი. მამიკო სულ დატვირთული იყო სახლში თუ სამსახურში წელში წყდებოდა მუშაობით. ვერც მის ყოველდღიურობაში ვხედავდი რამე საოცარს და ვერც ჩემი ტოლების, რომელებიც ოცდაოთხსაათიან მაღაზიაში მუშაობდნენ ყოველ მესამე დღეს ღამის თევით და დანარჩენ დროს სიმპათიურ ალფებს მისტიროდნენ. მოკლედ ასე, კიმ თეჰიონისთვის ყველაფერმა ინტერესი ადრეულ ასაკში დაკარგა. მაგის დედაც!